როგორ აღვზარდოთ ლეკვი?

  • LordCrow
  • მაისი 8, 2014

ლეკვილეკვის აღზრდა საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი პატრონისთვის. ლეკვებს უყვართ თამაში და ლეკვობის პერიოდში ისინი ისაქმებენ საკმაოდ ხშირად, ეს კი პრობლემას წარმოადგენს მათთვის, ვისაც ძაღლი სახლში ჰყავთ. მიუხედავად ამისა, თუ თქვენ ყველაფერ ამას მოთმინებით მიუდგებით, თქვენ გეყოლებათ ჯანმრთელი და ბედნიერი ძაღლი.

 

საჭირო ნივთები –

* ძაღლის სახლი, საცხოვრებელი მოწყობილობა, სადაც მცირე ზომის ძაღლებს ძინავთ. (არ არის აუცილებელი);

* ძაღლის საწოლი;

* სათამაშოები(აუცილებელია, რადგან თუ ლეკვმა ვერაფრით ითამაშა, მისთვის შეიძლება თქვენი პირადი ნივთები იქცნენ გართობის საშუალებად);

* საყელური და ღვედი;

* მაღალი ხარისხის საკვები;

* დასავარცხნი და მოსაწესრიგებელი საშუალებები.

ნაბიჯი 1 – ჯიშის სწორად შერჩევა

შეარჩიეთ ძაღლის ჯიში თქვენი ბინის ან საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, თუ თქვენ ცხოვრობთ კერძო სახლში, რომელსაც აქვს ნორმალური ეზო თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ იყოლიოთ დიდი ზომის ძაღლი, როგორიცაა კავკასიური ან გერმანული ნაგაზი, მაგრამ თუ თქვენ ცხოვრობთ კორპუსში და არ გაქვთ ეზო თქვენთვის არ არის რეკომენდირებული დიდი ძაღლის ყოლა, რადგან ისინი ძალიან ენერგიულები არიან და ენერგიის ვერ დახარჯვის შემთხვევაში თქვენი სახლი დაზარალდება. ბინებში მცხოვრებთათვის რეკომენდირებულია ძაღლის საშუალო ან პატარა მშვიდი ბუნების ჯიში, როგორიცაა ჩიხუახუა, კოკერსპანიელი და სხვა.

ნაბიჯი 2 – აცრები

გაიარეთ კონსულტაცია გამოცდილ ვეტერინართან, მიყევით მის რჩევებს და გაუკეთეთ თქვენს ძაღლს შესაბამისი აცრები, ამით თქვენ თავიდან აიცილებთ უამრავ დაავადებას, რომლებმაც შეიძლევა ავნონ, არამარტო თქვენ ლეკვს, არამედ თქვენც.

ჰასკი

ნაბიჯი 3 – მიეცით ძაღლს რაც შეიძლება მეტი სათამაშო

ხშირად ლეკვები მოწყენილობის გამო ხდებიან დამანგრევლები რადგან მათ არ შეუძლიათ ენერგიის დახარჯვა. ისინი ხევენ შპალერს, ღეჭავენ ფეხსაცმელებს, ამის თავიდან ასაცილებლად მიეცით მათ სათამაშოები, რადგან ყურადღება გადაიტანონ მათზე და შესაბამისად მეტი ენერგია დახარჯონ.

ნაბიჯი 4 – კვება

გამოკვებეთ თქვენი ლეკვი მაღალი ხარისხის საკვებით, შეადგინეთ გრაფიკი , რის მიხედვითაც გამოკვებავთ მას, რადგან არეულმა რეჟიმმა შეიძლება გამოიწვიოს მისი კუჭის გადატვირთვა. ყოველი ჭამის შემდეგ გაასეირნეთ იგი, რათა უფრო კარგად შეეჩვიოს გარეთ მოსაქმებას. საჭმლის ჭამამდე შეეცადედ ასწავლოთ ძირითად ბრძანებებზე დამორჩილება. ესენია, დაჯექი, ადექი, მოდი, დაწექი.

ნაბიჯი 5 – გასეირნება

თუ ვეტერინარი გეტყვით, რომ თქვენ ლეკვს უკვე თავისუფლად შეუძლია გასეირნება, ადრევე დაიწყეთ მისი გარესამყაროსთან შეგუება, ეს მას დაეხმარება სოციალიზაციაში, როგორც ხალხში, ისე ძაღლებში, შეეცადეთ მან ითამაშოს მშვიდ ძაღლებთან, რადგან თავიდან აიცილოთ მისი დაზიანება. პატარაობიდანვე შეაჩვიეთ გარეთ მოსაქმებას, მიუხედავად იმისა, რომ ლეკვები საშუალოდ 5 თვემდე სახლში ისაქმებენ, მაინც კარგი იქნება თუ მას ბალახიან ადგილებში ასწავლით მოსაქმებას ადრეული ასაკიდან, ამით თქვენ საქმეს ბევრად წინ წაიგდებთ, რადგან იგი მალე ისწავლის თუ სად უნდა მოისაქმოს. ამავდროულად ლეკვებს საკმაოდ სუსტი თეძოები აქვთ, გარეთ გასვლა და მცირე სეირნობაც კი საკმაოდ აძლიერებს მათ ორგანიზმს.

ნაბიჯი 6 – ბრძანებები

ბრძანებების შესრულება ადრეული ასაკიდან ასწავლეთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს, აიღეთ მისი საჭმელი და ბრძანების სწორად შესრულების შემთხვევაში დაასაჩუქრეთ იგი. ყველაზე ადვილი ბრძანებაა მოდი. დაჯექით იატაკზე და დაიდეთ ძაღლის საჭმელი ხელის გულზე უმეორეთ მას სიტყვა მოდი სანამ იგი არ მოვა და მის საკვებს არ შეჭამს, როდესაც იგი ამ პროცესს კარგად შეეჩვევა. დაჯექით და აღარ დაიდოთ საჭმელი ხელის გულზე, ჩაიდეთ იგი ჯიბეში ისე, რომ ძაღლმა ეს არ შეამჩნიოს, უმეორეთ ბრძანება სანამ იგი არ მოვა, როდესაც მოვა მაშინ ჯიბიდან ამოიღეთ საკვები დაასაჩუქრეთ და შეაქეთ იგი, იმეორეთ ეს იქამდე სანამ იგი კარგად არ შეეჩვევა ამ ბრძანებას. ხშირად აქეთ იგი, როდესაც კარგად მოიქცევა და თქვენს ბრძანებას დაემორჩილება, არ შეაქოთ და არ მოეფეროთ, მაშინ როდესაც იგი არ დაგემორჩილებათ, მაგრამ არ უყვიროთ და სცემოთ არ დამორჩილების შემთხვევაში, რადგან ისინი ვერ მიხვდებიან რაზე ეჩხუბებით.

ნაბიჯი 7 – სწორად მოპყრობა

თუ მათ რამე დააშავეს, შეჭამეს თქვენი საჭმელი ან გაანადგურეს თქვენი რვეული, არავითარ შემთხვევაში არ სცემოთ იგი,  მიიტანეთ თქვენი დაზიანებული ნივთი მაშინვე მის ცხვირთანდა უმეორეთ ფრაზა, რომლითაც თქვენ მას დამნაშავედ აგრძნობინებთ თავს, მაგალითად – ცუდი ძაღლი ხარ, ცუდი ბიჭი ხარ და ა.შ. ასეთი ფრაზის შერჩევა თქვენზეა დამოკიდებული.

ლეკვის საჭმელი

ნაბიჯი 8 – მოწესრიგება

მოაწესრიგეთ თქვენი ლეკვი მინიმუმ კვირაში ერთხელ, კარგად დავარცხნეთ და დააჭერით ფრჩხილები. ამით თქვენ უფრო გაალამაზებთ მას და თავიდან აიცილებთ ყოველდღიურ სახლის დალაგებას.

ნაბიჯი 9 – ელაპარაკეთ მას

შეაჩვიეთ ლეკვი ლაპარაკს, ესაუბრეთ მას ყოველთვის, როდესაც მასთან იქნებით, შეაჩვიეთ იგი თქვენთან კომუნიკაციას და მერწმუნეთ იგი ბევრად უფრო დამჯერი და ჭკვიანი გახდება. ძაღლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გონების სავარჯიშო სწოროედ ადამიანთან კომუნიკაციაა. ელაპარაკეთ ლეკვს, როგორც პატარა ბავშვს ელაპარაკებიან და შედეგი თქვენთვითონვე გაოცებულს დაგტოვებთ.

წარმატებებს გისურვებთ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.