როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობარი?

  • landa
  • January 13, 2015
  • 0

მეგობრობამეგობრობა ეს არის სიტყვა რომლის ქვეშ დიდი ფილოსოფია იმალება. წარმოუდგენელია უმეგობრო ადამიანის ცხოვრება. დღეს ყველაფერი განვითარების პიკამდეა მისული, მაგრამ ამ გრძნობის განსაზღვრა და შეფასება მიუწვდომელია თითოეულ ადამიანისათვის. ნამდვილი მეგობარი ის არის რომელსაც უთქმელად ესმის შენი, მეგობარი ეს ყველასათვის ხელმისაწვდომია ეს გრძნობა ყველას შეუძლია მაგრამ ნამდვილი მეგობრობა ეს უკვე ცალკე საკითხია, ის ყველას არ შეუძლია.

მეგობრობა არის რაღაც არამქვეყნიური ის ერთ-ერთი დიდი უფლის საჩუქარია რომელსაც შეფასება კი არა დაფასება სჭირდება. ბედნიერებაა როცა გვერდით გყავს ნამდვილი მეგობარი, შეგიძლია გულახდილი საუბარი მასთან და გაუზიარო შენი გულის ტკივილი. ნამდვილი მეგობრობა ურთულესი რამაა ასახსნელად მეგობარი ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში მეგობართან ერთად არა ერთი თავგადასალები შეგვხვედრია.

ხანდახან მოგვსვლია მეგობართან კამათი მაგრამ საბედნიეროდ ეს კამათი დიდხანს არ გასტანს ძალიან ბევრს დაუკარგავს მეგობარი სამუდამოდ რაღაც უმნიშვნელო კამათის გამო და თუკი მეგობრობა დასრულდება ის არც არასდროს არსებობდა.

მეგობრობა როგორც ვიცით დამყარებულია ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე, ასევე ხშირად საერთო ინტერესებზე. მეგობრობა ადამიანის ცხოვრებში ისეთივე აუცილებელია როგორც საკვები რა არის ნამდვილი მეგობრობა? როგორ შევიძინოთ ნამდვილი მეგობარი? ეს კითხვა ყველას გვაწუხებს მეგობარს დიდი როლი აკისრია ისევე როგორც ოჯახს.

მეგობრები

საუკეთესო მეგობარი თუ რაიმე უსიამონებაშია გახვეული, რა თქმა უნდა გინდა მისი დახმარება არაქვს მნიშვნელობა რა უსიამოვნება იქნება ეს. ძალიან ბევრჯერ გვტკენია გული სხვა ადამიანისგან. მაგრამ ამის დავიწყებაში გვეხმარება ასევე დეპრესიიდან გამოსვლაში. რაც შეეხება ნებისმიერ შემთხვევაში ის შენ გიცავს და გიფრთხილდება რაიმე უსიამოვნო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. საუკეთესი “მეგობარი არის ადამიანი რომელსაც შენი სჯერა, მაშინ როდესაც თავად დაკარგული გაქვს საკუთარი თავის რწმენა.”

მხარში დაუდექით ყველა თქვენს მეგობარს როცა მას უჭირს და აგრძნობინეთ თქვენი მეგობრობა, სიყვარული მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ თუ ნამდვილი მეგობრობა არსებობს თქვენს შორის ის არასოდეს დამთავრდება.

წინა «
შემდეგი »