როგორ ავაცილოთ რაქიტი ჩვენს პატარებს?

  • kusuna
  • თებერვალი 16, 2016

რაქიტირაქიტი მოგეხსენებათ D ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული სწრაფად მზარდი ბავშვების დაავადებაა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს დაბადებიდანვე ან განვითარდეს შემდგომში. შემდგომში განვითარებული რაქიტი არც მეტი, არც ნაკლები შეიძლება მშობლების უყურადგებობით იყოს გამოწვეული. და მაინც რა დააკლდა მზრუნველი მშობლებისგან პატარას? დედიკო, შენ ყოველ დღე ისეთი სიყვარულით უვლი პატარას და რა უნდა დაკლებოდა? მამიკო, შენ ხომ ხშირად მოგაქვს სათამაშო და სასუსნავი, შენ ხომ საუკეთესო მამა ხარ შენი შვილისათვის. მაშ რა დააკლდა პატარას?

ალბათ ახალგაზრდა მშობლების უმრავლესობამ არ იცის, რომ შეიძლება ბავშვს მხოლოდ იმიტომ დაეწყოს რახიტის განვითარება 5 დღე ზედიზედ რომ არ გაასეირნეს სუფთა ჰაერზე. თუ  პატარას შეატყვეთ მოუსვენრობა, აგზნებადობა, კრთომები, ძილის დარღვევა, ოფლიანობა, რაქიტული სიქაჩლე, შესაძლოა ცვლილებები კუნთოვანი და ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ, მაშინ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თქვენ პატარას შეიძლება რაქიტის ნიშნები არ ქონია აქამდე, მაგრამ განუვითარდა არასწორი კვებისა და რეჟიმის გამო.

კვებეთ პატარა რაც შეიძლება მეტი D ვიტამინით გამდიდრებული საკვებით და არა მხოლოდ კალციუმით. ზოგიერთს ჰგონია, რომ კალციუმის ნაკლებობა იწვევს რაქიტს ეს კი ასე არაა. თუ ორგანიზმი, მით უფრო პატარას ორგანიზმი არ იღებს საკმარისი რაოდენობის  D  ვიტამინს, ის ვერც კალცის ათვისებას ვერ შეძლებს, რადგან D ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს აითვისოს კალციუმი.

დ ვიტამინი

კვებეთ პატარა თევზეულით (განსაკუთრებით სასარგებლოა ორაგული და კალმახი). სულ რაღაც თვეების ბავშვიც არ ამბობს უარს კარტოფილის პიურეში ჩაჭყლეტილ ორთქლზე მოხარშულ კალმახზე. ჩაუჭყლიტეთ პატარას პირში ხიზილალას რამოდენიმე ბურთულა, ეს უდაოდ სასარგებლოა მისი ორგანიზმისთვის, მით უფრო რაქიტის დროს.

რაც ყველაზე მთავარია ნუ შეგეშინდებათ მშობლებო სუსხიანი ზამთრის და რაც შეიძლება მეტ ხანს გყავდეთ თქვენი, თუნდაც სულ პაწაწინა შვილი სუფთა ჰაერზე. საქართველოში გვაქვს ის ბედნიერება, რომ სუსხიან ზამთარშიც ხანდახან სასიამოვნოდ გამოიჭყიტება ხოლმე მზე. მზის სხივების ნაკლებობა კი მოგეხსენებათ პირდაპირი გამომწვევია ამ დაავადების. ნუ დაგეზარებათ თუნდაც არც თუ ისე კომფორტულ აივანზე გაიყვანოთ თქვენი პატარა და თბილ ამინდში გარეთ ასაუზმოთ. ეს არა მარტო რაქიტის, არამედ ორგანიზმის საერთო მდგომარეობისთვისაა სასარგებლო და პატარას ძილიც გამოუსწორდება. თუ პატარა დედის რძითაც იკვებება დამატებითი საკვების გარდა დედამაც უნდა ჩაიტაროს კვებითი პროფილაქტიკა.

რახიტი

და ბოლოს რაც ყველაზე მთავარია, თუ თქვენ ვერ მოახერხებთ ზაფხულში თქვენი შვილი წაიყვანოთ ზაფხულის კურორტზე არ დაიზაროთ და სახლთან ახლოს მონახეთ ისეთი მოსასვენებელი ადგილი სადაც გამწვანებაც საკმარისი იქნება და მზის სხივებიც სასიამოვნოდ მოელამუნება თქვენ პატარას. დაიმახსოვრეთ, რომ  სრულიად ჯანმრთელ ჩვილს მშობლების დაუდევრობის გამო შეიძლება უდიდესი ზიანი მიადგეს.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.