როგორ მოვუგოთ ტოტალიზატორს (რეგისტრაცია Williamhill-ზე)

  • ihow.ge
  • მაისი 2, 2012

პირველ სტატიაში (როგორ მოვუგოთ ტოტალიზატორს) ვეცადე რაც შეიძლება მოკლედ და ლაკონურად დამეწერა რათა სტატია არ ყოფილიყო დამღლელი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მკითხველთა გარკვეულმა ნაწილმა არასწორად აღიქვა ჩემი ნაწერი. განსაკუთრებული ყურადღება შემდეგმა ფრამაზ მიიქიცია: “რა ითამაშეს ეს უეჭველი გაყიდული ჰქონდათ თამაში (კიდევ ერთი ლუზერების ფავორიტი ფრაზა)” – წინა სტატიაში მე არსად მეწერა რომ არცერთი თამაში არ იყიდება ან ქულებს არ იყოფენ კლუბები მეთქი, მაგრამ იმასაც ნუ დაიჯერებთ რომ ყველა თამაში გაყიდულია და სეზონის დაწყებამდე უკვე გარკვეულია ვინ იქნება ამა თუ იმ ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებული.

ე.წ ჩაწყობილი თამაშები, რომ არსებობს ამას არავინ უარყოფს და ბევრად ადრეც ხდებოდა ეს ყველაფერი ვიდრე ტოტალიზატორები გამოჩნდებოდა: ფრანკო, მუსოლინი და ა.შ სხვადასვა პოლიტიკური მოღვაწეებიც კი იყენებდნენ ფეხბურთში წარმატებას თავიანთი პიარისთვის, ეს ის პერიოდია როდესაც მარტივად შეგეძლო გადაგეწყვიტა ეს ამბავი, რადგან გჭირდებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის (მთავარი მსაჯის) მოსყიდვა ან დაშინება და შენთვის სასურველი შედეგით დასრულდებოდა თამაში.

თანამედროვე ეპოქაში თამაშების ჩაწყობის უმთავრესი მიზეზი ფულია ან იშვიათ შემთხვევაში ქულების გაყოფა. ის რომ შენ დღესდღეისობით მსაჯი მოისყიდო ან დააშინო ძალიან რთულია (გამონაკლისი იყო კორეა-იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატი) და ზოგადად FIFA უფრო ცდილობს მსგავსი ხერხებით ფულის კეთებას ვიდრე UEFA ან რომელიმე წამყვანი საფეხბურთო ქვეყნის ფედერაცია თუ ასოციაცია (ქულების გაყოფა წამყვან ჩემპიონატებშიც საკმაოდ ხშირი მოვლენაა).

ფულის მოგების მიზნით თამაშის ყიდვის დროს უნდა ისარგებლოს ფულის დამდებმა ან ამ ფსონის მიმღებმა. ამ შემთხვევაში ფულის დამდები არის ტოტალიზატორის მოთამაშე ხოლო მიმღები ტოტალიზატორი, როგორ ფიქრობთ ტოტალიზატორის მოთამაშემ რამდენი ფეხბურთელი უნდა მოისყიდოს და რა თანხები უნდა გადაუხადოს რომ თამაში სასურველი შედეგით დაასრულებინოს და პლიუს ამას რამდენი უნდა დადოს ტოტალიზატორში რომ ზემოთ აღნიშნული ხარჯებიც დაფაროს და მოგებაშიც დარჩეს? თან არ დაგავიწყდეთ ტოტალიზატორშიც ისე უნდა მოიგოს, რომ ეს თანხა არ ყვიროდეს თორე გემახსოვრებათ ფაქტები როდესაც კონკრეტულ თამაშზე დიდ ფულს იგედნენ ყოველთვის ჩნდებოდა ეჭვი და იწყებოდა გამოძიება.

ამ შემთხვევაში ტოტალიზატორი უფრო მომგებიან სიტუაციაშია და ჩემი აზრით იმ თამაშების უმრავლესობაში რომელიც იყიდება ტოტალიზატორის ხელი ურევია, რადგან ტოტალიზატორს უფრო მარტივად აქვს საქმე ე.წ ძალიან დაგრუზულ თამაშში იმ შედეგს დადებს რაც აწყობს და ამ დროს აგებს არა მხოლოდ ერთი ადამიანი არამედ ათასობით და შეიძლება მილიონობით ადამიანიც კი.

ნუ მოკლედ მგონი ჯობს ამით დავასრულოდ თამაშების ყიდვა-გაყიდვაზე საუბარი და უშუალოდ იმ სტრატეგიის განხილვა დავიწყოთ რომელიც წინა პოსტში ვახსენე.

გაჩვენებთ უშუალოდ დარეგისტრიტრებიდან დაწყებული თანხის ჩარიცხვით და იმედი მაქვს გადმორიცხვით დამთავრებული, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა.

დასაწყისი


William Hill Sports

თამაშის ადგილიwilliamhill.com

საწყისი კაპიტალი: 100 $

საწყისი ფსონი: 1 $

მომდევნო ფსონი: 2 $

ყოველი მომდევნო ფსონი: წინა ფსონის გაორმაგებული ოდენობა

კოეფიციენტი: მინიმუმ 3

რეგისტრაცია

შევდივართ williamhill.com – ზე და ვაწვებით ღილაკს Join Now-ს

პირველი (მარცხენა) ისრით ნაჩვენებია ბმული, მეორე ისრით მითითებულია Sports – ს ანუ ტოტალიზატორი, მესამე ისრით მითითებულია ფსონების პორმატი და Price Format – ში აირჩიეთ Decimal, მეოთხე ისრით ნაჩვენებია Join Now ღილაკი ანუ რეგისტრაცია.

რეგისტრაცია ძალიან მარტივია – ვავსებთ ქვემოთ მოცემულ ველებს

Contact Details / საკონტაქტო ინფორმაციაში შეგყავთ:

სახელი:

გვარი:

დაბადების თარიღი:

ელ.ფოსტა:

მობილური:

ქვეყანა:

Account Details / ექაუნთის დეტალებისათვის საჭირო ინფორმაცია:

მომხმარებლის სახელი:

პაროლი:

დაადასტურეთ პაროლი:

ვალუტა: (გირჩევთ დოლარი აირჩიოთ)

საიდუმლო კითხვა:

პასუხი:

პრომო კოდი: (არ არის აუცილებელი)

გადახდის მეთოდის შერჩევა

გადახდის მეთოდის შერჩევისას williamhill.com – ი ძალიან დიდ არჩევანს გვთავაზობს.

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მეთოდი არ აგერიოთ Credit და Debit Card-ები (ანუ საკრედიტო და სადებეტო ბარათები), საკრედიტო ბარათია მაგალიტად “ორენჯი” (მგონი აგარც არსებობს), “თი.ბი.სი” ქარდი, პრაიმ ქარდი და ა.შ, ხოლო სადებეტო ბარათებს მიეკუვნება იგივე სახელფასო ბარათები და ისეთი ბარათები მარტივად რომ ვთქვათ თუ ფული არ გაქვს ზედ დარიცხული, ისე რომ თანხას არ გაძლევს.

ბარათის ინფორმაციის შეყვანა

ბარათის არცევის შემდეგ უნდა შეიყვანოთ ინფორმაცია ბარათზე

 ბარათის დეტალები

ბარათის ტიპი: (უკვე შერჩეულია)

ბარათის ნომერი: (ბარათის 16 ნიშნა ნომერი, რომელიც ამოტვიფრულია ბარათის წინა გვერდზე)

ბარათის მფლობელი: (სახელი გვარი, რომელიც ასევე ამოტვიფრულია ბარათზე)

შემდეგი ორი ველი არ გვინდა რადგან არ არის აუცილებელი

ბარათის მოქმედების ვადა: (ბარათზე ორი თარიღია გამოშვების და მოქმედების, იმედია მიხვდებით რომ მოქმედების ვადა უფრო მომავალი თარიღი იქნება ვიდრე გამოშვების)

ბარათის დამცავი კოდი: (ანუ იგივე CVV, რომელიც მითითებულია ბარათის უკანა მხარეს, ბოლო სამი ციფრია იმ ველში სადაც ბარათზე ხელს აწერთ)

ჩასარიცხი თანხის ოდენობა: მინიმუმი ჩასარიცხი 20 $-ია

რაც მთავარია ჩარიცხვა ხდება მომენტალურად და არანაირი საკომისიო არ მიაქვს არც ჩარიცხვაზე და არც გადმორიცხვაზე.

როგორ მოვუგოთ ტოტალიზატორს – I ტური

როგორც უკვე ზემოთ დავწერე საწყისი კაპირალი 100 $ -ის ოდენობით უკვე გამოყოფილია.

ვინაიდან საწყის კაპიტალად მაქვს 100 დოლარი ამიტომ საწყისი ფსონად ვიღებ 1 დოლარს, რომ რაც შეიძლება შევამცირო კაპიტალში “გაჭედვის” რისკი.

შემდეგი ნაბიჯია მოვძებნო ისეთი თამაშები რომელთა ფსონთა ნამრავლი მეტი იქნება სამზე და გავაკეთო “ბილეთი”.

ყოველ ნათამაშებ ტურს ლაივ რეჟიმში ვერ დავწერ რადგან ასე ძალიან გაიწელება აღნიშნული ციკლი.

როგორც ხედავთ 1 დოლარი დავდე

ფილადელფიის 84.5 ქულაზე ნაკლებზე

ლეიკერსის 103.5 ქულაზე ნაკლებზე

ვნახოთ დავიწყებ თუ არა სათამაშო ციკლს მოგებით.

საკონტაქტოდ და იდეების შემოსათავაზებლად გამოიყენეთ ფეისბუქის გვერდი ან ისარგებლეთ კონტაქტის ფორმით.

წინა «
შემდეგი »