როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი თვალის ფერის მიხედვით?

  • Luka
  • აპრილი 16, 2014

თვალიადამიანის ხასიათის ამოცნობა მისი თვალის ფერის მიხედვით არაა ძნელი, თუ გვეცოდინება ესა თუ ის ნიშანთვისება, რაც თითოეულ ფერს შეესაბამება. ითვლება, რომ ადამიანებს, რომლებსაც მუქი ფერის თვალები აქვთ, ძლიერი ხასიათი და მტკიცე ნებისყოფა აქვთ, როცა ღია ფერის მქონე ადამიანები მორიდებულობით და სიმორცხვით ხასიათდებიან.

 

 

 

შავი თვალებიშავი თვალები: ვნებიანი, ენერგიული ადამიანები, ინიციატორები. ხასიათდებიან განსაკუთრებული შეუპოვრობით, ადვილად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს. არიან აზარტულები, უყვართ მოქმედება და ყურადღების ცენტრში ყოფნა. გადაწყვეტილებებს იღებენ დაუფიქრებლად, ამიტომ ხშირად ცდებიან.

 

ყავისფერი თვალები: მიმზიდველი, ტემპერამენტული, მგრძნობიარე, მახვილგონიერი და იმპულსური ადამიანები. ზოგადად, მუქი ფერი არის ფეთქებადი და კონფლიქტური ადამიანის ნიშანი, რომელიც ამავდროულად სწრაფად ივიწყებს ყველაფერს. ადვილად პოულობენ საერთო ენას გარშემომყოფებთან, რადგან გამოირჩევიან განსაკუთრებული კომუნიკაბელურობით. ხასიათდებიან კატეგორიულობით.

ყავისფერი თვალებიღია ყავისფერი (თაფლისფერი) თვალები: ძნელად იღებენ გადაწყვეტილებებს, არიან მორიდებულები და მეოცნებეები. გამოირჩევიან პრაგმატულობით, გულმოდგინებით და შრომისმოყვარეობით. არიან სანდო ადამიანები. უყვართ დამოუკიდებლობა და ძნელად იტანენ ზეწოლას. დიდი ხნით ამახსოვრდებათ და ძნელად გადააქვთ წყენა.

მოყავისფრო-მომწვანო თვალები: ბრძენი, საზრიანი, მოხერხებული და მშვიდი ადამიანები. შეუძლიათ შემოიკრიბონ დიდი აუდიტორია, რადგან ნამდვილად იციან მოსმენა და სხვისი აზრის გაგება. უყვართ მუშაობა. იციან როგორ მიაღწიონ დასახულ მიზანს. სიყვარულშიც და მეგობრობაშიც საიმედო ხალხია.

მწვანე თვალები: აქვთ მტკიცე, ჟინიანი, პრინციპული ხასიათი, მიზანსწრაფვის უნარი. ცდილობენ თავი აარიდონ კონფლიქტებს. უყვართ ყველა საქმის ბოლომდე მიყვანა. არიან სამართლიანი, მომთხოვნი, სტაბილური და საიმედო ადამიანები. შეუძლიათ ერთი შეხედვით ამოიცნონ ადამიანის ნამდვილი სახე. არიან შესანიშნავი უფროსები და ხელმძღვანელები. კარგი მოსაუბრეები და მსმენლები.

ნაცრისფერი თვალებინაცრისფერი თვალები: ფლობენ გაწონასწორებულ ხასიათს. არიან ცნობისმოყვარეები. თვითონ წყვეტენ პრობლემებს მათი გამოჩენისთანავე. გამოირჩევიან სამართლიანობით, სიკეთით, საიმედოობით. აქვთ გამბედავი, მტკიცე ბუნება. არ უყვართ “ღრუბლებში ფრენა”. არიან მგრძნობიარე და თავდაჯერებულები.

მუქი ნაცრისფერი თვალები: ჯიუტი და გამბედავი ადამიანები ძლიერი ნებისყოფით. ადვილად იღებენ გადაწყვეტილებებს. ახასიათებთ ეჭვიანობა, რასაც ხშირად მალავენ.

მონაცრისფრო-ცისფერი თვალები: ამ ადამიანებს ახასიათებთ როგორც ნაცრისფერთვალება, ისე ცისფერთვალება ადამიანის თვისებები. არიან მშვიდი და სამართლიანი ადამიანები. თანაბრად აქვთ განვითარებული გონება და წარმოსახვის უნარი. ყოველთვის იცავენ საკუთარ ინტერესებს, არიან ამბიციურები. შეუძლიათ და იციან სასარგებლო და პრაქტიკული რჩევების მიცემა.

ცისფერი თვალები: მეოცნებე, რომანტიული, გულჩვილი და მგრძნობიარე ადამიანები. დიდხანს იმახსოვრებენ წყენას, გულთან ახლოს მიაქვთ ყველაფერი. მიზანდასახულები. აქვთ მშვიდი ხასიათი. არ უყვართ ერთფეროვნება და მონოტონურობა. სიყვარულში მოსწონთ მრავალფეროვნება. ადვილად აღწევენ წარმატებას ხელოვნების სფეროებში.

მუქი ცისფერი თვალები: ახასიათებთ მელანქოლია და სენტიმენტალურობა. აქვთ ცვალებადი ხასიათი, დიდი ხნით იმახსოვრებენ წყენას.

ლურჯი თვალებილურჯი თვალები: რომანტიულები. აქვთ ძლიერ ემოციური და მგრძნობიარე ბუნება. ხასიათდებიან გულუხვობით, საიმედოობით. კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის სამუშაოს. კარგად აქვთ განვითარებული ფანტაზია. ტკივილის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარენი არიან. უყვართ სიმართლე და ბოლომდე იცავენ მას. ახასიათებთ ქედმაღლობა და ამპარტავნობაც. ხშირად ვერ იგებენ სხვის პრობლემებს ან უბრალოდ არ უნდათ მათი გაგება.

ყვითელი თვალები: იშვიათი ფერი. ყვითელთვალება ადამიანის ხასიათი, ქცევები და სიტყვები არაპნოგნოზირებადი და მოულოდნელია. არიან კარგი მეგობრები. კეთილი, მაგრამ ცბიერი და ფარული ადამიანები. ადვილად ხვდებიან ტყუილს.

მოყვითალო-მოშავო (ვეფხვისებური) თვალები: მსოფლიოში ყველაზე იშვიათი ადამიანის თვალის ფერი. ასეთი ხალხი მართლაც უნიკალურია – მათ კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია და ზებუნებრივი შესაძლებლობები. არიან ორიგინალურები, ძნელია მათი საქციელის წინასწარ განსაზღვრა. აქვთ ფეთქებადი, ემოციური, მარჯვე ბუნება.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.