როგორ ავარიდოთ თავი დაცინვას?

  • irakli2002
  • მაისი 15, 2014

დაცინვაალბათ ბევრი ვერ იტანს, როცა მას დასცინიან. როცა მას მასხრად იგდებენ. სამწუხაროდ საქართველოში ხშირად არის დაცინვის შემთხვევები, ეს იქნება სკოლაში, ეზოში, უნივერსიტეტში თუ სხვა ადგილას. ადამიანებს ძირითადად ასე დასცინიან: “მსუქანა”, “ღორი”, “დებილი” და კიდევ სხვადასხვა ტერმინი. ალბათ ბევრს გიცდიათ, ეს ხერხი: როცა ის დაგცინით შენც მას დასცინებ რამეზე, მაგრამ დამიჯერეთ ეს არც ისე კარგი ხერხია.

ამიტომ მე  გასწავლით რამოდენიმე ხერხს თუ როგორ ავიცილოთ დაცინვა, ეს იქნება წონაზე, სიყვარულზე თუ არაფერზე.

ხერხი #1) ყველაზე გავრცელებული და გამოსადეგი ხერხია დაიგნორება. ხალხი ძირითადად იმიტომ, დასცინიან სხვებს, რომ რეაქციაზე “ღადაობენ” როცა მას აიგნორებ მას ბეზრდება ეს ხუმრობა და მაქსიმუმ 2 დღე-ღა გაგრძელდეს. შემდეგ კი ყველას გადაავიწყდება, რომ შენ დაგცინოდნენ.

ხერხი #2) არის კიდევ ძალიან კარგი ხერხი, ამას ეწოდება დაცინვის მიღება. ანუ როცა მაგალითად გეუბნებიან “მსუქანო ძროხა” ამ დროს შენც უნდა გაიცინო და თქვა “ხო, მე ვარ მსუქანი ძროხა ისეთი მსუქანი, რომ ახლა შეგჭამ” ამ დროს მას ეს არ ესიამოვნება და იმწამსვე გაჩერდება.

და ხერხი #3) კარგად ვლეწოთ სიფათში.ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, თუ თქვენ მაინც დაგცინიან უნდა შემოუტრიალოთ დაცინვა, ისე, რომ გარშემო მყოფებმა გაიცინონ. მაგალითად “შე მსუქანო ღორო შენზე მსუქანი და როხ-როხა არავინ მინახავს” და შენ ეუბნები “მე კიდე მეშველება გავხდები და შენ სიმახინჯეს ვერასოდეს მოიშორებ” ამის მერე ის ნამდვილად აღარ დაგცინებთ

ალბათ ბევრს გამოგადგებათ ეს ხერხი და თუ მაინც არ გამოგადგათ სხვა რა გზაა, ლეწეთ სიფათში! ესეც რა თქმა უნდა ხუმრობით

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.