როგორ ამოვიყვანოთ მელნის ლაქები ქსოვილიდან?

  • Creed
  • დეკემბერი 14, 2013

მელნის-ლაქების-ამოყვანა-ihow.geმელნის ლაქები რთული ამოსაყვანია ქსოვილიდან. აქ უბრალო წყალი და საპონი არ გიშველით, მითუმეტეს როცა მელანი ტანსაცმელზეა. მაგრამ არსებობს სხვადასხვა მეთოდები მელნის ამოსაყვანათ, მათ შესაცნობად წაიკითხეთ შემდგომი ინსტრუქცია.

რა დაგვჭირდება?

-იზოპროპილის სპირტი
-საპარსი კრემი
-თმების ლაქი

იზოპროპილის-სპირტი-ihow.geლაქით დასვრილ ადგილას წავუსვათ იზოპროპილის სპირტი რომ ქსოვილი კარგად გაიჟღინთოს. რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელი არ ვახლოთ, ვინაიდან სპირტი შევიდეს რეაქციაში მელანთან. 5-10 წუთის გასვლის შემდგომ გავწმინდოთ ლაქის ადგილი რბილი ნაჭრით (წყლით ან სპირტით დასველებული). ასევე კარგია გამოიყენოთ თეთრი ერთჯერადი ხელსახოცები.

 

 

საპარსი-კრემი-ihow.geთუ სპირტის საშუალებით თქვენ ვერ ამოიყვანთ ლაქას, მაშინ გამოიყენეთ საპარსის კრემი. ესეცე ასევე უნდა დავიტანოთ ლაქის ადგილად და რაღაც პერიოდით დავტოვოთ. ამის შემდგომ კრემი გავწმინდოთ რბილი ნაჭრით.

 

 

 

თმების-ლაქი-ihow.geთუ საპარსი კრემმაც არ გიშველათ მაშინ გამოიყენეთ თმების ლაქი. ამ მეთოდს ჯობია მივმართოთ უკიდურეს შემთხვევაში რადგან ლაქმა შეიძლება დააზიანოს გარკვეული სახის ქსოვილი.

 

 

 

მელნის ლაქები ქსოვილზე, კანზე თუ ხის ნაწარმზე შესაძლებელია ლიმნის წვენითაც ამოყვანა. ლიმნის წვენში უნდა ჩავაწოთ რბილი ნაჭერი ან გუბკა და შემდგომ გავწმინდოთ დალაქავებული ადგილი სანამ მელანს არ მოვიყვანთ.

გელიანი საწერი კალმის მელნის ამოყვანა გაცილებით რთულია სპირტის საშუალებით. ამისათვის გამოგადგებათ ჩვეულებრივი ფანქრის საშლელი.

ხის-ზედაპირის-გაწმენდა-ihow.geთუ თქვენ ცდილობთ მელნის ხის ნაწარმიდან ამოყვანას, მაშინ ფრთხილად გამოიყენეთ სპირტი რადგან მას შეუძლია მელანი გასრისოს ზედაპირზე. დაიმახსოვრეთ, ხის ზედაპირის მელნისგან გაწმენდის შემდგომ აუცილებელია დასველებული ნაჭრით გაწმენდილი ადგილის მოსმევა. დაელოდეთ სანამ ხის ზედაპირი გაშრება და შემდგომ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა დანიშნულებით (მაგალითად, ცვილის დტანება).

წინა «
შემდეგი »