როგორია 2014 წლის მოდური ტენდენციები ?

  • ninimate
  • იანვარი 22, 2014

moda თბილისი გამოირჩევა გემოვნებით ჩაცმის მოყვარული ადამიანებით. ლამაზად ჩაცმის მოყვარულები ყოველთვის აქცევენ ყურადღებას რა ფერები და რა სტილია მოდაში.

ლონდონის, ნიუ იორკის,ბერლინის, პარიზის და მილანის მოდის სახლებმა წარმოადგინეს 2014 წლის მოდა.
გაჯერებული ფერები, რეტრო სტილის დაბრუნება, კუბიკებიანი ტანსაცმლის და ბეწვის. ამ წელს ზამთრის მოდაში შოტლანდიური კლეტკები შეიძლება ჰიტი გახდეს. ძვირადღირებული ქუთუკები, დახვეწილი და ელეგანტური პიჯაკები და შარვლები. მოკლედ ყველაფერს მეფური ელფერი დაჰკრავს. ეს ტენდენცია გამოიკვეთა Moschino Cheap&Chic, Saint Laurent, Stella McCartney, Blugirl, Mulberry, Celine-ს ჩვენებაზე.

2014 wlis moda

Blugirl-იმ წარმოადგინა კოლექცია სადაც იყო შემოთავაზება სხვა და სხვა შეფერილობის შეხამების.
2014 წლის ჩვენებებზე წარმოდგენილი იყო ტყავისა და ბეწვის, ცივი და თბილი ფერების კომბინაცია. გაზაფხული ზაფხულისთვის კი ნათელი ფერები, ჰაეროვანი კაბები და ვიწრო წელზე ხაზგასმული ბრტყელი ქამრები.

ფერები

შესაძლოა უკვე გადაწყვიტეთ შავსოთ თქვენი გაზაფხული-ზაფხულის გარდერობი, მაგრამ ძნელია ამის გაკეთება თუ არ იცით რა ფერები იქნება აქტუალური. ამიტომ გთავაზობთ 2014 გაზაფხული-ზაფხულის ფერებს.
ერთ-ერთი ძირითდი ტენდენციაა კარამელის ფერი – მათ შორის, კრემისფერი, ღია ვარდისფერი, მარჯნის, ატმის და ბანანის ფერები. ასევე შეგიძლიათ შეახამოთ ერთმანეთთან ეს ნათელი ფერები.narinjis feri
კიდევ მოდური ფერია ნარინჯისფერი. ეს ფერი არამარტო ტნსაცმელში გამოიყენება, არამედ აქსესუარებზე, ჩანთებზე, ქამრებზე, სათვალეებზე, ფეხსაცმელზე. ყველაფერში ფიგურირებს ფორთოხლის ფერი. თუ ეს თქვენი საყვარელი ფერია შეგიძლიათ თამამად გამოეწყოთ, რადგან ამ წელს ეს ძალიან მოდურია.
როგორც იცით შავი და თეთრი თითქმის არასდროს გადის მოდიდან და ამ წელსაც აქტუალურია.
მუქი ვარდისფერი და იისფერი, ლურჯი და მომწვანო ასევე საკმაოდ მოდურია.
მოკლედ ნათელი ხალისიანი ფერებით შეეგებეთ ზაფხულს.

კაბები

აბრეშუმი, ატლასი, ბამბა – ყველა ის მასალა, რომელსაც შეუძლია ხაზი გაუსვას თქვენს ქალურობას. კაბებსა და იუბკებზე წელის გამოსაკვეთად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრტყელი ქამარი, ასევე მოდურია ტყავის იუბკები მუხლს ზემოთ.
ასიმეტრიული კაბები აქტუალური იქნება ზაფხულში, ასევე მოდურია ყვავილებით გაწყობილი.რა შეიძლება გამოიყურებოდეს იმაზე რომანტიკულად, ვიდრე ყვავილებით გაფორმებული და დამუშავებული კაბები.
შეიმჩნევა 60-იანი წლების მოდის ტენდენცია, მეტი სიკაშკაშე და თამამი ფერები.
პატარა შავი კაბა რათქმაუნდა არ დაკარგავს პოპულარობას.
ამჟამად ცივ ამინდებში ნაქსოვი მოდური კაბები, კიდევ ერთი ტენდენციაა მაღალი მოდის. შეგიძლიათ მოირგოთ და მოდურად და ექსტრავაგანტულიად გამოიყურებოდეთ.

არჩევანი დიდია და თამამად შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს გემოვნებას.

2014 moda

2014 moda (2)

kabebi

წინა «
შემდეგი »