როგორ ავუმაღლოთ ბავშვს თვითშეფასების უნარი?

  • commail.comedyin
  • მარტი 29, 2014

ბავშვებიჩემს გარშემო ბევრი ბავშვია და ხშირად მიწევს მათთან ურთიერთობა. ბავშვებზე დაკვირვების შედაგად აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთ მათგანს შეუძლია პრობლემების დაძლევა, დარწმუნებული არიან საკუთარ თავში, სიძნელეებს არ უშინდებიან და იციან, რომ ყველაფერი გამოუვათ. სხვა ბავშვები კი, პატარა პრობლემის გამო იტანჯებიან  და უმნიშვნელო წინააღმდეგობა შეიძლება გადაუჭრელ ამოცანად მოეჩვენოთ, ამასთან საერთოდ არ გააჩნიათ ინიციატივა. აღნიშნულიდან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ ყველაფრის თავიდათავი არის საკუთარი თავის რწმენა და თვითშეფასების უნარი. როგორ ავამაღლოთ ეს თვისებები?

ბავშვები! აუცილებელია ბავშვთან ყოველდღიური ურთიერთობა.

ბავშვთან ურთიერთობა1) მნიშვნელოვანია ველაპარაკოთ ბავშვს როგორც პიროვნებას და ფიზიკურად ძლიერ ადამიანს. დიახ, ეს შეიძლება სულელურად ჟღერდეს, მაგრამ ბავშვი იწყებს თავის თავის ასე აღქმას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.

2)მოიწონეთ ბავშვის შესრულებულ სამუშაო, არ დაიშუროთ ლამაზი სიტყვები, ეს მას დაეხმარება იგრძნოს თავი ვალმოხდილად, მისცემს რწმენას, რომ შეუძლია თვითონ გააკეთოს ესა თუ ის საქმე.

3) თითოეულ ბავშვს ესაჭიროება ინდივიდუალური მიდგომა. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხი საუკეთესო ურთიერთობის მისაღწევად ბავშვთან არის “კითხვა-პასუხის” ტიპის საუბარი. ამ დროს ბავშვი რწმუნდება, რომ მისი აზრი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

4) შეეცადეთ არ დაუძახოთ ბავშვს სრული სახელით. დადგენილია, რომ ბავშვებს, რომელთაც აქვთ შერქმეული მოფერებითი სახელები, თვითშეფასების მაჩვენებელი მაღალი აქვთ. კოლექტიური თამაშები დიდ როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. შესთავაზეთ ბავშვს სხვადასხვა თამაშების ნაკრები და თავად აირჩიოს სასურველი. შეიძლება იყოს სილაში თამაში, ლოგიკური თამაშები, პლასტელინით ძერწვა, სხვადასხვა სამოსში გამოწყობა და მრავალი სხვა. საკუთარი მაგალითიდან ხომ ვიცით, როცა მოგწონს რასაც აკეთებ, იღებ სიამოვნებას. ასევე არიან ბავშვებიც. როცა რაღაც გამოსდით სიამოვნებასაც იღებენ და თავის თავის რწმენაც ემატება.

ბავშვთა ჯგუფები1) როცა ბევრი ბავშვი არის, შეიძლება ისინი დავყოთ თემატურ ჯგუფებად. ზოგიერთს ერთი ეხერხება, დანარჩენებს სხვა რამ გამოსდის კარგად. ზოგჯერ ბავშვებს დავალებას აძლევ-ერთს კარგად და ადვილად გამოდის, მეორე-წვალობს ვერ აკეთებს და იმედგაცრუებულია. ამიტომ ერთს შეიძლება მივცეთ დავალება დახატოს სასახლე, მეორემ კი გამოძერწოს პლასტელინიდან (ამასთან თქვენ უნდა იცოდეთ მათი შესაძლებლობები, რათა ჯგუფები სწორად გაანაწილოთ). ბოლოს თქვენ შეგიძლიათ განაცხადოთ რომ არ შეგიძლიათ აირჩიოთ საუკეთესო ნამუშევარი, იმიტომ, რომ ყველა სასახლე ულამაზესია. არ დაგავიწყდეთ ქებასთან ერთად ჩაურთოთ, რომ შემდეგი დავალება გაცილებით რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ხართ რომ ისინი წარმატებით გაართმევენ თავს. ამით თქვენ ბავშვს აძლევთ საშუალებას გაიგოს, რომ ყველაფერი მის ხელთაა და თქვენ გჯერათ მისი.

2) რაც შეეხება ბავშვის გარემოს, ეცადეთ რომ ბავშვის სათამაშოები და საჭირო ნივთები მისთვის ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. გაუკეთეთ დაბალი თაროები, რომლითაც თვითონ ისარგებლებს და არ იქნება დამოკიდებული სხვაზე. ის იგრძნობს თავს ოჯახის სრულფასოვან წევრად. გააფორმეთ ოთახი “ბავშვურად”. ბავშვებს უყვართ ფანტაზიორობა, ისინი თავიანთ ფანტაზიებში ყოველთვის გამარჯვებულები არიან! მცირედან იწყება ყველაფერი: თავიდან ფანტაზია, შემდეგ თამაში, შემდეგ რეალური ცხოვრება. თუ ის გადაიტანს ამ “გამარჯვებას”, რისი უნდა ეშინოდეს? ძლიერ ადამიანს არფრის ეშინია.

3) დაკიდეთ დიდი სარკე ბავშვის ოთახში და გარდერობი შეავსეთ საკმაო ტანსაცმელით, არ არის აუცილებელი ძვირადღირებული ნივთები, მთავარია იყოს მრავალფეროვანი, რათა ბავშვმა შეძლოს “გარდაისახოს” იმად ვინც უნდა რომ იყოს, თანაც დამოუკიდებლად ჩაცმასაც ისწავლის. დამოუკიდებელი ადამიანი კი ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ თავში.

4) მიაჩვიეთ ბავშვი სისუფთავეს და წესრიგს. დაბალი თაროები მას დაეხმარება თავად დაკავდეს საკუთარი ნივთების დალაგებით. აქ თქვენ ერთობლივად შეიძლება განიხილოთ როგორ დააჯგუფოთ სათამაშოები, ან გააფორმოთ მისი “სამუშაო ადგილი”.

5) ასწავლეთ ბავშვს ხელის დაბანა. მან ბავშვობიდან უნდა შეისისხლხორცოს ეს როგორც აუცილებლობა. ბავშვის ზრდასთან ერთად აუხსენით მას როგორ უნდა დაეხმაროს ადამიანს ამა თუ იმ ტრავმის ან დაავადების დროს, მაგალითად:. გაუკეთე ლიმონიანი ან ჟოლოს მურაბიანი ჩაი ადამიანს, რომელიც აცემინებს. რაც მეტი იცის ბავშვმა, მით უფრო დარწმუნებულია საკუთარ თავში, რადგან იცის, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.