როგორია დაკრედიტების პრინციპები?

  • Creed
  • ნოემბერი 16, 2013

კრედიტის-პრინციპები-ihow.geსაკითხს დაკრედიტების პრინციპების შესახებ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ხოლო თეორიულად საკმაოდ რთულია. ეკონომისტების უმრავლესობა აღიარებს დაკრედიტების ისეთ პრინციპებს, როგორიცაა: დაბრუნებითობა, ვადიანობა, მიზნობრიობა, უზრუნველყოფა, ანაზღაურებადობა.

 

 

დაბრუნებადობა-ihow.geდაბრუნებითობის პრინციპი ითვალისწინებს კრედიტორსა და მსესხებელს შორის დადებული საკრედიტო გარიგების შესაბამისად კრედიტის დაბრუნების აუცილებლობას იმ ვადაში, რაც კონტრაქტით არის გათვალისწინებული. იმის გამო, რომ კრედიტორი –გამსესხებელი გასესხებულ თანხაზე საკუთრების უფლებებს ინარჩუნებს, ხოლო მსესხებელს ეძლევა სესხის დროებით გამოყენების უფლება, არ შეიძლება კრედიტორსა და მსესხებელს გარიგება უვადო იყოს. გარიგების ხელშეკრულებაში სესხის სარგებლის ვადა რეგლამენტირებულია, რომლის გასვლის შემდეგ კრედიტის მთელი თანხა სარგებელთან ერთად უბრუნდება კრედიტორს.

ვადიანობის პრინციპი უზრუნველყოფს გასესხებული სახსრების თავისდროულად დაბრუნებას. ის მოწოდებულია განსაზღვროს, როგორც კრედიტის გამოყენების დროითი საზღვრები, ასევე მისი დაბრუნების კონკრეტული ვადები. ვადიანობის პრინციპი მიმართულია საგადასახდელო დისციპლინის განმტკიცებისაკენ.

მიზანი-ihow.geმიზნობრიობის პრინციპი გულისხმობს კრედიტის გაცემას და გამოყენებას წინასწარ დადგენილი მიზნობრივი დანიშნულებით, კრედიტის გამოყენებისას მიზნობრიობის დარღვევა მაღალი საკრედიტო რისკის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

 

 

 

უზრუნველყოფა-ihow.ge უზრუნველყოფის პრინციპი ასრულებს განსაკუთრებულ როლს საკრედიტო ურთიერთობათა სფეროში, რადგან ის არამარტო იმყოფება მჭიდრო ურთიერთკავშირში სხვა პრინციპებთან, არამედ თამაშობს მათ მიმართ განსაზღვრულ როლს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა გაცემული კრედიტი როდია დაკავშირებული უშუალოდ

მატერიალურ უზრუნველყოფასთან. ამ შემთხვევაში კრედიტის დაბრუნეობითობის უზრუნველყოფის მთავარი პირობაა საწარმოოს ფინანსური მდგომარეობა, მისი კრედიტუნარიანობა. ანაზღაურებადობის (ფასიანობის) პრინციპი გულისხმობს კრედიტის სარგებლობისათვის სათანადო საზღაურის, სესხის სარგებელს. სესხის სარგებელი (პროცენტი) მოგების ნაწილია, რომელსაც მსესხებელი უხდის კრედიტორს – სასესხო კაპიტალის მესაკუთრეს. სესხის სარგებლის სიდიდე დამოკიდებულია კრედიტის მოთხოვნასა და მიწოდების შორის თანაფარდობაზე. სწორედ ამის გამო სარგებლის ნორმა ცვალებადი სიდიდეა.

 

წინა «
შემდეგი »