როგორი უნდა იყოს მშობლების ურთიერთობა მოზარდებთან

  • commail.comedyin
  • მარტი 26, 2014

მოზარდიმოზარდი, ეს ურთულესი ასაკია! როგორც მშობლებისთვის, ასევე თავად მოზარდისთვის. რამდენი შესაძლო პრობლემა და რთული სიტუაცია იჩენს თავს ამ ასაკში. როგორ მოვიქცეთ, რომ არ დავკარგოთ ბავშვის ნდობა? როგორ დავეხმაროთ მას გზის გაკვლევაში? როგორ ავიცილოთ თავიდან არასასიამოვნო ისტორიები? ეს და მრავალი სხვა კითხვები დგება მშობლების წინაშე. აუცილებელია მშობელმა იფიქროს, ისწავლოს, ისწრაფოს ურთიერთგაგების და ნდობისთვის, ეს კი არც ისე მარტივია.

მოზარდის ასაკიმოზარდი ასაკი განისაზღვრება 11-დან  – 19 წლამდე. ეს საკმაოდ დიდი პერიოდია. ამ დროს ხდება ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომწიფება, ის ხდება პიროვნება. ამ დროს წყნარი, თბილი მოსიყვარულე გოგონა ან ბიჭი ხდება გაუწონასწორებელი, გაღიზიანებული, ხშირად უხეში, დაუმორჩილებელი. მშობელი ვერ ხვდება საიდან მოდის ეს ყველაფერი. სინამდვილეში თავად მოზარდსაც უჭირს გაიგოს რა ხდება მის თავს, რატომ იქცევა ასე. ისინი ცდილობენ განთავისუფლდნენ მშობლების მზრუნველობისაგან. ექსპერიმენტებს ატარებენ, ჩხუბსაც არ ერიდებიან, ცდილობენ დაიმკვიდრონ ადგილი დამოუკიდებლად, ხშირად ცდებიან, იმედგაცრუებას განიცდიან. ამ დროს დგება მშობელი საშიშროების წინაშე არ გაუფუჭდეს ურთიერთობა შვილთან.

ბავშვის ქცევაცვლილებები ბავშვის ქცევებში ახლობელ ადამიანებში დაბნეულობას იწვევს. დედას და ბებიას აშინებს მოზარდის ცინიზმი და უხეშობა, მამას და ბაბუას აღიზიანებს მისი სიჯიუტე და დაუმორჩილებლობა. მშობლებმა არ იციან როგორ უპასუხონ მის გამომწვევ გამოხტომებს. აქვე სანამ პანიკაში ჩავვარდებით ან ჩხუბს დავიწყებთ, საჭიროა გავიგოთ, რომ სიჯიუტე, უხეშობა და სურვილი ყველაფერი უკუღმა გააკეთოს, ეს ყველაფერი არის ორგანიზმის ჰორმონალური და ფსიქოლოგიური გარდაქმნის შედეგი, ასევე, ეს არის თავისებური თავდაცვითი რეაქცია, რათა დამალოს სუსტი მხარეები და მორცხვობა, ანდა სურვილი გამოავლინოს დამოუკიდებლობა და დაიკმაყოფილოს რაღაც ამბიციები, როგორც პიროვნებამ.

რთული პერიოდიამ რთულ პერიოდში მშობლებს მოუწევთ გაუმკლავდნენ თავიანთ ემოციებს და  მაქსიმალური თავშეკავების ხარჯზე გამოიჩინონ  კეთილგონიერება. თითოეულმა მშობელმა უნდა გაიხსენოს თავისი ზრდის პერიოდი, გააცნობიერის, რომ მანაც იგივე გზა გამოიარა. აუცილებელია არ დაკარგოთ გულწრფელობა და ნდობა ბავშვთან ურთიერთობისის. გვესმოდეს, რომ ახლა, როგორც არასდროს სჭირდება მას მხარდაჭერა, მაგრამ ეს უნდა მიიღოს როგორც ერთგული მეგობრისგან და არა ოჯახური დიქტატორისგან.

ემოციებიმშობელს უნდა ესმოდეს, რომ დაიცვას საზღვარი ემოციებსა და სიტყვებს შორის, გამოიჩინონ გამძლეობა და არ უპსუხონ უხეშობას უხეშობით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური ძალის დემონსტრირება, არ ჩავარდეთ ისტერიკაში, ეცადეთ, არ აუწიოთ ხმას მასთან ურთიერთობისას, არ გამოეკიდოთ წვრილმანებზე (ღილი აწყვეტილი გაქვს, საწოლი არ დაგილაგებია…). შეგიძლიათ წყნარად უთხრათ ამის შესახებ, მაგრამ მზად უნდა იყოთ პასუხი კარგა ხნით დაიგვიანებს.

მოზარდთან ურთიერთობარაც არ უნდა რთული იყოს მოზარდთან ურთიერთობა, არ დაგავიწყდეთ თქვენს გოგონას ან ბიჭს უთხრათ ის, რასაც თვლით მნიშვნელოვნად, განსაკუთრებით ეს ეხება სულიერ, ოჯახურ, სოციალურ ღირებულებებს. მიუხედევად გარეგნული უარყოფისა, თქვენი აზრი მოზარდის ცნობიერებაში გათვალისწინებული იქნება. მიუთითეთ, არ მიიღოთ მისი უხეში საქციელი, როგორც ნორმა, მოზარდმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მისი საქციელით შეურაცხყოფას აყენებს ახლობელ ადამიანებს.

ურთიერთობების გარდაქმნაოჯახური ურთიერთობების გარდაქმნა ერთ დღეში არ ხდება. არ ღირს მოვაქციოთ წნეხის ქვეშ მოზარდი, მაგრამ არც უკონტროლოდ დავტოვოთ. მშობლებმა არა მარტო თავიანთ გეგმებზე და მიზნებზე უნდა იფიქრონ, არამედ განიხილონ საკითხები შვილებთან ერთად, შესთავაზონ თავიანთი მოსაზრებები, ჰკითხონ და მოისმინონ ბავშვის აზრი ამა თუ იმ საკითხზე. მშობლებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ გარდამავალ ასაკში მოზარდს ძალიან ადვილად შეიძლება ეწყინოს რამე, მან უნდა გადალახოს ფიზიოლოგიური ცვლილებები, პიროვნებად ჩამოყალიბების სირთულეები, დაიმკვიდროს თავი თანატოლებში, დაარწმუნოს ოჯახის წევრები თავის სიმართლეში.

მოზარდის ჰობიარ დაგავიწყდეთ ბავშვის გატაცებები, არ ჩათვალოთ ისინი სულელურად და არაპერსპექტიულად. უკეთესი იქნება, თუ მხარს დაუჭერთ, ან თქვენც შეუერთდებით. დარწმუნებული იყავით, რომ მშობლიური მზრუნველობა და სურვილი იმისა, რომ არ დაკარგოთ ბავშვის ნდობა და გულწრფელობა სათანადო შედეგს გამოიღებს მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.