რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ არაყი?

  • Creed
  • March 8, 2014
  • 0

არაყი-ihow.geამის წინათ დავწერე ინსტრუქცია, თუ რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ლუდი? გადავწყვიტე ეს შევავსო დამატებითი ინფორმაცითი თუ როგორ გამოვიყენოთ არაყი არა დანიშნულებით, რაც გამოადგებათ დიასახლისებს. ამისათვის წავიკითხოთ შემდგომი ინსტრუქცია.

 

 

 

თმა-არაყში-ihow.geთუ თქვენი თმა არის სქელი, და უკვე მომდევნო დღეს კარგავს ცოცხალ სახეს, მაშინ თქვენ შამპუნში ჩაამატეთ 50 გრამი არაყი. დაუჯერებელია მაგრამ თმა პრაქტიკულად სტელირიზირდება. არაყი წმინდავს თმის ფესვებს, ცოტათი აშრობს მათ (და არ აშრობს თავის კანს), ასტიმულირებს თმის ძირების ზრდას. თმის დაბანის შემდგომ, კიდევ რამდენიმე დღე თმა ინარჩუნებს მოვლილ სახეს. სხვათა შორის, პირველად ან მეორედ ამ პროცედურის ჩატარების შემდგომ შესაძლებელია იგრძნოს სიმწვავე თავზე. არ შეგეშინდეთ, ეს არის მიუჩვევლობის გამო და დრო და დრო გაგივლით.

ბინტის-მოხსნა-არყით-ihow.geასევე არაყს ხშირად მიმართავენ სამკურნალო მიზნებისათვის. მაგალითად, ჭრილობის შეშუშება, მაღალი ტემპერატურის ჩამოგდება და ა.შ. მაღალი სიცხის ჩამოგდება ძალიან მარტივია, ადამიანს უნდა შევუზილოთ არაყი. ტემპერატურის დაცემის პირველი ნიშანია – ოფლიანობა. არაყი ეხმარება ორგანიზმს გაოფლიანებაში და ამცირებს ტემპერატურას. შემდგომ ადამინი უნდა ჩავაწვინოთ თბილ ლოგინში და დავალევინოთ ცხელი ჩაი (ამით ვუზრუნველყოფთ პროცესის სწრაფ წარმართვას). ასევე თუ ბინტი მიეკრო ჭრილობას და ვერ ახერხებთ მის მოხსნას, მაშინ დაასველეთ გარკვეული ნაწილი არყით, არ დაასხათ იგი ღია ჭრილობას.

პირის-გამოვლება-ihow.geადმიანები ვისაც აწუხებს კბილის ტკივილი, მათ იციან გადასარევი ტკივილ გამაყუჩებელი – არაყი! მისი დალევა არ არის აუცილებელი, საკმარისია პირის კბილის არეს არყით გამოვლება. ტკივლი მთლიანად არ გაგივლით მაგრამ შემსუბუქებას იგრძნობთ იმ წამსვე.

წინა «
შემდეგი »