როგორია საკრედიცო ხაზის მიზნობრიობა?

  • Creed
  • ნოემბერი 18, 2013

საკრედიტო-ხაზი-ihow.geსაკრედიტო ხაზები (Credit Line) საკრედიტო ხაზი არის ბიზნეს სესხის ტიპი, რომელსაც აქვს თავისუფალი დაფარვის გრაფიკი. დაფარვის თავისუფალ გრაფიკში იგულისხმება დამტკიცებული თანხის ათვისებისა და დაფარვის ის პერიოდულობა, როგორიც კლიენტისთვისაა ხელსაყრელი. შეთანხმებული ვადის გასვლისას გამოყოფილი საკრედიტო ხაზი სრულად უნდა დაიფაროს. 

საკრედიტო ხაზი გამიზნულია საბრუნავ საშუალებებზე კომპანიის საჭიროების დასაკმაყოფილებლად და გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ მიმდინარე აქტივების შესაძენად ან მოკლევადიანი ვალდებულებების გასასტუმრებლად.

ბიზნესის-წარმატება2-ihow.geსაქართველოს ბანკები კლინეტურას გარდა ბიზნეს სესხებისა ასევე სთავაზობენ საკრედიტო ხაზების პრაქტიკასაც. საკრედიტო ხაზი გულისხმობს დაკრედიტების ისეთ მექანიზმს, რომლის დროსაც მსესხებელს შეუძლია პერიოდულად აითვისოს და დაფაროს საკრედიტო რესურსი ისე, რომ მისმა ჯამურმა დავალიანებამ ბანკის მიმართ არ გადააჭარბოს საკრედიტო ხაზის თანხას. საკრედიტო ხაზები განკუთვნილია საბრუნავ საშუალებებზე კომპანიის საწიროების დასაკმაყოფილებლად და გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ მიმდინარე აქტივების შესაძენად ან მოკლევადიანი ვალდებულებების გასასტუმრებლად.

საკრედიტო ხაზებით უმთავრესად მსხვილი კომპანიები სარგებლობენ და უპირატესად მას მოიხმარენ ის კომპანიები, რომლებსაც პერიოდულად უჩნდებათ თავისუფალი ფულადი სახსრები. საკრედიტო ხაზის გახსნის წინაპირობად ბანკის მიერ მიიჩნევა – საბანკო ანგარიშებზე მაღალი ბრუნვა და ბიზნეს სალაროში სტაბილური ნაშთის არსებობა.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.