როგორ აღვადგინოთ Word-ის დაკარგული დოკუმენტი?

  • bacho1995
  • September 9, 2016
  • 0

ვორდითქვენ ბევრი იშრომეთ, იმუშავეთ, დაწერეთ საინტერესო ინფორმაცია და დაგავიწყდათ მისი შენახვა? ეს ის მომენტია, როდესაც ქვეყნად ყველაფერი გძულთ და სამყაროს დასასრული შვებას მოგგვრიდათ. არ ინერვიულოთ არის საშუალებები, რომლებიც ასეთ შემთხვევაში დაგეხმარებიან.
მოულოდნელად Word-ში დაკარგული ინფორმაციის აღდგენის რამოდენიმე მეთოდი არსებობს. იგულისხმება, რომ მარტივი სახის მეთოდების შესახებ უკვე მოგეხსენებად (ძირითადად Start-ში ძებნა იგულისხმებოდა) თუმცა საჭიროების შემთხვევაში შემიძლია მათ შესახებაც მოგაწოდოთ ინფორმაცია (კომენტარებში თუ დაფიქსირდება მსგავსი სურვილი).
მეთოდი 1 – გადატვირთეთ Word და შემდეგ აღადგინეთ დაკარგული ფაილი
თუ გადატვირთავთ კომპიუტერს (ან მუშაობის დროს უბრალოდ გამოგერთვებათ ის) Word-ის ფაილის აღდგენა სავსებით მარტივია. ფაილის გახსნის შემდეგ მარცხენა კუთხეში იქნება ჩარჩო, რომელშიც მოცემული იქნება თქვენი დაუმთავრებელი საქმე. მაუსის ორჯერ დაკლიკვით კი შეძლებთ ფაილის გახსნას და იქიდან გაგრძელებას, სადაც შეჩერდით.
მეთოდი 2 – თუ აღმდგენი პანელი (მარცხენა მხარეს) არ გამოჩნდა შემდეგი ეტაპები დაგეხმარებათ
1. გახსენით Word-ი File menu-ში გახსენით ბოლო დოკუმენტები (Recent Documents).
2. ჩამოწიეთ ბოლო ფაილებამდე და დააჭირეთ დაუმახსოვრებელი დოკუმენტის აღდგენას (Recover Unsaved Documents).
3. თუ იპოვეთ სასურველი ფაილი ორჯერ დააკლიკეთ მაუსს და გახსნით მას.
4. გირჩევთ სასწრაფოდ შეინახოთ (“დაასეივოთ”) ფაილი.
დამატებითი რჩევა:
იმისათვის, რომ დაარეგულიროთ პროგრამის შენახვის ფუნქციის ინტერვალი (რამდენ წუთში ერთხელ შექმნას ასლი ავტომატურად) საჭიროა დააჭიროთ მარცხენა ზედა კუთხეში არსებულ ღილაკს File გადადით პარამეტრებში (Options) გახსნილ ფანჯარაში მარცხნივ მდებარე ჩამონათვალიდან აირჩიეთ Save.

word-file-options

მიუთითეთ სასურველი ინტერვალი save AutoRecover information every-ში და ნიშნული გაუკეთეთ Keep last autosaved version if I close without saving. სავსებით საკმარისია 10 წუთის მითითება, თუმცა ამის არ შემოიზღუდებით და ნებისმიერი დროის მითითება შეგიძლიათ. ცვლილებების გაკეთების შემდეგ, მოქმედების დასასრულებლად დააჭირეთ ღილაკს OK.

save-keep-the-last-autosave

მომავალში აღარ შეგექმნებათ პრობლემები თუ რამდენიმე საფეხურს დაიმახსოვრებთ, Word-ის მიერ ავტომატურად შენახული ფაილის აღდგენისთვის, საჭიროა შეხვიდეთ File შემდეგ Info-ში. დააჭირეთ ღილაკს Manage Versions და ჩამონათვალში აირჩიეთ Recover Unsaved Documents.

ფაილის აღდგენის დაყენება

გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი აღსადგენი ფაილი და გახსენით იგი. მას შემდეგ რაც თქვენ გახსნით ამ დოკუმენტს საჭიროა მისი შენახვა, რადგან თავიდან ავიცილოთ ის პრობლემა, რომელიც აქამდე შეგვექმნა.

წინა «
შემდეგი »