როგორ ავირჩიოთ სმარტფონი?

  • Hope
  • January 7, 2014
  • 0

smartphoneდღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების უდიდესი ნაწილი იყენებს სმარტფონს, მარტივად რომ ვთქვათ სმარტფონი არის ერთად აღებული: ტელეფონი, კომპიუტერი, ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა, ეს ყველაფერი კი პატარა, მცირე ზომის “150” გრამიან მოწყობილობაშია თავმოყრილი, რომელიც შეგიძლიათ მუდამ თან იქონიოთ.

დამეთანხმებით ეს ყველაფერი მიმზიდველად ჟღერს, ვის არ გაუჩნდება სურვილი ამის შეძენის? მაგრამ როდესაც გადაწყვეტთ და წახვალთ საყიდლად, თქვენს თვალ წინ უდიდესი არჩევანი გადაიშლება და მერწმუნეთ არჩევანის გაკეთება საკმაოდ ძნელი იქნება, სწორედ ამიტომ ამ პოსტში მე მოგცემთ რამოდენიმე რჩევას რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ, თქვენთვის შესაფერისი სმარტფონის შერჩევაში.

მსოფლიოში უამრავი ადამიანია, ყველა მათგანს კი განსხვავებული ინტერესი აქვს, სწორედ ესაა ამდენი სმარტფონის არსებობის მიზეზი, ზოგიერთი მათგანი ფოკუსირებულია ძლიერ სისტემურ მონაცემებზე, ზოგიერთი ხარისხიან ფოტო და ვიდეო გადამღებზე, თქვენ წარმოიდგინეთ სმარტფონები მოდასაც კი ქმნიან.

ასევე არსებობს ბიუჯეტური სმარტფონები რომლებიც შედარებით უფრო დაბალფასიანია. ასევე მინდა ავღნიშნო მსოფლიოში საუკეთესო სმარტფონის მწარმოებელი კომპანიები ესენია: Samsung, HTC, Apple, LG თუ თქვენ გიყვართ თამაშები, ინოვაციური პროგრამები და მოწყობილობები, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ძლიერი მონაცემების მქონე სმარტფონი.

როგოიცაა დღეისათვის: Samsung Galaxy S4, HTC One Max, LG G Flex, LG G2, LG Nexus 5, ზემოთ ჩამოთვლილი სმარტფონებიდან ყველა საუკეთსესოა მაგრამ მათ შორის არჩევანის გაკეთება თქვენი გემოვნებით მოგიწევთ, მე გირჩევდით Samsung Galaxy S4-ს და HTC One Max-ს.

სმარტფონი

 

Samsung Galaxy S4 – 1100 GEL                                              HTC One Max – 1400 GEL

თუ თქვენ გიზიდავთ სურათების გადაღება, მაშინ Nokia Lumia 1020 თქვენთვისაა შექმნილი, მას აქვს არაჩვეულებრივი 41 MP იანი კამერა, რომელიც მოგცემთ საშუალებას გადაიღოთ ფოტოები, პროფესიონალურ დონეზე.

სმარტფონი

 

Nokia Lumia 1020 – 1300 GEL

თუ თქვენ გინდათ გქონდენთ სმარტფონი, რომლითაც თავს მოიწონებთ, “იმარიაჟებთ”, რომელიც გამოგარჩევთ, Apple Iphone 5s -ს ვერ მოუძებნით ვერცერთ კონკურენტს. Iphone 5s -ს ასევე ააქვს მოსახერხებელი, გამძლე კორპუსი, ის ასევე გამოირჩევა არაჩვეულებრივი ხმით.

სმარტფონი

 

Apple Iphone 5s – 1450 GEL

და ბოლოს, თუ თქვენ არ გსურთ სმარტფონში ბევრი ფულის გადახდა, შეგიძლიათ შეიძინოთ, სპეციალურად გომცემული ბიუჯეტური სმარტფონები, მართალია მათ არ აქვთ იგივე ხარისხი რაც ზემოთ ჩამოთვლილ სმარტფონებს მაგრამ მაინც ნორმალურია, თუ თქვენ გსურთ ბიუჯეტური სმარტფონის შეძენა მაშინ მე გირჩევთ: HTC One Mini, Motorola Moto G, FLY IQ4410.

სმარტფონისმარტფონი

 

Motorola Moto G – 470 GEL;     HTC One Mini – 800 GEL;     FLY IQ4410 – 500 GEL

თუ თქვენ წაიკითხეთ ეს პოსტი, თქვენ უკვე თავისუფლად შეგიძლიათ შეარჩიოთ რომელი სმარტფონის შეძენა გსურთ, მე წარმოგიდგინეთ ყველა საუკეთესო სმარტფონი, დღევანდელ ბაზარზე.

წინა «
შემდეგი »