როგორ ავუხსნათ ადამიანს სიყვარული?

  • An'na
  • იანვარი 6, 2016

სიყვარულიშეიძლება ნერვიულობთ სიყვარულის ახსნის გამო, თუმცა ამავდროულად ფიქრობთ რა შესანიშნავი იქნებოდა ერთხელ და სამუდამოდ გრძნობების გამჟღავნება. თუ არ გსურთ სიყვარულის ახსნისას ის გააგიჟოთ, მაშინ კარგად მოიფიქრეთ რას აპირებთ და აარჩიეთ სწორი დრო და ადგილი. ამის შემდეგ, მოემზადეთ ცოტა რომანტიკისათის და მიეჩვიეთ იმ გრძნობას, როცა აღარ გიწევთ გრძნობების დამალვა.

 

1. დარწმუნდით რომ ადამიანი, რომელსაც სიყვარულს უხსნით, ნამდვილად თქვენთვისაა შექმნილი და არაა უბრალოდ კარგი გარეგნობის მქონე გოგონა/ბიჭი ქუჩიდან.

2. შეარჩიეთ შესაფერისი ადგილი აღიარებისათვის. აირჩიეთ წყნარი ადგილი სადაც მხოლოდ თქვენ ორი იქნებით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რესტორანი სადილის დროს, როდესაც მზის ჩასვლა და რომანტიკის შეგრძნება ყველგან უხვად იღვრება. სხვა ასეთი ადგილია ბაღი, სადაც მრავალფეროვანი ყვავილებია და აქ ბუნების სიყვარულის ატმოსფერო სუფევს.

3. კითხეთ მას თუ შეგიძლიათ შეხვდეთ ისეთ ადგილას სადაც ისაუბრებთ თქვენს გრძნობებზე. დარწმუნებული უნდა იყოთ რომ ორივეს მთელი დღე თავისუფალი გაქვთ, რადგან თუ ერთ-ერთი დატოვებს შეხვედრას, ეს ცუდად აისახება თქვენს აღიარებაზე.

გოგონა

4. იყავით მომზადებულები ყველაფრისთვის. მას შემდეგ რაც თქვენ ორი შეხვდებით, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არის!

5. აარჩიეთ საუკეთესო დღე სიყვარულის ახსნისათვის. რომანტიკული იქნება სიყვარულის ახსნა ვალენტინობას. თუმცა აგრეთვე არაჩვეულებრივია წვიმიანი ან თოვლიანი დღე.

კალენდარი

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.