რა სასარგებლო თვისებები აქვს ძვირფას ქვებს ?

  • tatatatusi
  • აპრილი 24, 2014

ძვირფასი ქვებიალმასი ადამიანს კრიტიკულ სიტუაციაში ძალასა და სულის სიმხნევეს მატებს, იცავს ფეხმძიმეებს და უიოლებს მშობიარობას, სასურველია ატარონ უშვილო ქალებმა, მამაკაცებს ჩუქნის გამჭრიახ თვალს.

ფირუზი ბედნიერებისა და ერთგულების ქვაა. უმჯობესია ატაროთ ოქროს ბუდით, რადგან ვერცხლი ბოჭავს მის მოქმედებას. მიჩნეულია ჯანმრთელობის, ინდიკატორად”. ფერს კარგავს მძიმე ავადმყოფის ხელზე, მაგრამ მისი გამოჯანმრთელებისთანავე იბრუნებს სინათლესა და სიმკვეთრეს.

ძოწი ჯანმრთელობის ქვაა, აუმჯობესებს სისხლს, ამაღლებს ჰემოგლობინის (ანემიის დროს) დონეს, შველის გულისტკივილს.

მარგალიტს ძველი რომაელები მიიჩნევდნენ ყველა დაავადებისგან დამცველ თილისმად. მარგალიტს მოაქვს სიმშვიდე, შველის უძილობას, ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

ზურმუხტს ვინც გჩუქნით, ქვასთან ერთად გადმოგცემთ თავის სულს, თქვენ კი შეგეძლებათ მჩუქებლის ფიქრების გამოცნობა.

ოპალი მეგობრობისა და სწრაფად გამოჯანმრთელების სიმბოლოა. იცავს პატრონს ქვენა გრძნობებისაგან, შურისა და ყველა უარყოფითი თვისებებისგან, ამშვიდებს, უქრობს შიშის გრზნობას.

ლალის (ბადახშის) ჩუქებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან მას ააქვს უნარი გააძლიეროს ადამიანის ხასიათის ძირითადი თვისებები: კეთილი გახდება უფრო კეთილი, შურიანი და ბოროტი – ნამდვილი არამზადა. უმჯობესია მუდმივად არ ატაროთ, შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმია.

ტოპაზი მზისქვაა, ხელს უწყობს უმძიმეს სიტუაციაშიც კი შეგინარჩუნოთ სულის სიმტკიცე, აცხრობს რისხვას. იცავს პატრონს უგუნური საქციელისა და უღონობისგან. ტოპაზი პატრონის ოჯახში ქმნის დადებით აურას, მაგრამ არ ღირს მისი შოერეულ მგზავრობაში წაღება, შეიძლება გამოიწვიოს შინ დაბრუნების მოუთმენელი სურვილი.

სარდიონი თანხმობისა და ჯანმრთელობის ქვაა. ეხმარება პატრონს კამათის დროოს სიმშვიდის შენარჩუნებაში. დადებითად მოქმედებს გულს და სისხლძარღვებზე. ხსნის თავის ტკივილს და თავბრუს – ჰიპერტონიის დროს, დაღლილობის გრძნობას, აწესრიგებს პულსის სიხშირეს გულის პრობლემების დროს.

ქარვა იცავს პატრონს (განსაკუთრებით ბავშვებს) ავი თვალისგან, ეხმარება კანის დაავადებების განკურნებბაში, სასარგებლოა ქარვის მძივის ტარება ყელ-ყურის ანთების დროს, ხსნის რევმატულ ტკივილს. თუ ბალიშის ქვეშ დაიდებთ გამჭვირვალე ქარვას – მშვიდი ძილიც გარანტირებული გექნებათ. ქარვა უნდა ატარონ მეძუძურებმა დედებმა, რადგან ის ასტიმულირებს რძის მომატებას და აუმჯობესებს მის კვებით თვისებებს.

წინა «
შემდეგი »