როგორ ავწიოთ ჰემოგლობინის დონე?

  • ihow.ge
  • January 27, 2016
  • 0

ჰემოგლობინიჰემოგლობინი არის რკინით მდიდარი ცილა, რომელიც წარმოდგენილია წითელი სისხლის უჯრედებში. სწორედ ეს ცილა უზრუნველყოფს ფილტვებიდან ჟანგბადის გადატანას დანარჩენ ორგანიზმში.

ჰემოგლობინის როლი ძალიან მაღალია ჯანსაღი ცხოვრებისათვის, ჰემოგლობინის ნორმალური დონე სისხლში არის:

  • 14-18 mg/dl – ზრდასრული მამაკაცებისათვის
  • 12-16 md/dl – ზრდასრული ქალებისათვის.

ეს სტანდარტული მაჩვენებლები როგორც უკვე აღვნიშნეთ განკუთვნილია ზრდასრული ადამიანებისთვის და ის შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ლაბორატორიების მიხედვით (გამომდინარე იქიდან თუ როგორ ზომავენ ისინი ჰემოგლობინის დონეს).

ჰემოგლობინის დონის დაწევამ შეიძლება გამოიწვიოს: დაღლილობა, სისუსტე, ჰაერის უკმარისობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფერმკრთალობა, ფრჩხილების მტვრევა, გულისცემის აჩქარება და მადის დაკარგვა.

თუ ჰემოგლობინის დონე მცირდება მნიშვნელოვნად, შეიძლება დაისვას ანემიის დიაგნოზი და თანმდევი სიმპტომები შეიძლება გახდეს უფრო მძიმე.

ქალებში ჰემოგლობინის დაბალი დონე უმეტესად თავს იჩენს ორსულობისას და მენსტრუალური ციკლის დროს, რაც ასე ვთქვათ ნორმალურ მოვლენად ითვლება, თუმცა ჰემოგლობინის დაბალი დონე შეიძლება სხვა ისეთი მიზეზებითაც იყოს გამოწვეული როგორიცაა: რკინის, ფოლიუმის მჟავის და ვიტამინების C და B12-ის ნაკლებობა.

ჰემოგლობინის დონის დაწევა ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლის დიდი რაოდენობის დაკარგვამ, სისხლის ხშირად ჩაბარებამ, ძვლის ტვინის დაზიანებამ, კიბომ, თირკმელების პრობლემებმა, ართრიტმა, დიაბეტმა, კუჭის წყლულმა და დაავადებებმა რომელიც უკავშირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.

უმეტეს შემთხვევაში ჰემოგლობინის დაბალი დონე ასოცირდება და ხელს უწყობს ერითროციტების დაშლას (სიმცირეს).

ჰემოგლობინის დონის აწევის რამოდენიმე “ნატურალური” მეთოდი არსებობს, მათი გამოყენება კი დამოკიდებულია იმაზე თუ რამ გამოიწვია ჰემოგლობინის დონის დაწევა და რა დონეზეა ახლა ის, ასევე რამდენიად ხშირად ამოწმებს თქვენი ექიმი მის გაუმჯობესებას.

ჰემოგლობინის აწევა

*ტოპ 10 გზა რომელიც დაგეხმარებათ ჰემოგლობინის დონის აწევაში

1. მიიღეთ რკინით მდიდარი პროდუქტები

რკინის დეფიციტი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ჰემოგლობინის დონის დაწევაში. რკინა ითვლება მნიშვნელოვან ელემენტად ჰემოგლობინის წარმოებაში.

  • რკინის შემცველი პროდუქტებია: ღვიძლი, წითელი ხორცი, კრევეტები, ტოფუ, ისპანახი, ნუში, ოსპი, ბურღულეული, ხამანწკები და სატაცური;
  • თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ რკინა დანამატების სახით. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგან დაადგინოთ სწორი დოზირება დანამატისა, რადგან ჭარბი რაოდენობით რკინა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს თქვენი ორგანიზმისთვის.

2. გაზარდეთ ვიტამინი C-ს მიღება

დაბალი ჰემოგლობინის დონე შეიძლება გამოწვეული იყოს ასევე ვიტამინი C-ს ნაკლებობით, ხოლო ვიტამინის C-ს დონის ასაწევად რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ შესაძლებელია ისეთი პროდუქტებით, რომლებიც მდიდარია სწორედ რომ ვიტამინი C-თი. ორგანიზმი მიღებულ რკინას ვერ აითვისებს სრულად თუ მას ამაში ვიტამინები არ დაეხმარა.

  • მიირთვით ვიტამინი C-თი მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა: პაპაია, ფორთოხალი, ლიმონი, მარწყვი, წიწაკა, ბროკოლი, გრეიფუტი, პომიდორი და ისპანახი.
  • ასევე თქვენ შეგიძლიათ ვიტამინი C მიიღოთ აბების სახით, თუმცა ამის გაკეთება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

3. მიიღეთ ფოლიუმის მჟავა

ფოლიუმის მჟავა, B-კომპლექსის ვიტამინები, საჭიროა სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) შესაქმნელად, შესაბამისად ფოლიუმის მჟავის დეფიციტი ავტომატურად იწვევს ჰემოგლობინის დაბალ დონეს.

  • ფოლიუმის მჟავით მდიდარია თითქმის ყველა “მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული”, ღვიძლი, ბრინჯი, კომბოსტო, ლობიო, ბურღულეული, ბანანი, არაქისი და ბროკოლი.
  • თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ 200-400 მგ ფოლიუმის მჟავა დანამატის სახით ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

4. ჭარხალი

ჭარხალი არის რეკომენდირებული უშუალოდ ჰემოგლობინის დონის ასაწევად. ის მდიდარია რკინით, ფოლიუმის მჟავით და კალიუმით. მისი კვებითი ღირებულება ზრდის ორგანიზმში ერითროციტების რაოდენობას.

ჭარხალი შუაზე გაჭრილი

  • მარტივად შეგიძლიათ ერთი ან ორი კარგად გარეცხილი ჭარხალი შედგად მიკროტალღურ ღუმელში და გააჩეროთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ ჭარხალი, გააგრილეთ, გათალეთ და მიირთვით
  • ასევე თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ ჯანსაღი წვენი 1 ჭარხალით, 3 სტაფილოთი და ნახევარი ტკბილი კარტოფილით, დაილით ის ყოველდღიურად.

5. ვაშლი

ვაშლის ჭამა ყოველდღიურად დაგეხმარებათ ჰემოგლობინის დონის დასტაბილურებაში. ვაშლი არის მდიდარი რკინით და ასევე სხვადასხვა ჯანსაღი კომპონენტებით, რომელიც აუცილებელია ჰემოგლობინის საჭირო ოდენობისათვის.

ვაშლი

  • მიირთვით ერთი ვაშლი (თუ შესაძლებელია მწვანე ვაშლი) კანიანად.
  • შეგიძლიათ მოამზადოთ ნატურალური ვაშლისა და ჭარხლის წვენი, რომელსაც გემოვნებით დაამატებთ ჯინჯერს ან ლიმნის წვენს და დალიეთ ის დღეში ორჯერ.

6. შავი ბადაგი

ხალხური მედიცინა ხშირად გამოიყენება ანემიასთას საბრძოლველად, თქვენს ჰემოგლობინის დონეს გაზრდის შავი ბადაგი. შავი ბადაგი შეიცავს: რკინას, ფოლიუმის მჟავას და ბევრ B ვიტამინს, რომელიც გაზრდის ერითროციტების რაოდენობას ორგანიზმში.

  • აიღეთ 2-2 ჩაის კოვზი შავი ბადაგი და ვაშლის ძმარი, გახსენით ისინი ერთ ჭიქა წყალში და დალიეთ ყოველდღიურად.

7. ბროწეული

ბროწეული შეიცავს რკინას, კალციუმს, ცილებსა და ნახშირწყლებს. იგი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ზრდის ჰემოგლობინის დონეს ორგანიზმში.

  • მიირთვით საშუალო ზომის ბროწეული ან დალიეთ ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი საუზმეზე.
  • ერთ ჭიქა თბილ რძეში ჩაყარეთ 2 ჩაის კოვზი ბროწეულის ხმელი ფხვნილი, კარგად მოურიეთ და მიირთვით.

8. ჭინჭარი

ჭინჭარი შეგვიძლია განვიხილოთ იმ ბალახად, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს თქვენი ჰემოგლობინის დონის აწევაში. ჭინჭარი არის კარგი წყარო რკინის, B ვიტამინის, C ვიტამინის და სხვა ვიტამინების, რომელიც ზრდის ჰემოგლობინის დონეს.

  • აიღეთ ორი ჩ/კ ხმელი ჭინჭრის ფოთლები და ჩაყარეთ ის ერთ ჭიქა ცხელ წყალში.
  • დაელოდეთ მის დაყენებას დაახლოებით 10 წუთი
  • შემდეგ გაფილტრეთ და დაამატეთ ცოტა თაფლი
  • მსგავსი ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ.

9. მოერიდეთ “რკინის დამბლოკველებს”

თუ თქვენ გაქვთ ჰემოგლობინის დაბალი დონე თქვენ თავი უნდა აარიდოთ ისეთი საკვების მიღებას, რომელიც ორგანიზმს ხელს უშლის მიღებული რკინის ათვისებაში. ასეთ საკვებს/სასმელს მიეკუთვნება:

რკინის დამბლოკველები

  • ყავა
  • ჩაი
  • გაზიანი სასმელები
  • ღვინო
  • ლუდი
  • კალციუმით მდიდარი პროდუქცია, როგორიცაა რძის პროდუქტები ან კალციუმის შემცველი დანამატები.

10. ვარჯიში

დაუთმეთ მცირეოდენი დრო ვარჯიშს ყოველდღიურად. როდესაც თქვენ ვარჯიშობთ ორგანიზმი გამოიმუშავებს უფრო მეტ ჰემოგლობინს, რათა დააკმაყოფილოს ჟანგბადზე ჭარბი მოთხოვნა.

  • უფრო მეტი ინტენსივობით გააკეთეთ ის ვარჯიშები რომელიც განკუთვნილია აერობიკისათვის.
  • ასევე მცირე დოზით გააკეთეთ ძალაზე გათვლილი ვარჯიშები, რომელიც დაგეხმარებათ კუნთოვანი მასის გაზრდაში და დაგაძლევინებთ დაღლილობას.
დამატებითი რჩევები
  • მოერიდეთ ისეთი საკვების მიღებას, რომელიც შეიცავს წებოვანას (გლუტეინს)
  • მიირთვით მარცვლეულის პური, მარცვლეული და პასტა (მაკარონი)
  • მიიღეთ უფრო მეტი რკინით მდიდარი პროდუქტები მენსტრუალური ციკლის შემდეგ და ორსულობის პერიოდში
  • მიიღეთ ცივი შხაპი დღეში ორჯერ რათა გააუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა
წინა «
შემდეგი »