როგორ ავიღო სესხი მანიმენ-ზე?

  • ihow.ge
  • ოქტომბერი 6, 2014

მანიმენისწრაფი ონლაინ სესხების ბაზარზე კიდევ ერთი გამორჩეული ბრენდი Moneyman-ი შემოვიდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ეს სტატია მივუძღვნათ მანიმენზე სესხის აღების პროცედურას, როგორც უკვე იცით ონლაინ სესხების აღება საკმაოდ მარტივია, ყოველგვარი რიგისა და რამოდენიმე დღიანი ლოდინის გარეშე.

მანიმენზე თქვენ შეგიძლიათ მაქსიმუმ 700 ლარის აღება (თუმცა უახლოეს მომავალში მაქსიმალური თანხის ოდენობა გაიზრდება).

თანხის მისაღებად კი თქვენ უნდა ეწვიოთ www.moneyman.ge-ს და შეავსოთ აპლიკაცია, სადაც მიუთითებთ, როგორც პერსონალურ, ასევე ზოგად მონაცემებს.

სესხის კალკულატორი

მთავარ გვერდზე არსებული სლაიდერების მეშვეობით თქვენ ირჩევთ სასურველ თანხასა და ვადას და შემდეგ აკლიკებთ ღილაკზე “სესხის გაფორმება” (გაითვალისწინეთ რომ პირველი სესხის აღების შემთხვევაში შეგიძიათ აიღოთ მაქსიმუმ 500 ლარი).

“სესხის გაფორმებაზე” დაკლიკების შემდეგ გამოვა ფანჯარა, სადაც უნდა შეიყვანოთ მობილურის ნომერი და ელ.ფოსტა.

მობილური და ელ.ფოსტა

 

მოცემული ველების შევსების შემდეგ მითითებულ ნომერზე მოგივათ SMS, სადაც  იქნება კოდი აქტივაციისათვის.

მობილურით აქტივაცია

შეიყვანთ მობილურზე გამოგზავნილ კოდს ვებ-გვერდზე, დაადასტურებთ რომ გაეცანით და ეთანხმებით ვებ-გვერდის პირობებსა და კონფიდენციალობის პოლიტიკას და დააკლიკავთ ღილაკზე “შემდეგ”.

ამ საფეხურების გავლის შემდეგ გადადიხართ განაცხადის შევსებაზე

პერსონალური ინფორმაცია

უთითებთ თქვენს სახელს, გვარს, სქეს, დაბადების თარიღს და პირადობის მოწმობის ან პასპორტის მონაცემებს.

რეგისტრაციის მისამართი

ასევე განაცხადში უთითებთ იურიდიულ და ფაქტიურ მისამართებს, სახლის ტელეფონს და ოჯახურ მდგომარეობას, ამ ყველაფრის შევსების შემდეგ კი სტანდარტულად აკლიკებთ ღილაკს “შემდეგ”-ს.

პერსონალური მონაცემების შეყვანის შემდეგ თქვენ უნდა შეავსოთ მონაცემები თქვენი სამსახურისა და შემოსავლის შესახებ

დასაქმება და შემოსავალი

როგორც სურათზე ხედავთ, უნდა მიუთითოთ განათლება, დასაქმება, ხელფასი და საცხოვრებელი პირობები (თუ თქვენ არ მუშაობთ ვებ-გვერდი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ უმუშევარის სტატუსი).

შემდეგი ნაბიჯი არის პრომო კოდის მითითება, მანიმენი პერიოდულად სთავაზობს აქციებს მომხმარებელს და ერთგულ მსესხებლებს აძლევს პრომო კოდებს ფასდაკლების სახით.

პრომო კოდი

აღნიშნულ ველში უნდა მიუთითოთ პრომო კოდი ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ არანაირი კოდი შეგიძლიათ მარტივად დააკლიკოთ ღილაკს “შემდეგ”-ს.

ამით მთავრდება განაცხადის შევსება, მაგრამ დამატებითი უსაფრთხოების მიზნით მანიმენის რამოდენიმე კითხვაზე კიდევ მოგიწევთ პასუხის გაცემა

დამატებითი უსაფრთხოება

 

ეს კითხვები შეეხება კრედიტებს და გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ კითხვებზე ყურადღებით უნდა გასცეთ პასუხები, წინააღმდეგ შემთხვევაში არასწორი პასუხები უარყოფითად იმოქმედებს სესხის დამტკიცების პროცედურაზე.

გადავდივართ ბოლო ეტაპზე, სადაც საჭიროა ანგარიშის ნომრის მითითება.

ანგარიშის ნომერი

ამ შემთხვევაში მანიმენი გვთავაზობს ორ ვარიანტს: საბანკო ანგარიშს ან ნაღდი ფულის აღებას UniPAY-ს სალაროებში, უნიფეის მითითების შემთხვევაში მოგიწევთ სალაროში ვიზიტი, ხოლო საბანკო ანგარიშის მითითების შემთხვევაში უნდა შეავსოთ სურათზე ნაჩვენები ველები.

ამის შემდეგ მობილურზე მოგივათ ვებ-გვერდზე შესასვლელი მონაცემები მესიჯად და ასევე მოგიწევთ ლოდინი პასუხისათვის რამოდენიმე წუთის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ, რომ ისეთივე მნიშვნელოვანია სესხის დაფარვა, როგორც მისი აღება. სესხის დაფრვის ინსტრუქციას დეტალურად არ აღვწერთ, რადგან მანიმენის ვებ-გვერდზეც დაწვრილებით არის განხილული აღნიშნული პროცედურა: Moneyman-ის სესხის დაფარვის პროცედურები.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.