როგორ ავირჩიოთ მობილური ტელეფონი ორი სიმ ბარათით?

  • zviadii
  • ნოემბერი 15, 2014

ორ სიმიანი ტელეფონიფიჭური კავშირი უკვე მყარად დამკვიდრდა ჩვენს ყოველდღიუ ცხოვრებაში და შესაბამისად უცაბედად რომ გაქრეს მომენტალურად დავბრუნდებით ქვის ხანაში. მოსახლეობის უმეტესობას აქვს რამდენიმე მობილური ნომერი სხვადასხვა სატარიფო გეგმით, იაფად სასაუბროდ ინტერნეტისათვის. ამისათვის ან ყიდულობენ რამდენიმე ტელეფონს ან ერთ მობილურს ორი სიმ ბარათით. სწორედ ასეთ ტელეფონებზე გვექნება ახლა საუბარი.

მაშ ასე ყველა მობილური ტელეფონი 2 სიმ ბარათით იყოფა სამ კატეგორიად:

პირველი Dual SIM. ეს ყველაზე უბრალო სახესხვაობაა ორსიმიანი ტელეფონებისა. ასეთ აპარატში აქტიური შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი სიმი, ანუ მეორე ნომერზე ვერ დაგირეკავენ. იმისათვის რომ დარეკოთ მეორე სიმიდან უნდა გადართოთ ბარათი ტელეფონის პარამეტრებიდან. რაც დამეთანხმებით მოუხერხებელია. ეს ტექნოლოგია საბედნიეროდ მოძველებულია და გვხვდება ძველ ან იაფფასიან აპარატებში.

მეორე Dual SIM Stand-By. ამ კატეგორიის ტელეფონები უკვე მოსახერხებელია. მოლოდინის რეჟიმში აქტიურია ორივე სიმ ბარათი, მაგრამ ერთ ნომერზე საუბრის დროს ითიშება მეორე ნომერი საუბრის დასრულებამდე და თუ გირეკავდნენ ამ დროს გათიშულ ნომერზე საუბრის დასრულების შემდეგ მოვა მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოტოვებული ზარის შესახებ. ასეთი ტელეფონები შეიძლება ჩაითვალოს ოპტიმალურ შენაძენად რამეთუ ფასი მათზე არც ისე მაღალია.

დუოსი

მესამე Dual SIM Active. ეს ყველაზე განვითარებული ტექნოლოგიაა 2 სიმბარათიან ტელეფონებს შორის. მათში გამოიყენება ორი რადიომოდული. ამის დამსახურებით თქვენ შეძლებთ მიიღოთ ზარი მეორე ბარათზე, პირველ ბარათზე საუბრის დროს. პირველი ზარი შესაძლოა გადაყვანილ იქნას ლოდინის რეჟიმში. თუმცა ამ ტექნოლოგიასაც თავისი მინუსი აქვს იმ მხრივ, რომ ორი რადიომოდული გაცილებით მეტ ენერგიას მოითხოვს და შესაბამისად ელემენტი მალე განიმუხტება. ფასი ასეთ აპარატებზე გაცილებით მაღალია.

ტელეფონებში Dual SIM Active და Dual SIM Stand-By გამოიყენება ორ-ორი IMEI-ნომერი.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.