როგორ არ დაგვავიწყდეს ნივთის თან წაღება?

  • guli-kizi
  • ივლისი 2, 2012

ნებისმიერი ჩვენგან აღმოჩენილა ისეთ არასასიამოვნო სიტუაციაში, რდესაც რაიმე ნივთი აუცილებლად გჭირდებათ და აღმოაჩენთ, რომ სახლში დაგრჩათ. სულაც არ არის სასიამოვნო მთელი ქალაქის ხელახლა გავლა სახლში დასაბრუნებლად, ან ამ ფაქტის გამო რაიმე მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩაგდება. ნეტა ასეთი რამ სულ არ ხდებოდეს, არა? გთავაზობთ ინსტრუქციას,  რომელშიც მოცემულია რამდენიმე უტყუარი ხერხები.

ინსტრუქცია

სიძნელის დონე: მარტივი

ხერხი 1

 

ყველაზე ძლიერი და აპრობირებული მეთოდი, რომელიც გადამოწმებულია მრავალი ადამიანის მიერ. ერთი შეხედვით სასაცილოდ ჩანს, მაგრამ თუ თქვენ ხვალ რაიმე დაგრჩებათ – სასაცილო სულაც არ იქნება… მაშ ასე, ვდებთ რაიმე ნივთს ფეხსაცმელში, რომელსაც დილით ჩავიცვამთ. თქვენ უკვე ვერსად ვერ წახვალთ თქვენი ნივთის გარეშე, თუნდაც სკლეროზი გჭირდეთ! მხოლოდ ოჯახის წევრები გააფრთხილეთ, რომ ვინმემ შემთხვევით არ ამოიღოს თქვენი ნივთი.

ხერხი 2

საღამოს, როცა უკვე არსად არ აპირებთ წასვლას, გასასვლელ კართან დადგით სკამი და მასზე მოათავსეთ ყველა თქვენი საჭირო ნივთი. ამ მეთოდით თქვენ ვერანაირად ვერ აუვლით გვერდს აუცილებელ და საჭირო ნივთებს.

ხერხი 3

სიტუაციაში, როცა თქვენ დროის მცირე მონაკვეთში უნდა დაგავიწყდეთ რაიმეს გაკეთება – აიღეთ ძაფი და მიიბით თითზე. მართალია ეს ოდნავ ხელს შეგიშლით, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოვა მუდმივი შეხსენება. ესე ვთქვათ ერთგვარი მოდიფიცრებული რუსული მეთოდი „узелок на память.“

ხერხი 4

მობილურ ტელეფონში არის ერთი სასარგებლო ფუნქცია, რომელსაც „შეხსენება“ ეწოდება. ადამიანთა უმრავლესობა ამ მეთოდს წარმატებით იყენებს. შესაძლებელია თქვენც მოგეწონოთ და გამოგადგეთ.

ხერხი 5

დადეთ ეს ნივთი სხვა ისეთ ატრიბუტთან ერთად, რომლის გარეშეც უბრალოდ არსად არ წახვალთ სახლიდან. ეს შეიძლება იყოს სათვალეები, გასაღები, მობილური და სხვა.

ხერხი 6

ნივთი, რომელიც დადებულია სამზარეულოს მაგიდის კუთხეში, არასდროს არ გვავიწყდება. ამის გაკეთება შეიძელება მხოლოდ წასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, ვინმემ რომ შემთხვევით არ ჩამოაგდოს. გასატეხი ნივთების ასე დატოვებას არ გირჩევთ.

წინა «
შემდეგი »