როგორ აღვიდგინოთ ენერგია?

  • Creed
  • November 10, 2013
  • 0

ენერგია-ihow.geსამსახურისა თუ სწავლის შემდგომ ჩვენ მნიშვნელოვნად ვიღლებით, რის გამოც სახლში მოვდივართ ძალიან პასიურები და არაფრის კეთების ხასიათზე. ყველაფერი იმის ბრალია, რომ დღის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრ ენერგიას ვხარჯავთ. როგორც ნებისმიერი ჩვენი ტექნიკა, ასევე ჩვენც ვსაჭიროებთ დატენვას. ეხლავე აგიხსნით თუ როგორ ხდება ადამიანის ენერგეტიკული “დატენვა”.

 

დაწოლილი-რელაქსაცია-ihow.geპირველი მეთოდი – ეს არის სრულყოფილი რელაქსაცია. დაწექით მაქსიმალურად კომფორტულად, ხელები დაალაგეთ ან ტანის გასწვრინ ან გულ-მკერდის არეზე. შემდგომ წარმოიდგინეთ თუ როგორ დუნდება თქვენი ორგანიზმი. არა მთლიანად, ჯერ დაწყებული ფეხის თითები და შემდგომი მიყოლებილო მთელი სხეული. თუ ამ დროს თქვენ დაძაბეთ რაიმე სხეულის ნაწილი, მაშინ ყველაფერი დაიწყეთ თავიდან. ასევე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ როგორ წევხართ პლაჟზე და თბებით მზის სხივების ქვეშ. 5-10 წუთი რელაქსაციის შემდგომ თქვენ კარგად დაისვენებთ და დააგროვებთ ენერგიას. მძიმე სამუშაო პირობებშიც კარგია რელაქსაციის გაკეთება, თუ გაქვთ ამის საშუალება.

დგომითი-რელაქსაცია-ihow.geმეორე მეთოდი – ეს კეთდება პირველი მეთოდის შემდგომ. დადექით როგორც გესიამოვნებათ და წარმოიდგინეთ თითქოს თქვენი ფეხები ჩაფლულია ღმად მიწაში. თქვენ თითქოს იღებთ ენერგიას მიწიდან, რომელიც შემოდის ქუსლებიდან, მიემართება ფეხებში შემდგომ ზურგის გავლით კისრისკენ. გამოსვლისას კი, იგი მიემართება კუდუსუნამდე მკერდის გავლით და ისევ ამოდის კისრამდე ზურგის გავლით. ასე თქვენ აგროვებთ ე.წ. “ენერგიის რგოლებს”. ასე გააგრძელეთ 3-5 წუთის განმავლობაში.

 

მუდრუ-ihow.geმესამე მეთოდი – აქ ჩვენ დავაგროვებთ კოსმოსურ ენერგიას. ამობობენ რომ მისი დაგროვება ყველაზე კარგია დილით და საღამოთი, რადგანაც ამ დროს ჰაერის სივრჩეში იმყოფება ენერგიის დიდი მოცულობა. დაჯექით ლოტუსის პოზაში და ხელის მტევანი განაწყეთ მუდრუს სტილში (სურათზე როგორცაა გამოსახული). ისუნთქეთ ესეთი სქემით: 5-5-5-5, ჩასუნთქვა-შეკავება-ამოსუნთქვა-შეკავება და თავიდანვე გაიმეორეთ. ჩასუთქვისას წარმოიდგინეთ თუ როგორ კოსმოსური ენერგია სფეროს თქვენს თავზედ, შეკავების დროს იგი ივსება ამ ენერგიით, ამოსუნთქვისას ეს სფერო შედის თქვენს ორგანიზმში და ავსებს მას ენერგიით, და ბოლო შეკავების დროს სფერო უბრუნდება თავდაპირველ მდგომარეობას. გააკეთეთ 4-5 წუთის განმავლობაში.

ენერგია ჯობია წარმოიდგინოთ ფერადად. მაგალითად კოსმოსური ენერგიას მისცეთ იისფერი ხოლო მიწის ენერგიას კი მწვანე.

წინა «
შემდეგი »