როგორია ცნობილი ქალების ცხოვრების წესი ?

  • ninimate
  • დეკემბერი 14, 2013

ცნობილმა და წარმატებულმა ქალებმა ყოველთვის იციან რა უნდათ და როგორ უნდა მიაღწიონ მიზანს. მათ კარგად იციან, რომ სილამაზე ძლიერი იარაღია. წაიკითხეთ სამი წარმატებული ქალის შეხედულებები ცხოვრებაზე.

1. სოფი ლორენი sopi loreni

– ყველა ქალს სჭირდება დისციპლინა. მას უნდა ჰქონდეს ცამოყალიბებული ხასიათი, როდესაც იგი არის ჭკვიანი, და მოწესრიგებული, მისი სილამაზე მის წლებთან ერთად იზრდება. სილამაზე და ახალგაზრდულობა ეს თქვენს გონებაშია. საუკეთესო ფორმულა ქალის სილამაზის არის – უბრალოება, სიმშვიდე და შინაგანი ჰარმონია.

– ქალი მტკიცედ დარწმუნებულია თავის სილამაზეში და შეძლებს, საბოლოოდ ყველა დაარწმუნოს ამაში.

– რთულია გახდე წარმატებული თუ შენ ზარმაცი ხარ.

– როდესაც მეგობრები მახსენებენ რომ მე უკვე დიდი ხანია გადავცდი სამოც წელს , მე თავად მიჭირს დაჯერება. ალბათ ჩავრჩი თორმეტი წლის ასაკში და დღემდე ბავშვური გაფართოებული თვალებით ვუყურებ სამყაროს. ჩემთვის ისევ საინტერესოა ცხოვრება.

– მადლობელი ვარ ბედის, ჩემი ცხოვრების ყოველი დღისათვის.ყველა შესაძლებლობისთვის, აღმომეჩინა რაღაც ახალი… თუ თქვენ საბედნიეროდ შეძელით და შემოინახეთ თქვენს სულში ბავშვურობა, მაშინ ცხოვრება ჯერ ისევ წინ არის.

2. ეველინა ხრომიჩენკო.

evelina xromichenko

– ნუ მოგერიდებათ თქვენი ფორმების. ყველაფერი, რაც მოგცათ ღმერთმა არის-ლამაზი. რაც ლამაზია მას ხაზი უნდა გაესვას. ოღონ ეს უნდა გაკეთდეს გონივრულად და გემოვნებით.

– თუ გარეგნულობა საშინელია, შინაგანი არავინ არ იცის. მისი შინაგანი სიმდიდრე არ იძლევა არანაირ ეფექტს თუ გარედან უშნო მოუვლელი ვიზუალია.

– მოვლილი ქალი ყოველთვის იღებს იმას, რასაც ვერ მიიღებს ქალი ხალათში.

– აიღე ფული, რომელიც გადანახული გაქვს შავი დღისთვის და იყიდე ფეხსაცმელი. შესაძლოა შავი Dრე საერთოდ არ დადგეს.

– არასდროს არ შეიძლება მოდუნება. ყოველთვის იყავით ფორმაში. განსაკუთრებით ახლობლებისთვის. რადგან ახლობლები, როდესაც გნახავენ ცუდ ფორმაში შეწუხდებიან, ხოლო მტრები კი პირიქით გაიხარებენ. ამიტომ ყოველთვის იფიქრეთ, რომ იყოთ კარგ ფორმაში, რაც არუნდა მოხდეს.

– ქალი ყოველთვის უნდა ზრუნავდეს საკუთარ თავზე. მას შემდეგ, რაც თქვენ დაიწყებთ საკუთარი თავის მოვლას, ირგვლივ გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც იზრუნებენ თქვენზე. ადამიანი პირველ რიგში ცხოვრობს საკუთარი თავისთვის და მერე სხვებისთვის.

3. კოკო შანელი.

koko shaneli

– ხელები- სავიზიტო ბარათია გოგოსთვის; კისერი- პასპორტი; მკერდი- საერთაშორისო პასპორტი.

– ყველა ქალი არ იბადება ლამაზი, მაგრამ თუ ის 30 წლის ასაკში არ გახდა უკეთესი, მაშინ უბრალოდ სულელია.

– რაც უფრო ცუდად აქვს გოგოს საქმეები, მით უფრო უკეთ უნდა გამოიყურებოდეს.

– კვება უნდა იყოს უბრალო. ძილი კარგია 6-7 საათი. კარგია ღია ფანჯარა თუ გექნებათ. ადრე უნდა ადგეთ და მუშაობა დაიწყოთ დილიდან. ამ დროს მუშაობს ტვინი და ის პასუხ აგებს თქვენს სხეულზე. რაც უფრო არდე მიაკითხავთ ბალიშს, მით ადრე გაიღვიძებთ.

– თუ გსურთ იყოთ შეუდარებელი, მაშინ არ უნდა გავდეთ სხვას.

– თქვენ არ გექნებათ მეორე შანსი. გამოიყენეთ პირველი შანსი.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.