რა უნდა ახსოვდეს ყოველ მოზარდს

  • tatatatusi
  • თებერვალი 14, 2014

ზრდა განვითარებადღე-ღამეში, სულ მცირე 8-10 საათი უნდა გეძინოთ, რადგან ბავშვები და მოზარდები ისევე, როგორც ყველა ცოცხალი არსება, მხოლოდ ძილში იზრდებიან.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს პროცესი უპირატესად ღამის პირველ ნახევარში – 20 დან 24 საათამდე მიმდინარეობს. ზრდა ყველაზე აქტიური და ინტენსიური გაზაფხულის თვეებში – მარტიდან მაისამდე – გახლავთ. ამ დროს მოზარდები 2 ჯერ სწრაფად იზრდებიან ვიდრე სექტემბერ ნოემბერში.

* ძილის წინ ნურაფერს წაიკითხავთ და ნუ უყურებთ მძაფრ სიუჟეტიან თუ საშინელებათა ფილმებს. ნუ დაწვებით ლითონის ბადიან საწოლზე, საწოლი მყარი უნდა იყოს, ბალიში – დაბალი 5-7 სმ სიმღლის.

* ნუ მიეჩვევით თამბაქოს. თუ უკვე ეწევით შეეცადეთ მიატოვოთ ეს მავნე გართობა – იმ ბავშვების ზრდა, რომლებიც სიგარეტს ნაადრევად მიეჩვივნენ, თითქმის მესამედით ნელდება.

მოზარდები* თქვენი ყოველდღიური რაციონი უხვად უნდა შეიცავდეს ქორფა ხილს და ბოსტნეულს (1,5კგ მაინც) და ბურღულეულს. პური შავი გერჩივნოთ, კვირაში ორ-სამჯერ უთუოდ შეექეცით მოხრშულ ხორცს, ხოლო ხაჭო, არაჟანი, ნაღები, რძე და სტაფილოს წვენი როგორც არ უნდა გძულდეთ ყოველდღიურად მიირთვით.

* დღეში 10-15 ჯერ ოც-ოცი წამით მოდუნებული სხეულით დაეკიდეთ ტურნიკს (ან რაიმე ისეთს რაც მის მაგივრობას გაგიწევთ). მერე და მერე კი ფეხებზე ჰანტელები მიიმაგრეთ. ასეთი ვარჯიშის შემდეგ კი უმალვე დაწექით.

* დროდადრო შტანგაზე დადექით, ქუჩაში სეირნობისას, შეეცადეთ, ხის ტოტებს მისწვდეთ, კალათბურთის მოედანზე – კალათს ან ჰაერში აფრენილ ბურთს, სახლში კი ჭერს.

* იხტუნეთ ხშირად, დღეში 2-3 ჯერ მაინც ახტით.

* იცურეთ ბრასისი სტილით – ის სხეულს აგრძელებს.

* არასოდეს დაწვეთ მშიერი ან ნახევრად მშიერი, რადგან ძილში მოზრდილები მხოლოდ ისვენებენ, მოზარდები კი როგორც გითხარით იზრდებიან. ხოლო მზარდ ორგანიზმს ბუნებრივუა საკვები სჭირდება.

* გაღვიძებისას და ძილის წინ ჩაიტარეთ ავტოტრენინგი.

და ბოლოს: თუ თანატოლებმა სიმაღლით გაგისწრეს არამც და არამც არ დაღონდეთ – დადასტურებულია, რომ ადამიანი 24-25 წლამედე იზრდება.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.