როგორ ავხსნათ საკუთარი სიზმარი?

  • tamkaka
  • მაისი 1, 2015

სიზმარისიზმარი ჯერ კიდევ ბოლომდე აუხსნელი ფენომენია. ამბობენ, რომ ადამიანს ის ესიზმრება რაზეც ხშირად ფიქრობს და დარდობს, ან რაც იმ დღეს თავს გადახდა. ცნობილი ფსიქოლოგი ზიგმუნდ ფროიდი სწორედ არაცნობიერს იკვლევდა, რაც უშუალოდ სიზმარს წარმოადგეს. იგი თვლიდა, რომ არაცნობიერი შეიცავს ადამიანის დაგროვებულ სექსუალურ ენერგიას, რაც ლატენტური გზით სიზმარში იჩენს თავს. არაცნობიერი მისი აზრით კარგად დავიწყებული ძველია, რომელიც ადამიანს რეალობაში არ ახსოვს ან თუნდაც არ ავლენს. მისი გასაქანი სწორედ სიზმარია.

ჩვენ გვესიზმრება ის რაც რეალურად უკვე განცდილი და ნანახი გვაქვს. წარმოუდგენელია სიზმარში ვიხილოთ ჩვენთვის ჯერ კიდევ თვალით არ დანახული პიროვნება. სიზმარში მყოფი ყველა პერსონაჟი ჩვენ ვართ. ის სიტუაციაც, მათი ყოველი ფრაზაც და მოქმედებაც ჩვენი გადაწყვეტილი და ჩადენილია. მაგალითად, როცა გოგონა კონცერტზე გამოდის და ესიზმრება, რომ პუბლიკა მას ტაშს უკრავს და მისით კმაყოფილია, ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ასე მოხდება ან პირიქით. შეიძლება დამთხვევაც, მაგრამ ძირითადად ეს გოგონას სურვილია, რაც სიზმარში გაცხადდა.

სიზმრები

სიზმრის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. სიზმარში ჩვენ, ჩვენს დაფარულ ”მე”-ს ვააშკარავებთ საკუთარ თავთან და ზოგჯერ ბევრს უჭირს რეალობას თვალი გაუსწოროს. სიზმრის ახსნას მიმართავს და ყველა წიგნში სხვადასხვანაირად მოთხრობილი თავ-გზას უბნევს, აღარ იცის რომელს ენდოს და დაუჯეროს. სიზმარი მომავალს შესაძლოა დაემთხვეს, მაგრამ წინასწარმეტყველება მის კონდიციაში ნაკლებად შედის. ის ძირითადად წარსულისა და პიროვნების დაფარული სურვილების მამხილებელია.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.