როგორ არ გადავაქციოთ მიკრო სესხი დამატებით  ფინანასურ პრობლემად?

  • ihow.ge
  • სექტემბერი 22, 2016

sesxebiსაქართველოში 80–მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 20–ზე მეტი ონლაინ სესხის გამცემი კომპანია არსებობს. მათი მომსხურების მთავარი მიზანია დაგეხმაროთ მოულოდნელი ფინანასური პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა, ხშირად, მსესხებელი ვერ იაზრებს მიკროსესხის მთავარ დანიშნულებას და პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ სესხის აღების შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო რთუდება, რადგან მომხმარებელს მისი დაფარვა უჭირს.

იმისათვის რომ სწრაფი სესხის აღება დამატებით ფინანსურ პრობლემად არ გექცეთ, სესხის აღებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ, სწორი გათვლები გააკეთოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ისესხოთ თანხა, კონკრეტული მიკროსაფინანასო ორგანიზაციისგან.

საიტი http://sesxebi365.com სადაც მოცემულია ონლაინ სესხების ფართო ჩამონათვალი და ამავდროულად, დეტალური ინფორმაცია თითოეულის შესახებ, რათა კარგად  დაინახოთ სხვაობა და აარჩიოთ თქვენთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი, ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე და რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გიზიარებთ.

  1. რისთვის იღებთ სესხს? ძალიან მნიშვნელოვანია ონლაინ სესხის აღების დროს თანხის მარტივად მიღების იდეამ არ გაგიტაცოთ და კარგად გაიაზროთ, კონკტერულ სიტუაციაში ღირს თუ არა კრედიტის აღება. არ აიღოთ სესხი გასართობად, საყიდლებისთვის და მსგავს სიტუაციებში, თუ დარწმუნებული არ იქნებით რომ მის გასტუმრებას შეძლებთ.
  2. თუ მაინც გადაწყვეტთ სესხის აღებას, ნუ მიაქცევთ ყურადღებას რამდენია თანხის მაქსიმალური რაოდენობა, რასაც მიკროსაფინანასო ორგანიზაცია გსესხულობთ. განაზღრეთ რა თანხა გეყოფათ მოცემულ სიტუაციაში და ისესხეთ ზუსტად საჭირო რაოდენობა. ასევე, თანხის განსაზღვრისას ყურადღება მიაქციეთ თქვენს თვიურ შემოსავალსა და ხარჯს და დარჩენილი ნაშთით განსაზღვრეთ, შეძლებთ თუ არა მის დაფარვას. იმისათვის, რომ ზუსტად იცოდეთ რა თანხა ემატება ძირითად ვალს და  საბოლოოდ რამდენის დაბრუნება მოგიწევთ, გამოიყენეთ ონლაინ სესხების ვებ–გვერდებზე განთავსებული კალკულატორი.
  3. ჯერი  მიკრო სესხის გამცემი კონპანიის არჩევაზე მიდგა.  თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, მიკრო სესხების გამცემი კომპანიები მრავალფეროვან პირობებს გთავაზობენ. ამიტომ,    აუცილებლად განიხილეთ რაც შეიძლება მეტი ვარიანტი და  შედარების დროს ყურადღება გაამახვილეთ, თითოეული კომპანია რამდენ პროცენტს გირიცხავთ ძირითად თანხაზე, როგორც საკომისიო. ასევე დააკვირდით სესხის დაფარვის დაგვიანების შემთხვევაში  თითოეულ დღეზე ჯარიმად რამდენის გადახდა მოგიწევთ და რა პირობები და დამატებით გადასახადი აქვთ დაწესებული სესხის გადავადების შემთხვევაში. თუ ყურადღებით დააკვირდებით ამ მონაცემებს, გააკეთებთ სწორ არჩევანს და არ გადაიხდით ზედმეტს, რაც კიდევ უფრო გაგიადვილებთ სესხის დროულად გასტუმრებას.
  4. თუ ხვდებით, რომ ვერ ახერხებთ კრედიტის დაფარვას, აუცილებლად მოელაპარაკეთ შეღავათებზე გამსესხებელ ორგანიზაციას  და  ვალის გასასტუმრებლად არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ ახალი სესხი, ალტერნაიული კომპანიისგან . მოკლევადიან პერიოდში რამდენიმე სწრაფი სესხის აღება თქვენს ფინანსურ მდგომარეობას ძალიან დააზარალებს, გრძლევადიან პერიოდში კი სავალალო შედეგამდე მიგიყვანთ და გაპრობლელებული სესხების  დიდ რაოდენობას თქვენი შემთხვევაც დაემატება.

საბოლოოდ, პრაქტიკულად იაზროვნეთ, ყველა ნიუანსი გაითვალისწინეთ და ისე აიღეთ სესხი, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ მისი დაფარვა არ გაგიჭირდებათ.

სესხები

წინა «
შემდეგი »