როგორ ავიღოთ უპროცენტო სესხი vivus.ge-ზე?

  • ihow.ge
  • მაისი 7, 2015

განმეორებითი სესხიონლაინ სესხების აღებისას უმთავრესი არის მომსახურების მაღალი ხარისხი და დრო, აღნიშნული ფაქტორების გარდა VIVUS.GE გთავაზობთ პირველ სესხს უპროცენტოდ და ასევე ყოველ შემდგომ სესხზე ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს საქართველოში არსებულ ონლაინ სესხებს შორის.

vivus.ge-ზე სესხის ასაღებად თქვენ დაგჭირდებათ სამი მარტივი ეტაპის გავლა:

  • ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლა;
  • აპლიკაციის დადასტურება;
  • იდენტიფიკაციის გავლა.

ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლა

რეგისტრაციის დასაწყებად უნდა შევიდეთ vivus.ge-ზე, სლაიდერის საშუალებით უნდა ავირჩიოთ სასურველი თანხა-ვადა და ამის შემდგომ დავაკლიკოთ ღილაკს “სესხის აღება”

ვივუსი

სესხის აღების ღილაკზე დაკლიკების შემდეგ უნდა შეავსოთ აპლიკაცია სადაც მიუთითებთ პირად ინფორმაციას თქვენს შესახებ, რომელიც სესხის დაუბრკოლებლად ასაღებად უნდა იყოს აუცილებლად სწორი.

ვივუსის აპლიკაცია

როდესაც შეავსებთ აპლიკაციას, უნდა გაეცნოთ ხელშეკრულებას და მონიშნოთ შესაბამისი გრაფა, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დააკლიკოთ ღილაკზე “გაგრძელება”. თუ რომელიმე ინფორმაციას არასწორად შეიყვანთ სისტემა არ გადაგიყვანთ შემდეგ ეტაპზე და მიგითითებთ შეცდომაზე.

აპლიკაციის დადასტურება

მითითებული მონაცემები უნდა დაადასტუროთ, მობილურის ნომერზე მოსული SMS-ის საშუალებით.

ვივუსზე აპლიკაციის დადასტურება

შეიყვანთ მესიჯად მოსულ კოდს და შემდეგ დააკლიკებთ ღილაკს “დაადასტურე”.

იდენტიფიკაციის გავლა

იმისათვის რომ გაიაროთ იდენტიფიკაცია საჭიროა თქვენი ანგარიშიდან vivus.ge-ს ანგარიშზე გადარიცხოთ 1 თეთრი, 1 თეთრის გადარიცხვა შეგიძლიათ როგორც ინტერნეტ ბანკით, ასევე ბანკის ფილიალში მისვლით (გაითვალისწინეთ, რომ გადარიცხვა უნდა მოხდეს სამუშაო საათებში და ასევე ანგარიში რომლიდანაც თანხას რიცხავთ აუცილებლად უნდა იყოს თქვენს (ანუ იმ პიროვნების რომელიც სესხს იღებს) სახელზე.

ვივუსზე 1 თეთრის გადარიცხვა

სესხის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული თანხა ჩაირიცხება 15 წუთის განმავლობაში თუ სარგებლობთ საქართველოს ბანკის, თი.ბი.სი ბანკის, კორსტანდარტ ბანკის ან ბანკი რესპუბლიკას მომსახურებით, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში თანხა დაგერიცხებათ 24 საათის განმავლობაში.

სესხის დაფარვა

vivus.ge-ს სესხის დაფარვა მითითებულ თარიღში თქვენ შეგიძლიათ სწრაფი გადახდის აპარატებში, ინტერნეტ ბანკის, ბანკების ფილიალებში ვიზიტის ან vivus.ge-ს ფეისბუქ გვერდის (პლასტიკური ბარათის) მეშვეობით. ვივუსი ასევე საშუალებას გაძლევთ მიზერულ თანხად გაადაავადოთ სესხის დაფარვის თარიღი.

ლოიალურობის პროგრამა

vivus.ge ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს ლოიალურობის პროგრამას, რომელიც მე-4 და შემდეგი სესხების საკომისიოებზე კიდევ უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს გთავაზობთ.ლოიალურობის პროგრამა

  • მე-4 და მე-5 სესხის შემთხვევაში მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას;
  • მე-6 სესხის შემთხვევაში მიიღებთ 15%-იან ფასდაკლებას;
  • მე-7 და შემდგომი სესხით სარგებლობის შემთხვევაში მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას.

 აღნიშნული პროგრამა მოქმედებს 2015 წლის 23 თებერვლიდან.

სესხის ხელზე მიღება

მომსახურების სრულყოფისა და მომხმარებელთათვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად vivus.ge სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში განათავსა სტენდები, სადაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ აიღოთ სესხი ხელზე, მხოლოდ პირადობის მოწმობით.

მისამართები სადაც ფულის ხელზე მიიღებთ

ვივუსის სტენდების მისამართები

 

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.