როგორ ავარჩიოთ შესაფერისი სოციალური ქსელი

  • georgetarkh
  • სექტემბერი 4, 2013

სოციალური მედიაინტერნეტში არსებობს საკმაოდ ბევრი სოციალური ქსელი, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე მათგანი არის გამორჩეული. ჩვენ გვაქვს დიდი არჩევანი, ამიტომ სოციალური ქსელის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა ფაქტორები და დეტალები.

ჩვენს ირგვლივ არსებული სოციალური ქსელებიდან ყველაზე გამორჩეული არის თვითერი და ფეისბუქი, მე დაგეხმარებით ამ ორ სოციალურ ქსელს შორის არჩევნის გაკეთებაში. ჩვენ ვიცით რომ ფეისბუქი თვითერზე ცნობილია, მაგრამ სინამდვილეში თვითერს აქვს ფეისბუქისაგან განსხვავებით ბევრი პლიუსი.

უმეტესად ცნობილი ადამიანები არიან თვითერზე, ხოლო ფეისბუქზე კი ბევრი მავანი ქმნის არაოფიციალურად ცნობილი ადამიანების პროფილებს, ხოლო თვითერზე კი ვერიფიცირებულია მათი პროფილები და ეს სპეციალური კონტრაქტითაცაა დამტკიცებული, მაგრამ ვინც არ იცის ინგლისური ენა, მას გაუჭირდება თვითერის გამოყენება, რაც მისი ერთ-ერთი ნაკლია.

თვითერი არ არის გავრცელებული საქართველოში, ამიტომ თქვენ ვერ დაამატებთ იქ თქვენ მეგობრებს, რაც დიდი ნაკლია. ფეისბუქში არის გასართობი საშუალებებიც, სადაც თქვენ შეგეძლებათ ამოირჩიოთ ძალიან ბევრი თამაში და გართობა, ამის მიუხედავად ეს თამაშები ზოგიერთ ხალხს ნერვებს უშლის, რადგან მათი მეგობრები უგზავნიან თამაშების მოწვევებს განუწყვეტლივ, რაც ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს და ფეისბუქს აუქმებენ, ეს ფეისბუქის დიდი ნაკლია.

ფეისბუქისგან განსხვავებით თვითერში არ არის თამაშები, იქ მხოლოდ შეიძლება კონტაქტი და სურათების ან ვიდეოების დათვალიერება. ამ ყველაფერს რაც მე ჩამოვთვალე მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ფეისბუქი ჯობია თვითერს მხოლოდ იმიტომ რომ, ჩვენ საქართველოში ვართ და სხვა საერთაშორისო სოციალური ქსელი რომელიც ქართულ ენაზეა არ მოიპოვება.

ჩვენი ენა ინგლისური რომ ყოფილიყო, მაშინ ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა აგვერჩია თვითერი. ხოლო ვინც ინგლისური კარგად იცის და მეგობრებმაც კარგად იციან, მაშინ მას მე ვურჩევ თვითერს 80%_ით. ანუ ჩვენ გავიგეთ რომ ფეისბუქი თვითერს ჯობია და იმედია ეს ინფორმაცია თქვენ გამოგადგებათ ცხოვრებაში. ეხლა მე თქვენ რაც მოგიყევით ეხებოდა მხოლოდ თვითერსა და ფეისბუქს, არადა არსებობს ბევრი სხვა სოციალური ქსელი მაგალითად რუსულენოვანი ადნაკლასნიკი, მაგრამ ოდნოკლასნიკი არ არის ძალიან გავრცელებული საერთაშორისო დონეზე, იგი პოპულარულია ძირითადად რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელთა სამყაროში გამოჩნდა ახალი მოთამაშე Google+, როგორც მიხვდით აღნიშნული სოციალური ქსელი გუგლის საკუთრებაა და როგორც ყველაფერი სოციალური ქსელიც გუგლის ხელში ნამდვილად დიდი თავსატეხი იქნება, როგორც ტვიტერისათვის ასევე ფეიბუქისათვის.

წინა «
შემდეგი »