ნებისმიერი ქალი მიისწრაფის რომ საკუთარ სახლში იყოს სისუფთავე. არსებობს ისეთი ლაქები, რომელთა ამოყვანა რემონტის ზიანის მიყენების გარეშე თითქმის შეუძლებელია. შემოგთავაზებთ კედლის გასუფთავების რამდენიმე უსაფრთხო მეთოდს.
უპირველესად უნდა დავადგინოთ რისი ლაქაა, ხშირად ეს არის გარე ფაქტორები: ცხიმის წვეთები, ჭუჭყიანი ხელი, ჩაი ან ყავის წვეთები. ცუდია როცა ლაქები გამოდის არასწორი შეღებვის შედეგან ან მეზობლებისგან წყალის ჩამოშვებით. მაგრამ მოდით ყველაფერი თანმიმდევრობით განვიხილოთ.
ცხიმიანი ლაქის ამოყვანა ადვილია გასაპარსი ქაფის საშუალებით. დიახ, ზუსტადაც ასე, წაუსვით ქაფი ლაქას და გააჩერეთ რამოდენიმე საათით. შემდგომ ნამი ტილოთი მოწმინდეთ, არ დაგავიწყდეთ მშრალი ტილოს გადასმაც.
თითების, ფანქრის ან რეზინიანი ფეხსაცმლის ლაქების ამოიყვანა შესაძლებელია უბრალო საშლელის საშუალებით. საკვებით დატოვებული ლაქები ადვილად ამოიყვანება სარეცხი ფხვნილის საშუალებით.
შეღებილი კედლის გაწმენდა ადვილია თუ საღებავი არის ზეთის, ხოლო აკრილის საღებავი ვერ იტანს წყალს. ამგვარად ჯერ შეამოწმეთ კედლის ზედაპირი, სანამ გარეცხავდეთ. ამისათვის რაიმე შეუმჩნეველ ადგილას გაუსვით ნამი ტილო და დაელოდეთ საღებავის რეაქციას. თუ წყალი ამმღვრევს საღებავს, მაშინ გააკეთეთ ფქვილის და წყლის ნარევი, წაუსვით ლაქას და გაშრომის შემდგმო მტვერსასვრუტის საშუალებით გადაუარეთ.
ჩვეულებრივი შპალერის გარეცხვა არ შეიძლება. წყლის წვეთების დატანა მათვის დამღუპველი ეფექტი აქვს. შპალერიდან ლაქის ამოსაყვანად, დაადეთ დასვრილ ადგილას ტუალეტის ქაღალდი და გადაუსვით ცხელი უთო. ლაქა მთლიანად არ გაქრება, მაგრამ გახდება ნაკლებად შესამჩნევი.
ვინილიანი შპალერის გაწმენდა გაცილებით ადვილია, რადგან მისი გარეცხვაა შესაძლებელი. გამოიყენეთ უბრალო ჭურჭლის სარეცხი საშუალებები.
You must log in to post a comment.