როგორ ავიცილოთ თავიდან ღორის გრიპი (H1N1) ?

  • ihow.ge
  • თებერვალი 3, 2016

ღორის გრიპიH1N1 გრიპი (ე.წ ღორის გრიპი) არის რესპირატორული (სასუნთქი გზების) დაავადება, ეს გრიპის ვირუსი აინფიცირებს უჯრედებს, რომელიც მდებარეობს თქვენს ცხვირში, ყელსა და ფილტვებში.

H1N1 პირველად 2009 წელს დაფიქსირდა. ამ დღიდან მოყოლებული სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება ამ ვირუსით და შესაბამისად დაღუპულთა რიცხვიც მზარდია.

ღორის გრიპი არის უაღრესად გადამდები დაავადება, რომელიც ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ჰაერის, ლორწოსა და ნერწყვის ნაწილაკებით. ბავშვები 5 წლამდე და 50 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები მიეკუთვნებიან ღორის გრიპის გავრცელების მაღალ რისკ ჯგუფებს. სხვა რისკ ფაქტორებს შეიძლება მივაკუთვნოთ სუსტი იმუნური სისტემა და ორსულობა.

ღორის გრიპი

H1N1 ღორის გრიპის სიმპტომები და ნიშნები

ღორის გრიპის სიმპტომები ძალიან გავს ჩვეულებრივი სეზონური გრიპის სიმპტომებს. ისინი მოიცავენ: სიცხეს, დიარეას, სურდოს, ციებას, სხეულის ტეხვას, ყელის ტკივილს, შეშუპებას, გულისრევას და ღებინებას. სიმპტომები განვითარებას იწყებენ ვირუსის შეყრიდან ერთ-სამ დღეში და გრძელდება დაახლოებით ერთი-ორი კვირა.

ვინაიდან ღორის გრიპის და სეზონური გრიპის სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ამიტომ მიზანშეწონილია ვეწვიოთ ექიმს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიმყოფებით იმ არეაში სადაც იფეთქა ვირუსმა.

ლაბორატორიული გამოკვლევები და შემდეგ უკვე დროულად დასმული დიაგნოზი საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რაც შეიძლება ღორის გრიპმა გამოიწვიოს.

ადამიანებს რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები: ასთმა, დიაბეტი, გულის ან თირკმლის დაავადებები უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან მათ უფრო ურთულდებათ იმ მიზეზებთან გამკლავება, რომელსაც იწვევს ეს ინფექცია.

აუცილებელია სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება თუ თქვენ განიცდით ისეთ სიმპტომებს როგორიცაა: სუნთქვის გაძნელება, მუდმივი ღებინება, მოულოდნელი თავბრუსხვევა, დაბნეულობა, ტკივილი მუცლისა და გულმკერდის არეში ან თუ ფიქრობთ, რომ დაძლიეთ გრიპის სიმპტომები და ამ დროს აგიწიათ სიცხემ ან გაქვთ გაუსაძლისი ხველება.

სტანდარტული მითები H1N1-ის შესახებ

მითი #1: თქვენ შეიძლება დაინფიცირდეთ თუ შეჭამთ ღორის ხორცს.

ეს არასწორია, რადგან თქვენ ვერ დაინფიცირდებით ვერც ღორის ხორცის ჭამისგან და ვერც მისგან დამზადებული სხვადასხვა კერძებისგან. მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი მსგავსება ამ ვირუსებს შორის, ღორებში გავრცელებული გრიპი განსხვავდება H1N1-ისაგან (ანუ ადამიანებში გავრცელებული ღორის გრიპი და ღორებში გავრცელებული ღორის გრიპი არ უდრის ერთმანეთს).

ღორის გრიპი H1N1 ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, როდესაც დაინფიცირებული ადამიანი ახველებს ან აცემინებს ის აბინძურებს ჰაერს ან ზედაპირს და როდესაც ჯანმრთელი ადამიანი ხვდება ამ სივრცეში/ეხება ზედაპირს, მის ორგანიზმშიც აღწევს ვირუსი და იწყებს განვითარებას.

მეღორეები და ღორის ვეტერინარები უფრო მიდრეკილები არიან და ადვილად იკიდებენ ღორის გრიპს.

მითი #2: ვაქცინაცია სრული დაცულობის გარანტიაა

ეს მართალია, რომ ვაქცინაციას შეუძლია თქვენი დაცვა H1N1 ვირუსისგან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა რომ ყველა ადამიანმა გაიკეთოს აცრა, გარდა 6 თვეზე პატარა ბავშვებისა.

აცრა

თუმცა გახსოვდეთ რომ აცრა თქვენ გიცავთ ერთი წლით ვირუსებისაგან. აქედან გამომდინარე თუ თქვენ გსურთ იყოთ დაცული ამ მომაკვდინებელი ვირუსისაგან ყოველწლიურად უნდა მიმართოთ კლინიკას ვაქცინაციისთვის.

მითი #3: არ არსებობს არანაირი წამალი ღორის გრიპის წინააღმდეგ

ესეც არ არის მართალი რა თქმა უნდა. არსებობს ანტივირუსული პრეპარატები რომელთაც შეუძლიათ H1N1 ვირუსისაგან ადამიანის განკურნება. ამ პრეპარატებს შეუძლიათ როგორც გრიპის ხანგრძლივობის, ასევე სიმპტომების ინტენსივობის შემცირება. თუმცა დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა აუცილებელია, რათა შესაბამისი გავლენა იქონიონ ვირუსზე პრეპარატებმა.

ღორის გრიპის H1N1 სამკურნალოდ დღეისათვის გამოიყენება ოთხი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც დამტკიცებულია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO-World Health Organization) მიერ. ღორის გრიპის წინააღმდეგ გამოიყენებენ შემდეგ პრეპარატებს: ოსელტამივირი (Oseltamivir), ზანამივირი (Zanamivir), ამანტადინი (Amantadine) და რიმანტადინი (Rimantadine).

მითი #4: H1N1 ვირუსი არ არის გადამდები

ეს არის სიცრუე. ეს დაავადება არის ძალიან გადამდები და სწრაფად გავრცელებადი დაინფიცირებული ადამიანიდან სრულიად ჯანსაღ ადამიანზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ ვირუსი ვრცელდება დაბინძურებული ჰაერით ან ზედაპირით.

ღორის გრიპის თავიდან ასაცილებლად უნდა მოერიდოთ ვირუსით დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტს, რეგულარულად უნდა დაიბანოთ ხელები საპნით, გარცხოთ ტანსაცმელი თბილი წყლით და გაწმინდოთ თქვენი სამუშაო ოთახი (ოფისი, სახლი) სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებებით.

რჩევები თუ როგორ შევაჩეროთ ღორის გრიპის გავრცელება

ღორის გრიპის ვირუსით სიკვდილიანობის ზრდის გამო მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეს ინფექცია გამოაცხადა გლობალურ პანდემიად. აქედან გამომდინარე ზედმიწევნით უნდა შევასრულოთ ის რჩევები რაც ხელს შეუშლის ღორის გრიპს გავრცელებაში.

  • დაიბანეთ ხელები საპნით დღეში რამოდენიმეჯერ
  • თან იქონიეთ სპირტის ბაზაზე დამზადებული სველი ხელსახოცი მოგზაურობისას
  • ეცადეთ იშვიათად შეეხოთ ხელით თქვენს თვალებს, ცხვირსა და პირს
  • ერიდეთ ყველა იმ ადამიანთან კონტაქტს რომელსაც აქვს გრიპი
  • გამოიძინეთ კარგად, რათა ორგანიზმმა სრულყოფილად დაისვენოს
  • მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე (წყალი, ნატურალური წვენი და ფრეში)
  • მიიფარეთ ცხვირსახოცი (ან მოხრილი ხელი) როდესაც ახველებთ ან აცემინებთ
  • შინიდან გასვლის დროს გამოიყენეთ ნიღაბი, გრიპის სეზონზე
  • როდესაც თქვენ ერთხელ გამოიყენებთ ხელსახოცს/ცხვირსახოცს გადააგდეთ ის და აღარ გამოიყენოთ ხელმეორედ
  • თუ თავს ცუდად გრძნობთ და გაქვთ ღორის გრიპის ნიშნები დარჩით სახლში/ეწვიეთ ექიმს და ნუ წახვალთ სამსახურში ან სხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში რათა არ გაავრცელოთ ვირუსი
  • თუ თქვენ გაქვთ ცხელება, დაიდეთ გრილი საფენები შუბლზე, მხრებსა და ფეხებზე, რათა შეამციროთ დისკომფორტი რომელიც გამოწვეულია ცხელებისგან
  • გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი, რათა სუნთქვა თქვენს ოთახში გახდეს ადვილი და სასიამოვნო
  • პირში/ყელში გამოივლეთ თბილი მარილიანი წყალი რათა შეგიმსუბუქდეთ ყელის ტკივილი
  • გრიპის სეზონზე უფრო მეტი რაოდენობით მიიღეთ ის პროდუქტები, რომელიც აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას: ნიორი, ჯინჯერი, ალოე ვერა და ა.შ
  • დალიეთ რამოდენიმე ჭიქა მწვანე ჩაი ყოველდღიურად
  • დალიეთ 1-2 ჭიქა თბილი რძე ყოველდღიურად, რათა შეინარჩუნოთ ძლიერი იმუნური სისტემა
  • იყავით აქტიურები და ივარჯიშეთ ყოველდღიურად რათა იყოთ ჯანმრთელები და ძლიერები.
წინა «
შემდეგი »