როგორ ავირჩიოთ დამატენიანებელი კრემი?

  • lilien
  • იანვარი 13, 2015

დამატენიანებელი კრემიერთი შეხედვით დამატენიანებელი საშუალებების არჩევანი უსასრულოა. აფთიაქებსა და კოსმეტიკის მაღაზიებში იყიდება უამრავი დამატენიანებელი კრემები და შრატები, რომლებიც მომხმარებელს ჰპირდება კანის დატენიანებას და ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას. მაგრამ რა განასხვავებს ეფექტურ დამატენიანებელს სხვებისგან? – საიდუმლო ინახება მის შემადგენლობაში.

შემადგენლობის მიხედვით ყველა დამატენიანებელი ერთნაირი არ არის. თუმცა ადამიანები იშვიათად ამოწმებენ ინგრედიენტების ფურცელს მათი გაუგებარი სახელწოდებების გამო. ხშირია შემთხვევა, როცა ძვირადღირებული პროდუქტი არ იძლევა სასურველ შედეგს, რადგან მის შემადგენლობაში არ შედის ის ნივთიერებები, რომლებიც ეფექტურად ატენიანებს კანს.

როგორ გადავჭრათ დაბნეულობა?

დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ დამატენიანებლების შემადგენლობაში უნდა ვეძებოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები, რომლებიც ნამდვილად დაგვეხმარება, რომ ჩვენი კანი იყოს დატენიანებული და მოვლილი.

Dimethicone – მწარმოებლები მას იყენებენ დამატენიანებლებში, პრაიმერებსა და ტონალურებში, რადგან იგი ავსებს კანის არათანაბარ სტრუქტურას და მსუბუქ ნაოჭებს, რის შედეგადაც კანი ხდება გლუვი და უნაკლო. ეს ნივთიერება არის მთავარი ინგრედიენტი საუკეთესო უცხიმო დამატენიანებლებისთვის.

Petrolatum, lanolin და mineral oil – ეს ნივთიერებები კანზე ქმნიან ცხიმოვან ფენას, რითაც უჯრედებს იცავენ გამოშრობისგან.

Petrolatum – ხელს უშლის კანის უჯრედებში წყლის დაკარგავს, არბილებს და ატენიანებს გაუხეშებულ უჯრედებს. დამატენიანებელი, რომელიც შეიცავს ამ ნივთიერებას გამოიყენება მშრალი და ნორმალური კანისთვის, მაგრამ ცხიმიანი ტიპის კანისთვის არ არის რეკომენდირებული, რადგან შესაძლოა გაამწვავოს კანის მდგომარეობა.

სახის კრემი

Hyaluronic acid – ამ ნივთიერებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რადგან მას აქვს უნარი დაარბილოს კანი და შეინარჩუნოს უჯრედების ფორმა. ეს ნივთიერება ბუნებრივად გვხვდება ადამიანის ორგანიზმში-ხრტილის და თვალის კაკლის შემადგენლობას უნარჩუნებს ფორმას.

Glycerin – ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ჰიალურონის მჟავის მსგავსად. იგი შედგება ცხიმებისა და შაქრისგან. გლიცერინი ადვილად შეიწოვება კანში, ხელს უშლის უჯრედებიდან წყლის დაკარგვას და ამით კანი ინარჩუნებს ტენიანობას.

Ceramides –  არის ცხიმები, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება კანის გარე ფენაში და წარმოადგენს კანის სტრუქტურის ძირითად კომპონენტს. კერამიდების ნაკლებობა იწვევს უჯრედების გამოშრობას და კანი ხდება მგრძნობიარე ისეთი გარემო ფაქტორების მიმართ, როგორიცაა დაბინძურება, მტვერი, ჭუჭყი და ა.შ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.