როგორ ავთქვიფოთ ნაღები სწორად?

  • pkzeze
  • მაისი 28, 2013

nagebi_iHOW.GE   კრემის მოსამზადებლად სჯობს 33-35% ცხიმის შემცველობის ნაღები გამოვიყენოთ. ნაღებით მუშაობა რთული არ არის, თუ რამდენიმე წესს დავიცავთ ნაღების კრემი მსუბუქი და ფუმფულა გამოვა.
წესი 1. სათქვეფი, ჭურჭელი და ნაღები კარგად უნდა იყოს გაციებული. ზოგიერთი დიასახლისი ნაღებს ასხავს სუფთა, მშრალ ჭურჭელში და მიქსერის ფეხებთან ერთად დებს მაცივარში. ამგვარად შეიძლება მოვემზადოთ შემდეგი ნაბიჯისთვის.    წესი 2. თანდათანობით, ნელ-ნელა დავუმატოთ შაქრის პუდრა, რომელიც აუცილებლად უნდა გავცრათ, რომ გამაგრებული ნაწილაკები არ მოხვდეს ნაღებში, საწინააღმდეგო შემთხვევაში ნაღები მძიმე და ქაფისმაგვარი იქნება.
წესი 3. ნაღები ჯერ ნელ-ნელა ვთქვიფოთ, შემდეგ თანდათანობით მოვუმატოთ მიქსერის სიჩქარე და მაქსიმალურამდე მივიყვანოთ. ნაღები როცა შესქელდება სიჩქარე თანდათანობით შევამციროთ. მნიშვნელოვანია, რომ ნაღები შეიძლება გათხელდეს ზომაზე მეტად ათქვეფით და კარაქად იქცეს, ხოლო თუ ათქვეფა დააკლდა დაიჩუტება და წყლიან მასას გამოყოფს.
ნაღების ყუთი გახსნამდე კარგად შევანჯღრიოთ, რადგან ცხიმიანი ნაყები ყუთის კიდეებში გროვდება, ხოლო მისი უცხიმო ნაწილი კარგად არ ითქვიფება. შეიძლება ნაღების თქვეფისას ჭურჭელი ყინულზე დავდოთ. ათქვეფისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ზედაპირზე წარმოშობილ ტალღებს, როდესაც იგი შემაგრდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება შაქრის პუდრის და ვანილის დამატება. ჩვეულებრივ 1 ჭიქა ნაღებს უმატებენ 1 ჩ.კ. შაქრის პუდრს, მაგრამ მისი დამატება შეიძლება გემოვნების მიხედვით. ნაღების კრემი შეიძლება თითით შევამოწმოთ. თუ კრემი თითიდან არ წვეთავს, მაშინ იგი მზად არის.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.