რა ჩავიცვათ ახალ 2014 წლის ღამეს?

  • GUDIANI
  • დეკემბერი 25, 2013

ახალი 2014 წელიაღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, მომავალი 2014 წლის მფარველი ლურჯი ხის ცხენია. ამ ნიშნის თავისებურებები განსაზღვრავენ ხასიათს საახალწლო ჩასაცმელებისა, რომლებიც თავის თავში ანსახიერებენ  ამ შეუპოვარი და კეთილშობილი ცხოველის ყველა ღირსებას.

ამიტომ, ძვირფასი ნატურალური ქსოვილებისაგან შეკერილი  თამამი მინი ქვედა ბოლოები და მინი კაბები წვეულებისათვის იდეალური არჩევანი იქნება. ფერთა გამას რაც შეეხება, უპირატესი იქნება ლურჯი და მწვანე ფერების ყველანაირი ტონები.

თუმცა ამასთანავე, ახალი 2014  წლის შესახვედრად ტანსაცმლის შერჩევისას, არ ღირს სხვა, რბილ და პასტელის ფერებზე  უარის თქმა. ცხენისათვის ყველაფერი ნატურალური და არისტოკრატული მოსაწონი იქნება.

ჩაცმულობა 2014 წელი

სინთეტიკასა და კაშკაშა ფერებისაგან კი საახალწლო ზეიმებზე ჯობია თავი შევიკავოთ. მშვენიერი დამატებითი შტრიხი აბრეშუმისა და ნატურალური შალის მინი კაბებისათვის იქნება ხის აქსესუარები და სამშვენისები, აგრეთვე ძვირფასეულობა ლურჯი და მწვანე შეფერილობის თვლებით – აკვამარინებით, ტოპაზებით, ზურმუხტებით. რა-ჩავიცვათ-2014-წელს-iHOW.GE

თეთრი მარგალიტი კი თავისი კეთილშობილებით ახალი წლის ღამეს კონკურენციის გარეშეა. ნუ დაგვავიწყდება ისეთი სასიამოვნო წვრილმანები, როგორიცაა აბრეშუმის აჟურული შარფები, ღილები, ბროშები და კულონები ცხენის გამოსახულებით.

საახალწლო ჩაცმულობა განასახიერებს რა ცხენის შეუპოვრობასა და სექსუალურობას, ხაზს უსვამს ქალის სხეულის გრაციოზულობას, რაც ძვირფასი ჯიშის ცხენის სინატიფის სადარია. მსუბუქი, მოლივლივე, თავისუფლად მოფარფატე ქსოვილები სიმბოლოა მომავალი წლის მფარველის თავისუფლების მოყვარეობისა და სიმსუბუქის.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.