რა უნდა გავითვალისწინოთ დიეტის დროს

  • marinola
  • სექტემბერი 8, 2012

დიეტაუარი თქვით ღორის ხორციან კერძებზე და არ დაგავიწყდეთ, რომ კალორიების დიდ რაოდენობას შეიცავს. ხორცეულიდან უპირატესობა მიანიჭეთ მოხარშულ ქათმის, ინდაურის, (თეთრ ხორცს) ძროხის მჭლე ხორცს. ბარკლის ხორცი მაღალკალორიულია.

შემწვარი ხორცის მირთმევისას მას გარეთა დაბრაწული კანი შემოაცალეთ, რადგან მასშია შეწოვილი მთელი ცხიმი. ასევე მოიქეცით თევზის ჭამისას.

სალათა დაბალკალორიული მაიონეზით შეაზავეთ.

ცხელი სადილი დამატებითი ცხიმის გარეშე მოამზადეთ.

ქათამი საკუთარ ცხიმში ჩააშუშეთ, ნიგვზიან კერძებს მოერიდეთ, მაღალკალორიულია.

კერძი რაც შეიძლება ნაკლებად დაამარილეთ. ბევრი საკმაზი და მწვანილი მოაყარეთ.

საკვებს მინერალური წყალი მიაყოლეთ, რბილი წვენიც წყლით გააზავეთ.

ნამცხვრის მაგიერ ჩირი ან ხილი მიირთვით.

უმჯობესია პური გამომშრალი იყოს და ძველი.

ტკბილეულზე თუ უარს ვერ ამბობთ, ჭამეთ ბისკვიტი. კრემს მოერიდეთ, კრემიანი ნამცხვრის ნაცვლად ჯემი არ მიირთვათ.

წინა «
შემდეგი »