როგორ ავარჩიოთ საჩუქარი დაბადების დღისათვის?

  • zviadii
  • იანვარი 15, 2015

დაბადების დღის საჩუქარირა საჩუქარი ვიყიდოთ დაბადების დღისათვის? ასეთი კითხვა როდესმე ნებისმიერი ადამიანის წინაშე დამდგარა და დამეთანხმებით პასუხი არც ისეთი ადვილი მოსაძებნია. აი რამდენიმე პრაქტიკული რჩევა.

განსაზღვრეთ თანხის ოდენობა, რამდენის დახარჯვას აპირებთ საჩუქრის შესაძენად. დავუშვათ მიდიხართ კარგად ნაცნობი ადამიანის დაბადების დღეზე. თქვენ გაქვთ რამდენიმე ვარიანტი საჩუქრის შესაძენად:

1) არჩევთ საჩუქარს თვითნებურად გამომდინარე იმ ინფორმაციიდან რომელსაც ფლობთ ამ ადამიანზე;

2) ყიდულობთ საჩუქარს ერთობლივად სხვა მეგობრებთან ერთად, რომლებიც ასევე დაპატიჟებულნი არიან დაბადების დღეზე;

3) იუბილარს ურეკავთ წასვლამდე და პირდაპირ ან ირიბად ეკითხებით თუ რა საჩუქარს ისურვებდა დაბადების დღისათვის.

როდესაც გადავწყვეტთ თუ რა შევიძინოთ, გადავდივართ მთავარ ნაბიჯზე. მივდივართ მაღაზიაში ან ვუკვეთავთ ინტერნეტით საჩუქარს. ყველა შემთხვევაში ჯობს მოვაგროვოთ საკმარისი ინფორმაცია შესაძენი ნივთის შესახებ. გავიგოთ ფასდაკლება ხომ არაა რომელიმე მაღაზიაში და სად უკეთესია შეძენა.

თუ საჩუქარს უკეთებთ ადამიანს, რომელსაც ნაკლებად იცნობთ, მაშინ თავი შეიკავეთ სპეციფიკური საჩუქრის შეძენისაგან. აჩუქეთ ის რაც ნებისმიერ ადამიანს მოეწონება. ამისათვის თქვენს მეგობრებს ჩაუტარეთ ტესტი შეკითხვით: “ბედნიერი იქნებოდი შენთვის რომ მეჩუქებინა …..?” თუ უმრავლესობა გიპასუხებთ “კი”, თქვენ კარგი იდეა გწვევიათ.

საჩუქარი

თუ საჩუქარი გსურთ ბავშვისათვის, დაინტერესდით მის მშობლებთან, თუ რაზე ოცნებობს იგი, რა სათამაშოები ან განსავითარებელი თამაშები არ აქვს ჯერ.

თუ შეყვარებულისათვის გსურთ საჩუქარი, მაშინ მას რომანტიკული ელფერი უნდა დაკრავდეს. გამოიყენეთ საჩუქრების მაღაზიების შემოთავაზებები. იქ ყოველთვის შეიძლება საინტერესო ნივთების შეძენა.

არ დაგავიწყდეთ ყვავილების ჩუქება. ყვავილი არასდროს არაა ზედმეტი. თუ იუბილარი ტკბილეულის მოყვარულია მიართვით გემრიელი, კარგად მორთული ტორტი ან ორიგინალური კანფეტები. ეს იქნება კარგი დანამატი მთავარ საჩუქარზე.

საჩუქარი უნდა იყოს კარგად შეფუთული, რომ მისი ყურებაც კი სიამოვნებდეს ადამიანს. პლიუს ეს ქმნის სიურპრიზის ეფექტს, რაც ერთგვარად მოსწონთ დიდებსაც და პატარებსაც.

ამგვარადვეა შესაძლებელი საჩუქრების შერჩევა სხვა დღესასწაულებზეც.

წინა «
შემდეგი »