როგორ ავირჩიოთ საკუთარი სტილი?

  • An'na
  • იანვარი 11, 2018

მოდაგრძნობთ, რომ ცვლილება გჭირდებათ? ან იქნებ თქვენ სტილს საკმაოდ უნიკალურად არ თვლით? თუ გრძნობთ, რომ ახალი სტილი გჭირდებათ და არ იცით როგორ, მაშინ გააგრძელეთ კითხვა!

  1. თუ თქვენ მეგობარს აქვს ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ძალიან მოგწონთ, კითხეთ მას სად შეიძინა ის. დააკვირდით რა აცვიათ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ცნობილ ადამიანებს და ა.შ. ჰკითხეთ საკუთარ თავს რა მოგწონთ და რა არა, ჩაინიშნეთ რისი დამატება გსურთ თქვენს სტილში.

  2. ჩამოწერეთ თქვენი ყველა უნიკალური ინტერესი. აღმოაჩინეთ თქვენი პიროვნება, ინტერესები, რა მოგწონთ და რა არა. ალბათ უკვე გეცოდინებათ, როკი უფრო მოგწონთ თუ პოპი, ჯინსები თუ კაბა და ა.შ. მაგრამ ოდესმე გიფიქრიათ რას ნიშნავს თითოეული თქვენი არჩევანი თქვენი პიროვნებისთვის?

  3. ვინ გინდათ იყოთ? მას შემდეგ, რაც აღმოაჩენთ რა მოგწონთ, მეტი წარმოდგენა შეგექმნებათ თქვენ პიროვნებაზე. თუმცა, არჩევისას დარწმუნდით რომ ის მართლა მოგწონთ და უბრალოდ „მოდურად“ არ თვლით. მაგალითად, როგორ გინდათ ხალხმა დაგინახოთ? როგორც მხატვარი, ათლეტი თუ როკერი? შემდეგ იფიქრეთ ეს ადამიანი რას ჩაიცვამდა. შეგიძლიათ ამაზე ინფორმაცია ინტერნეტში იპოვოთ. ჩამოწერეთ საყვარელი ფერი, ტანსაცმელი. აუცილებელი არ არის რომ ჩაიცვათ მხოლოდ როკის ან მხოლოდ ხელოვანი ადამიანის სტილში, ტანსაცმლის არჩევისას თამამად შეურიეთ სხვადასხვა სტილი.

  4. წადით შოპინგზე. აუცილებელი არ არის ძვირიან მაღაზიაში შესვლა. ალბათ ბევრი რამის შეძენა გსურთ, თუმცა განსაზღვრულ ბიუჯეტში.

  5. ატარეთ ტანსაცმელი თავდაჯერებულად. თავიდან ალბათ გაგიჭირდებათ ახალ სტილთან შეგუება, თუმცა რაც უფრო მალე შეეგუებით, მით მალე უკეთ იგრძნობ თავს.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.