როგორ ავაჩქაროთ WINDOWS 7

  • writer91
  • ივნისი 5, 2012

თქვენ იყიდეთ კომპიუტერი მაგალითად, 2 ბირთვიანი და ფიქრობთ, რომ მშვიდად შეგიძლიათ დააყენოთ windows 7. თუმცა, კომპიუტერი ნელა მუშაობს. რატომ?

თქვენ კი გაქვთ 2 ბირთვიანი კომპიუტერი, მაგრამ რეალურად თქვენ 1 ბირთვს ამუშავებთ. შევეცდები გასწავლოთ, თუ როგორ გამოიყენოთ ორივე ბირთვი კომპიუტერის მუშაობის ხარისხის ასამაღლებლად.

შევდივართ Start-ში და ვაჭერთ Run-ს, შემდეგ ვწერთ msconfig და ვაჭერთ OK-ს.

ეკრანზე გამოვა ფანჯარა, სადაც შევდივართ მეორე განყოფილებაში და 1 ბირთვის მაგივრად მოვნიშნავთ ორ ბირთვს, დავაჭერთ ღილაკ OK-ს, რის შემდეგაც კომპიუტერი ავტომატურად გადაიტვირთება.

დამატებით იხილეთ ფოტოები (კომპიუტერი რუსულ ენაზე მაქვს დაყენებული, მაგრამ ენას მნიშვნელობა არ აქვს ფუნქციის ჩასართავად იგივეა გასაკეთებელი).

წინა «
შემდეგი »