როგორ ავარიდოთ თავი შეცდომებს სახლის ყიდვისას

  • GEORGEGeek
  • December 5, 2012
  • 0
სახლის ყიდვის დროს მყიდველები ძირიტადად ყოველთვის უშვებენ მნიშვნელოვან ან უმნუშვნელო შეცდომას, ეს ბუნებრივი პროცესია მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ შეცდომებს მცირედი კვლევისა და გეგმის მიხედვით ავაცილოთ თავი.

ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ გჭირდებათ ინფორმაცია, არ აქვს მნიშვნელობა ბინის შეძენას ე.წ “მაკლერის” საშუალებით აპირებთ თუ საკუთარი ძალით. სანამ დაიწყებდეთ ფულისა და დროის ფლანგვას გაითვალისწინეთ ის რჩევები რომლებსაც ჩვენ ამ სტატიაში მოგცემთ, რადგან არ აღმოჩნდეთ ფინანსური კრახის მსხვერპლნი, გახსოვდეთ რომ ბინის შეძენა ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიცია თქვენი ოჯახისათვის.

1. დარწმუნდით თქვენს ფინანსურ მდგომარეობაში და მოემზადეთ ბინის შესაძენად.

2. ჩვენ ყველას გაგვიგია „თვალები არიან ძალიან დიდი ჩვენი ჯიბისთვის“ ამიტომაც სანამ თქვენ შეიყვარებთ ქონებას დარწმუნდით, რომ შესაბამისი ფინანსებიც გაქვთ.

3. თუ ბინის შესაძენათ თქვენ გესაჭიროებათ სესხი მაშინ თქვენ გჭირდებათ უფრო მეტი სიფრთხილე – ერთია გაიწელო ტანსაცმლის ყიდვისას, მაგრამ როდესაც ყიდულობთ უძრავ ქონებას ამ დროს იმპულსურობა მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს. სანამ ბინის ძიებას დაიწყებდეთ უმჯობესია გაიგოთ სესხის პირობები და მაქსიმალური ოდენობა რისი აღებაც შეგიძლიათ და ამის მერე დაიწყოსახლის ძიება, ამ გზით თქვენ თავიდანვე დააწესებთ ზღვარს და არ აღმოჩნდებით უსიამოვნებაში.

4. სწორად შეაფასეთ თქვენს წინაშე არსებული რეალობა და თქვენი საკრედიტო ისტორია.

5. საუკეთესოა, რომ იყოთ გურწფელნი (როგორც ყოველთვის) და ზუსტად შეაფასოთ თქვენი კრედიტები, საკრედიტო პარათებზე არსებული დავალიანება და კერძო ვალები, თუ თქვენ ეცდებით სიმართლის დამალვას ასეთი თვისება შესაძლებელია დაგრჩეთ სამუდამოდ.

6. ფინანსურ ორგანიზაციათა უმრავლესობას რომლებიც გასცემენ სესხებს თანამშრომლობენ “კრედიტინფოსთან” სადაც დეტალურად ჩანს თქვენი საკრედიტო რეპორტი, სანამ ისინი დაგიმტკიცებენ სესხს აუცილებლად შეამოწმებენ თქვენს საკრედიტო ისტორიას და ნეგატიურმა საკრედიტო სტატუსმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ ყოველთვის.

7. არ იფიქროთ რომ შემოსავალს უძრავი ქონება ჩაგინაცვლებთ.

8. როდესაც განიხილავთ თუ რა თანხა გაქვთ ბინის შესაძენად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი პირადი თანხა და სესხის ის ოდენობა რისი აღებაც შეგიძიათ, ასევე არ დაგავიწყდეთ გაითვალისწინოთ ის თანხა რომელიც ყოველთვიურად მოგიწევთ გადაიხადოთ თქვენს იპოთეკურ სესხზე, თქვენი გადახდისუნარიანობა დამოკიდებულია თქვენს ყოველთვიურ შემოსავალზე და არა თქვენს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.

9. არ აქვს მნიშვნელობა რა ღირებულების უძრავ ქონებას ჩადებთ გარანტიის სახით, მთავარია კარგად დაფიქრდეთ ყოველთვიური შემოსავლის რა ოდენობის გადახდას შეძლებთ აღებულ სესხზე.

10. დარწმუნდით რომ ბინის შესაძენად არჩევული გყავთ კვალიფიციური მრჩეველი.

11. რა თქმა უნდა ყველა ცდილობს მიიღოს მაქსიმალური შემოსავალი ამა თუ იმ ოპერაციიდან ამიტომ კარგად დაფიქრდით სანამ ბინაში თანხას გადაიხდით რამდენად რეალურია ის ფასი რასაც გთავაზობენ.

12. ნამდვილ პროფესიონალს ბინის შეძენისას შეუძლია განსაზღვროს უახლოეს მომავალში თქვენი ბინის ფასი გაიზრდება თუ შემცირდება, ამისათვის გასათვალისწინებელია ნაგებობის ასაკი, მისი მდებარეობა, ინფრასტრუქტურა და განვითარების შესაძლებლობა.

13. დარწმუნდით რომ სწორად შეარჩიეთ მაკლერი ან თანხის გამსესხებელი, მათი შერჩევის დროს უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად, იპოვეთ ის ადამიანი ან ორგანიზაცია რომელიც ყველაზე მეტად დააკმაყოფილებს და გაიგებს თქვენს მოთხოვნებს და ამავდროულად დაიმახსოვრეთ, რომ ყველაზე იაფი არ არის საუკეთესო.

14.  კარგად გაერკვიეთ იპოთეკური სესხის პირობებში, ახლა თქვენ შეგიძლიათ ყოველგვარი პირველადი შენატანის გარეშე აიღოთ სესხი თქვენი საოცნებო ბინის შესაძენად (რა თქმა უნდა გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ სესხის მისაღებად).

15. გაითვალისწინეთ რომ როდესაც შენატანის გარეშე ყიდულობთ ბინას, ამ შემთხვევაში თქვენი ხარჯები იზრდება, ამიტომ უმჯობესია თუ გაქვთ დანაზოგი შეიტანოთ პირველადი შენატანი, ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოთ იპოთეკური სესხის დახმარებით.

16. არ გამოგრჩენთ ქონების ყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები, ყოველთვის როდესაც გადაწყვეტთ ფინანსების გადანაწილებას ეს ხარჯებიც გაითვალისწინეთ. ასეთ ხარჯებს შესაძლებელია მივაკუთვნოთ:

  • მაკლერისა თუ შუამავლისთვის გადასახდელი თანხა
  • იპოთეკური სესხის შემთხვევაში სესხის გაცემის საკომისიო
  • ბინის იპოთეკით დატვირთვისა და გადაფორმების საკომისიო
  • ბინის აუცილებელი რემონტისათვის საჭირო ხარჯები და ა.შ

17. დარწმუნდით რომ ადეკვატურად და საფუძვლიანად შეამოწმებთ და გამოიკვლევთ ბინას.

18. თუ თქვენ არ გსურთ ასობით ან ათასობით დოლარის გადახდა პროფესიონალ მრჩეველსა თუ მაკლერისათვის მაშინ მოგიწევთ ინტერნეტის მეშვეობით (ან ახლობლებში ე.წ გაკითხვით) თავად იპოვოთ და შემდგომ გამოიკვლიოთ საკუთარი ბინა.

19. ქონების შეძენამდე უნდა შეამოწმოთ ის აუცილებელი დეტალები რომელთა შეუმოწმებლობამაც შეიძლება გარკვეული ზიანი მოგაყენოთ ბინის შეძენის შემდგომ, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ:

  • შეამოწმეთ რამდენად ნათელია ბინა, ასევე ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია რა მდგომარეობაშია ღამით.
  • გაარკვიეთ რამდენად ხმაურიანნი არიან მეზობლები
  • რამდენად მალე მოხვდებით მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებამდე ფეხით
  • აკმაყოფილებს თუ არა აღნიშნული რაიონი თქვენს სოციალურ და საცხოვრებელ პირობებს.
  • გამოიკვლიეთ და გაიგეთ ფასები ინტერნეტში ბინებზე რომლებიც მდებარეობს ამ რაიონში
  • ყურადღება გაამახვილეთ სამ ფაქტორზე: ადგილმდებარეობა, ფასი და განვითარების პოტენციალი
  • გაარკვიეთ და შეამოწმეთ მანქანის პარკირების შესაძლებლობა

20. რაიმე ისეთი ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში რომლის მოგვარებაც შეგიძლიათ, არ დაგავიწყდეთ რომ გამყიდველს ფასი დააკლებინოთ ამ შესაკეთებელი წერტილის ღირებულებისა და მისი შეკეთების ხანგრძლივობიდან გამომდინარე.

21. ყურადღება მიაქციეთ გრაფიკს რომლის მიხედვითაც მოგიწევთ იპოთეკური სესხის დაფარვა.

22. თუ თქვენ შეგიძლიათ თქვენ სესხზე დაგეგმილ თანხაზე მეტის შეტანა ყოველთვიურად შეიტანეთ მეტობით, ეს შეამცირებს როგორც სესხის ხანგრძლივობას ასევე თქვენს ხარჯებს სესხზე.

23. გადაწყვიტეთ ბინას ყიდულობთ საცხოვრებლად თუ რაიმე სხვა კომერციული გათვლით.

24. როდესაც ვარჩევთ ქონებას შესყიდვის შემდგომ გასაქირავებლად ამ დროს თქვენ უნდა ფიქრობდეთ, რომ დააკმაყოფილოთ მომავალი დამქირავებლის მოთხოვნები და საჭიროებები, ამ შემთხვევაში პროფესიონალი ქონების აგენტის რჩევა მნიშვნელოვანია რადგან მან იცის თუ რას კითხულობენ და რა სჭირდებატ ადგილობრივ დამქირავებლებს.

25. ეს გარანტია იქნება თქვენი კომერციული საქმიანობის წამატებისა, რადგან თქვენ უპირატესობა გექნებათ სხვა გამქირავებლებთან შედარებით.

წინა «
შემდეგი »