როგორ ავარჩიოთ თაიგული საქმიანი პარტნიორისათვის?

  • zviadii
  • January 14, 2015
  • 0

თაიგულიბოლო დროს საქმიან წრეებში აღარავის აკვირვებს ბიზნეს-თაიგულები, რომელსაც ერთმენეთს გადასცემენ მხარეები საქმიანი შეხვედრის დროს. თუმცა ყველანაირი საჩუქარი, მითუმეტეს თაიგული, ბიზნეს კლასის წარმომადგენლებისათვის უნდა შეირჩეს სწორად. ამიტომ უპრიანი იქნება უფრო დეტალურად თუ ვისაუბროთ თაიგულის შერჩევაზე.

უპირველეს ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი საქმიანი საჩუქარი ხაზს უსვამს თქვენს საქმიან სტატუსს. ამასთან დაკავშირებით მთავარი მომენტია საქმიანი თაიგულის შეძენის ადგილი. თაიგული, რომელიც ნაყიდია თქვენს მიერ სადმე გზის პირზე პატარა დახლთან, სავარაუდოდ არ მოახდენს თქვენს პარტნიორზე ისეთ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას, რომელსაც მოელით.

კარგია თუ იცით რომელი ყვავილი უყვარს  საქმიან პარტნიორს. თუ ეს ასე არაა, მაშინ არსებობს რამდენიმე ფაქტორი რამელზე ორიენტირებაც მოგვცემს საშუალებას საქმიანი მოლაპარაკებებისათვის თაიგულის არჩევაში. მაგალითად ასაკი, თუ თაიგული უნდა მიართვათ ახალგაზრდა ხელმძღვანელს, მაშინ ასეთ თაიგულში შესაძლოა იყოს არა მარტო კლასიკური, არამედ ეგზოტიკური და მკაფიო ყვავილებიც. ხოლო თუ თქვენი საქმიანი პარტნიორი ასაკშია შესული მაშინ კარგი იქნება თუ თაიგული დაკომპლექტებული იქნება ასეთი ასაკის ადამიანებისათვის ცნობილი და ტრადიციული ყვავილებისგან, რომელთაც გააჩნიათ მშვიდი შეფერილობა.

ყვავილები

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი საქმიანი თაიგულის შერჩევაში არის რა თქმა უნდა თქვენი ბიზნეს პარტნიორის სქესი. რთულია თაიგულის არჩევა მამაკაცისათვის. მსგავს საქმიან პრეზენტაციაზე ძლიერი სქესის წარმომადგენლებისათვის მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ თაიგულის შერჩევას, ვიდრე  ქალბატონებისათვის. თაიგული კაცისათვის უნდა იყოს მკაცრი, ლაკონური, ხოლო ყვავილები უნდა იყოს მხოლოდ მაღალ ფეხებზე.

წინა «
შემდეგი »