როგორ აღვნიშნოთ დედამიწის დღე?

  • An'na
  • January 14, 2016
  • 0

დედამიწადედამიწის დღის აღნიშვნა 22 აპრილს ხდება 1970 წლიდან. შემდეგ ის გახდა მსოფლიო მოვლენა, რომელიც 192 ქვეყანაში აღინიშნება. დედამიწის დასახმარებლად სპეციალური დღის დათმობა ამტკიცებს იმას, თუ როგორ ვზრუნავთ ჩვენი პლანეტის მომავალზე. არ აქვს მნიშვნელობა, რისი გაკეთება მოგწონთ ყველაზე მეტად. დედამიწის დღეში ჩასართავად უამრავი გზაა. შეგიძლიათ დარგოთ ხე, მოამზადოთ საკვები ადგილობრივად მოყვანილი ბოსტნეულისგან, ასწავლოთ თქვენ ოჯახის წევრს, მოაგროვოთ ნაგავი სამეზობლოში, გააკეთეთ ჩიტის სახლი, დაზოგეთ ენერგია-შესაძლებლობები უსაზღვროა. გახსოვდეთ, რომ არაა აუცილებელი დედამიწის დღე იყოს, რათა გამოავლინოთ სიყვარული იმ პლანეტის მიმართ, რომელსაც სახლს ვეძახით.

 

1. შეისწავლეთ მეტი გარემოს შესახებ.

დედამიწის დღე კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ  საკუთარ თავზე აიღოთ ვალდებულება, შეისწავლოთ მეტი გარემოს შესახებ და იმსჯელოთ მისი დაცვის გზებზე. წაიკითხეთ სტატიები იმის შესახებ რა აზიანებს ყველაზე მეტად გარემოს, როგორიცაა გამონაბოლქვი, წყლის დეფიციტი და კლიმატის ცვლილება. ან მოიძიეთ ინფორმაცია ისეთ რეგიონზე, რომელიც მანამდე არ გაგიგიათ, მაგალითად: პოლარულ, უდაბნოს ან ტროპიკულ რეგიონებზე. არ ხართ დარწმუნებული რითი დაიწყოთ? შეამოწმეთ ადგილობრივი ახალი ამბების წყაროები გარემოს პრობლემებზე მეტი ინფორმაციისათვის.

  • გაიგეთ როგორ გავლენას ახდენს გარემოს კლიმატის ცვლილება და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ შემთხვევაში.
  • თუ დიდ ქალაქში ცხოვრობთ, მაშინ შეისწავლეთ ქალაქური გარემოს პრობლემები როგორიცაა სასმელი წყლის დაბინძურება და ენერგიის დაზოგვა.
  • თუ თქვენ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს წყალია, გამოიკვლიეთ არის ის სუფთა და ჯანმრთელი, თუ სჭირდება გარკვეული დახმარება.
  • გაარკვიეთ რა სახეობის ბინადრები არიან გადაშენების პირას.

2. შეუერთდით გარემოს დაცვის ჯგუფებს. მოიფიქრეთ რომელი პრობლემა გაწუხებთ ყველაზე მეტად და თუ ჯერ არ მოგიფიქრებიათ, მაშინ შეურთდით ადგილობრივ გარემოს დაცვის ჯგუფს, რომელიც საკუთარ თავზე იღებს გარემოს დაცვით საქმიანობას თქვენს რეგიონში. დედამიწის დღე არაჩვეულებრივი საშუალებაა ამ საქმიანობაში ჩაბმისათვის. თითქმის ყველა დასახლებაში შეძლებთ  იპოვოთ ადგილობრივი ჯგუფები, რომლებიც აკეთებენ შემდეგს:

  • გეგმავენ ადგილობრივი წყლებისა და ნაპირების მოწესრიგებას.
  • არაჯანსაღი ჰაერი და წყლის დაბინძურება
  • რგავს ხეებს და აწყობს დასახლებებში ბაღებს.
  • იცავს საცხოვრებელ ადგილებს საშიშროების განვითარებისაგან
  • ვერ პოულობთ ასეთ ჯგუფს? დაიწყეთ საკუთარის შექმნა.

 

3. გაავრცელეთ ინფორმაცია. ყველას აქვს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ცოდნა, რომლის სხვა ხალხისთვისაც გაზიარებაც შეუძლიათ. უბრალოდ ისაუბრეთ ამ თემაზე ისეთ ადამიანებთან, რომლებიც არ თვლიან საჭიროდ დედამიწის დღის აღნიშვნას. მოუყევით თქვენს მშობლებს, მეგობრებს, მასწავლებლებს, ნათესავებს და ნებისმიერს ვისაც გსურთ. აქ არის რამდენიმე მეთოდი:

  • მოამზადეთ მოხსენება ადგილობრივ ბიბლიოთეკაში: როგორ გამოვიყენოთ კომპოსტი ჭიაყელებზე.
  • წაიყვანეთ ბავშვების ჯგუფი გადამამუშავებელ ცენტრში და ანახეთ როგორ ამუშავებენ ნივთებს.
  • წაიკითხეთ ლექსები ბუნებაზე პარკში.
  • შესთავაზეთ თქვენს კოლეგებს სწავლება, რომელიც დაეხმარება გააკეთონ სწორი არჩევანი ლანჩის დროს გარემოსთან დასაახლოებლად.
  • თუ ვინმემ არ იცის არაფერი, ან არც ისე ბევრი იცის, მაშინ ასწავლეთ მათ მეტი თქვენი ცოდნის ზრდილობიანად გამომჟღავნებით.
  • აარჩიეთ მეგობრები, რომლებიც ჩაიცვამენ მწვანე და ყავისფერ ფერებს. თუ ვინმე გკითხავთ რატომ გაცვიათ ასე, მაშინ თქვენ მოუყვებით დედამიწის დღის შესახებ.

4. წადით დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, შეკრებაზე. შეიძლება თქვენი სკოლა, ქუჩა ან სამეზობლო გეგმავს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გამოფენის მოწყობას. თუ თქვენს დასახლებას არ აქვს დაგეგმილი მსგავსი რამ, მაშინ დაიწყეთ მისი შექმნა თქვენ. იდეალური დღეა ერთად შესაკრებად, გასართობად და საგანმანათებლო დღის აღსანიშნავად. შეგროვილი ფული შეგიძლიათ გადარიცხოთ ადგილობრივ გარემოს დაცვის პროექტში. დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე ხშირად შეხვდებით შემდეგ შემოთავაზებებს:

  • ეკოლოგიურად სასარგებლო პროდუქტის დემონსტრირება
  • ბავშვების მიერ დედამიწის თემატიკაზე შექმნილი მასალა
  • ადგილობრივი/ჯანმრთელი საკვები
  • ცხოველზე ზრუნვის დემონსტრაცია
  • გადამუშავებული პროდუქტისგან დამზადებული სათამაშოები ბავშვებისთვის
  • მუსიკოსები და მსახიობები ასრულებენ ეკოლოგიურ სიმღერებს და ხუმრობებს
  • ჯიხურები გამოუყენებელი ნივთების გადასამუშავებლად
  • ადგილობრივი ეკოლოგიური ორგანიზაციები წარმოადგენენ თავიანთ პროდუქტს.

ხალხი

5. განიცადეთ სიამოვნება დედამიწის დღის გასართობებით. ინტერნეტში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი უამრავი სიმღერის ტექსტი დევს. მათი უმეტესებო ცნობილ მელოდიას მიყვება და ამიტომ მის სიმღერას ბევრი შეძლებს. ეს არაჩვეულებრივი საკლასო აქტივობაა და ახალგაზრდა ბავშვებს ეკოლოგიურ საკითხებში დააინტერესებს. აპლიკაცია “iTunes”-ს აქვს უამრავი ასეთი სიმღერა. ჩაწერეთ შემდეგი სიტყვები: “პლანეტა”, “დედამიწა” “საფრთხეში მყოფი” “დაბინძურება” და ა.შ.

სიმღერა

6. მოამზადეთ სპეციალური კერძი. მოიწვიეთ ოჯახი ან მეგობრები და დაგეგმეთ მენიუ, რომელშიც შესული იქნება მხოლოდ ადგილობრივი პროდუქტისგან დამზადებული საკვები. ისინი სასარგებლოა და მინიმალური ზეგავლენა აქვთ ეკოლოგიაზე. უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, ხილს და სხვა ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ცოტა რესურსებს იყენებენ გაზრდისას. თუ ხორცი გსურთ, მაშინ გამოიყენეთ ადგილობრივი, ორგანული ხორცი. ეცადეთ ყველა პროდუქტი იყოს ორგანული.

  • კერძის მოსართავად გამოიყენეთ გადამუშავებული დეკორაციები, ახლის ყიდვის ნაცვლად.

7. გახსოვდეთ რომ ყოველი დღე დედამიწისაა! ნებისმიერი რამ, რაც დაეხმარება ჩვენ გარემოს, არაჩვეულებრივი იქნება არამხოლოდ დედამიწის, არამედ ნებისმიერ დღეზე გასაკეთებლად. არ გააკეთოთ ეს წელიწადში ერთხელ. ისწავლეთ როგორ იზრუნოთ გარემოზე ყოველთვის. ჩვენი პლანეტის განკურნებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. თუ ერთმანეთის მაგალითზე ვისწავლით, სხვები მალე ისწავლიან რომ დედამიწა ჩვენთვის წელიწადის ყოველ დღეს მნიშვნელოვანია.

8. დარგეთ ხეები. რადგან დედამიწის დღე ემთხვევა ამერიკის ლილვის დღეს, ხეების დარგვა ძალიან აქტუალურია. ხეები ამცირებს სათბურის ეფექტის გავრცელების შანსს, ეხმარება დაბინძურების შემცირებას, იცავს ნიადაგს ეროზიისგან და უზრუნველყოფს სახლს მრავალი ფრინველისთვის, მწერისთვის და სხვა ცხოველებისთვის. შემდეგ კი თითქმის აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი საქმე დედამიწის დღისთვის, როგორიცაა ხის დარგვა.

  • აარჩიეთ ისეთი ხე, რომელიც იცით რომ თქვენს კლიმატს დაეხმარება. კარგი იქნება თუ იპოვით თქვენ დასახლებაში გავრცელებულ სახეობას. თუ არჩევანში დარწმუნებული არ ხართ, შეგიძლიათ კითხოთ მცენარეების მაღაზიის გამყიდველს.
  • იმისათვის რომ ხე გაიზარდოს მაღალი და ძლიერი, დარწმუნდით რომ ის სწორად დარგეთ. აარჩიეთ სწორი ადგილი, გათხარეთ საჭირო ადგილი და ხის მორწყვა თავიდანვე კარგ შედეგს გამოიღებს.

ხეების დარგვა

9. დარგეთ ველური ყვავილები.  აარჩიეთ ყვავილები, რომლებიც თქვენ საცხოვრებელ არეშია გავრცელებული და დარგეთ ისინი თქვენს ბაღში. ადგილობრივი მცენარეების აღდგენა მიიზიდავს ადგილობრივ ფრინველებს, ადგილობრივ ძუძუმწოვრებს, ყვავილების დამტვერავ მწერებს. რამდენიმე ყვავილი, რომელიც ველურ ცხოვრებას გავს:

  • თუ გსურთ მონარქი პეპლების მოზიდვა, მაშინ დარგეთ სამფერა ია, გოლდენროდი.
  • თუ ფუტკრების მოზიდვა გსურთ, დარგეთ ლავანდა ან სალბი.
  • თუ გსურთ კოლიბრის მოზიდვა, მაშინ დათესეთ წითელი ფუტკარა, პეტუნია ან შროშანა.

ველური ყვავილები

10. გულთბილად მიიღეთ ცხოველები თქვენ ეზოში. თქვენ ეზოში შეგიძლიათ უამრავი რამ გააკეთოთ დედამიწის ქმნილებებისთვის. ბევრი ადამიანი საკუთარი ბაღიდან აძევებს მწერებს, მღრღნელებს, ჩიტებს და ქვეწარმავლებს, მათ კი ადამიანებივით სახლი სჭირდებათ. დედამიწის დღის დაწყებისას, რატომ არ მოვიწვიოთ პატარა მეზობლები ჩვენთან?

  • ნაცვლად მთელი ეზოს გათიბვისა, დატოვეთ მცირე ადგილი გასათიბი. ფუტკრები, პეპლები და უამრავი სხვა მწერი ამას თბილ მიპატიჟებად ჩათვლის. თუ გეშინიათ იმის, რომ მწერები სახლში შემოვლენ, დატოვეთ გასათიბი ადგილი არა სახლის გვერდით, არამედ მისგან მოშორებით.
  • დააყენეთ ჩიტის საკვებური, ციყვის საკვებური, კოლიბრის საკვებური ან ნებისმიერი სხვა ტიპის საკვებური.
  • უზრუნველყავით წყლის წყარო, პატარა აუზივით.
  • არ ეცადოთ თავი დაააღწიოთ გველებს, ხვლიკებს, ბაყაყებს, თხუნელებს, ციყვებს და სხვა ქმნილებებს, რომლებთაც სურთ თქვენს ეზოში ყოფნა.ზოგიერთი მათგანი ძალიან სასარგებლოა. ისინი ასუფთავებენ თქვენს ეზოს, ჭამენ კოღოებს და აუმჯობესებენ ბიო-მრავალფეროვნებას.

11. ესაუბრეთ თქვენს მეზობლებს ორგანულობაზე. პესტიციდებს და ჰერბიციდებს შეუძლიათ გაანადგურონ ველური ცხოველები, ადგილობრივი მცენარეები, ხეები, შინაური ცხოველები და ადამიანებიც კი. დედამიწის დღეს მაშინ აღნიშნავთ, როდესაც ქიმიკალების გამოყენებას შეწყვეტთ და მის ნაცვლად ორგანული ნივთიერებებით გაანადგურებთ სარეველებს და პარაზიტებს.

  • პარაზიტების მოშორება ძველებური მეთოდით უფრო ეფექტური იქნება ვიდრე პესტიციდების გამოყენებით. სხადეთ დარგოთ გავრცელებული მცენარეები რათა გააკონტროლოთ მწერების რაოდენობა. გამოიყენეთ წყალი შესასხურებლად ისეთი მწერების ბოსტნეულიდან მოსაშორებლად, როგორიცაა მცენარის ტილი.
  • როდესაც საქმე ეხება სარეველებს, მათი ხელით ამოგლეჯვა ყველაზე ეფექტური გზაა.

12. მოითხოვეთ ადგილობრივი ველური ადგილების დაცვა. ნუთუ თქვენ ოკეანის, მდინარის, ტყის, ჭაობის ან ტბის მახლობლად ცხოვრობთ, ისეთ ადგილზე, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა. ისინი არიან მრავალი მცენარისა და ცხოველის სახლი. ისინი უზრუნველყოფენ საკვებს და თავშესაფარს მათთვის. დედამიწის დღეზე, მოითხოვეთ მათი დაცვა შემდეგი ნაბიჯების გამოყენებით:

  • შეურთდით ჯგუფს,რომელიც მუშაობს ასეთი ადგილების დაცვაზე დაბინძურებისაგან და მშენებლობებისაგან.
  • მოუწოდეთ ხალხს ველური სახეობების პატივისცემისაკენ. არ დაუნგრიონ, დაუბინძურონ მათ საცხოვრებელი ადგილები და არ დაანაგვიანონ წყალი.

მოწოდება

13. მოაგროვეთ ნაგავი თქვენს დასახლებაში. ბევრი ჯგუფი შაბათ-კვირას იყენებს ბილიკების, გზებისა და სამეზობლო ქუჩების იმ ნაგვის მოსაგროვებლად, რომელიც წინა დასუფთავების დღის შემდეგ დაგროვდა. უამრავი კომპანია ჩუქნის ხელთათმანებს და ჩანთებს დასუფთავების ჯგუფებს. მას შემდეგ რაც ჯგუფი შეაგროვებს ნაგავს და განათავსებს გადასამუშავებელ ჩანთაში გზის ნაპირზე, მოსახლეობის ნაწილს მიაქვს ჩანთები. ეს არაჩვეულებრივი საზოგადო პროექტია, რომელიც შეგიძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფთან ერთად გააკეთოთ.

14. მიირთვით საკვები ადგილობრივი წყაროებიდან. ისეთი საკვების ჭამა, რომელიც თქვენთან ახლოს არის მიღებული, მნიშვნელოვანია უამრავი მიზეზის გამო. ადგილობრივად მოყვანილი საკვების მოტანას არ სჭირდება ბევრი საწვავი თქვენ ქალაქში მოსასვლელად და მაღაზიის თაროებზე დასაწყობად. რაც უფრო ახლოს არის ის მოყვანილი, უფრო უახლოვდებით ეკოლოგიასთან მეგობრულ ურთიერთობას.

  • ფერმერის მარკეტი არის არაჩვეულებრივი ადგილი ადგილობრივი საკვების შესაძენად. ასეთ მაღაზიებში საკვების დიდი ნაწილი მოყვანილია 50 მილის რადიუსზე.
  • ზოგიერთ სასურსათო მაღაზიას აქვს ადგილობრივად მოყვანილი საკვებისთვის მიძღვნილი სექცია. მოძებნეთ ისეთი საკვები, რომელიც თქვენს ქალაქში აწარმოეს.
  • შეიძინეთ ისეთი საკვები, რომელიც პატარა ფერმაშია მოყვანილი, ნაცვლად დიდი ქარხნებისა.

15. ბაღში დარგეთ ბოსტნეული. როდესაც საქმე ადგილობრივად მოყვანილ საკვებს ეხება, არაფერია საკუთარ სახლზე უფრო ახლოს. შეგიძლიათ უამრავი განსხვავებული ბოსტნეული მოიყვანოთ მცირე ადგილზე. დედამიწის დღე არაჩვეულებრივი დროა ბოსტნეულის დასარგავად. სცადეთ ბალახის მოშორება და შემდეგ სხვადასხვა ბოსტნეულის დარგვა, რომელსაც ზაფხულში მიირთმევთ.

  • გოგრა ძალიან კარგი არჩევანია.ერთი მცენარის მიერ წარმოებული გოგრა საკმარისია ოჯახისთვის რამდენიმე კვირისთვის.
  • პომიდორი კარგია დამწყები მებაღეებისთვის.
  • ლობიოს შედარებით ნაკლები მოვლა სჭირდება.
  • სამკურნალო მცენარეებს ცოტა ადგილი სჭირდებათ, გარდა ამისა ქოთანშიც იზრდებიან.

16. განიხილეთ ვეგეტარიანელობა ან მკაცრი ვეგეტარიანული დიეტა. ხორცის დიდი ნაწილი წარმოებულია ისეთ ინდუსტრიულ გარემოში, რომელიც აბინძურებს ეკოლოგიას და ცუდად ექცევა ცხოველებს. მასობრივი წარმოების ხორცი ძირითადად გაბერილია ჰორმონებით, რომლებიც მათ ადამიანებისათვის სახიფათოს ხდიან. ხორცის ამოღება დიეტიდან არაჩვეულებრივი გზაა ეკოლოგიის დასახმარებლად. რატომ არ გავხადოთ 22 აპრილი პირველი უხორცო დღე?

  • ვეგეტარიანული დიეტა მხოლოდ თევზს და ხორცს არ მოიცავს, როდესაც მკაცრი ვეგეტარიანული დიეტა ყველა ცხოველურ პროდუქტს კრძალავს (მოიცავს კვერცხს, თაფლს და რძის პროდუქტებს). აირჩიეთ ისეთი დიეტა, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისთვისაა უკეთესი.
  • თუ არ გსურთ ხორცის მთლიანად ამოღება, მაშინ მიირთვით ხორცის პროდუქტი ისეთი ფერმებიდან, რომელსაც კარგად იცნობთ.

ვეგეტარიანული

17. მოამზადეთ საკვები თქვენით. მზა საკვები შეიცავს კონსერვანტებს და სჭირდება ბევრი შეფუთვა, რომელიც მათ გაფუჭებისგან იცავს, სანამ მიირთმევთ. შეამოწმეთ გაყინული სადილის, შეფუთული წასახემსებლებისა და სხვა ჩვეულებრივი პროდუქტების ინგრედიენტები. ისინი  ხშირად შეიცავენ ზედმეტ შაქარს, ქიმიურ სანელებლებს და სხვა ინგრედიენტებს რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის და ეკოლოგიისთვის ძალიან მავნეა. ამის მარტივი გადაწყვეტაა ვიყიდოთ ნატურალური პროდუქტი და მოვამზადოთ.

  • თუნდაც პროდუქტს ეწეროს “ნატურალური”, მაინც შეამოწმეთ ინგრედიენტები. თუ ინგრედიენტებში ისეთი სიტყვებია, რომლებსაც ვერ იგებთ, მაშინ ეს პროდუქტი ნამდვილად არ გჭირდებათ!

18. შემცირება, განმეორებით გამოყენება, გადამუშავება. იყიდეთ რაც შეიძლება ცოტა და ეცადეთ არ შეიძინოთ ისეთი პროდუქტი, რომელსაც უამრავი შეფუთვა აქვს. დაიწყეთ დედამიწის დღე კარგი ჩვევებით და ისინი მთელი წელი გაგყვებათ. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ხერხი, რათა შეამციროთ, განმეორებით გამოიყენოთ და გადაამუშაოთ.

  • მხარში ამოუდექით ადგილობრივ მებაღეებს და მწარმოებლებს. ეს არ მოიცავს შორს გადაფრენას და სათბურის ეფექტის შექმნაში წვლილის შეტანას.
  • ატარეთ თქვენი ბოთლი თქვენთან ერთად. არ გამოიყენოთ ერთჯერადი თეფშები, ჩანგლები და ა.შ.
  • გამოიყენეთ ნაჭრის ჩანთები და გადაამუშავეთ ცელოფნის პარკები!.

19. იყიდეთ ან დაამზადეთ ეკოლოგიის დამცველი პროდუქტები. მაგალითად სცადეთ მოამზადოთ ძმრისა და წყლის საწმენდი საშუალებები ან სცადეთ გამათეთრებელის შეცვლა ნაკლებად ტოქსიკური ფორთოხლის გამათეთრებლით. გარდა ამისა საკუთარი პროდუქტების მომზადებით დაზოგავთ ფულს და შეფუთვას. გარდა ამისა სახლში მომზადებული პროდუქტები ისევე კარგად მუშაობს, როგორც ნაყიდი.

  • ნახევრად-ძმრის და ნახევრად-წყლის ნარევით შეგიძლიათ დაასუფთაოთ იატაკები, სააბაზანოები, კაბინეტები და ნებისმიერი სხვა რამ.
  • იმისათვის, რომ ამოიყვანოთ ლაქები ხალიჩიდან, ტანსაცმლიდან ან სხვა ქსოვილებიდან, მოამზადეთ სახამებელი საჭმელი სოდით და წყლით. დაასხით ის ლაქაზე ცოტა ხნით და შემდეგ მოაშორეთ ის კბილის ჯაგრისით.

საწმენდი საშუალებები

20. გაართეთ ბავშვები ხელნაკეთი სათამაშოებით. ნაცვლად მაღაზიაში ნაყიდი სათამაშოების გამოყენებისა, დაეხმარეთ ბავშვებს დაინახონ ძველი ნივთების განახლების მთელი სილამაზე. უთხარით ბავშვებს, რომ გახდნენ კრეატიულები და მიხვდნენ როგორ შექმნან სხვადასხვა ნივთებით სათამაშოები. აქ არის რამდენიმე იდეა:

  • აუშენეთ ჩიტების სახლი, რითიც დაეხმარებით ადგილობრივი ჩიტების პოპულაციას. ისინი დიდ როლს თამაშობენ ეკოსისტემაში.
  • გაფუჭებული გიტარის სიმებით შექმენით დეკორეტიული ნივთები.
  • დაამზადეთ ძველი ფორთოხლის ყუთით კალათა.
  • გარდაქმენით ძველი, გაფუჭებული დისკი კოსმოსურ ხომალდად.

სახლი

21. გაყიდეთ ან გააჩუქეთ გამოუსადეგარი ნივთები მათი გადაყრის ნაცვლად. მოაწყვეთ “ეზოში გაყიდვა”, გააჩუქეთ ან თავიდან გამოიყენეთ სახლის ნივთები. ჩვენ ისეთი ნივთებით, რომლებიც არც გვჭირდება, ვიყენებთ ან გვინდა, ვაბინძურებთ გარემოს. სამწუხაროდ, არსებობს ისეთი ხალხი ვისაც პირველადი საჭიროების ნივთებიც კი არ გააჩნიათ. გარდა ამისა, გამოუყენებელი ნივთების გაყიდვით საქველმოქმედო ცენტრები საკმაოდ ბევრ ფულს გამოიმუშავებენ.

  • შეგიძლიათ ჩაატაროთ “ტანსაცმლის გაცვლა”. ეს მხიარული და უფასო გზაა მეგობრებისთვის, ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის გარდერობის შესასვებად. გარდა ამისა შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ მათ დედამიწის დღის სადილით!
  • იპოვეთ პროდუქტების გამცვლელი კომპანიები.

22. დადგით კომპოსტის ყუთი. თქვენი საკვები ნარჩენების გადაყრის ნაცვლად, გამოიყენეთ ისინი მიწად თქვენს ეზოში. ამ პროცესს კომპოსტირება ეწოდება. ბანანის ქერქები, კვერცხის ნაჭუჭები, სტაფილოს ღეროები და ავოკადოს ქერქი არ ითვლება ნაგავში, რომლებიც უბრალოდ ნაგავსაყრელზე დაასრულებენ. როგორ დავიწყოთ კომპოსტირება:

  • შეაგროვეთ თქვენი საკვები ნარჩენები( გარდა ხორცისა და რძის პროდუქტებისა) დაკეტილ ყუთში.
  • დაამატეთ ფოთლები, ჯოხები, ბალახი და სხვა ორგანული ნივთიერებები და აურიეთ.
  • გადაატრიალეთ ნარევი რამდენიმე დღეში ერთხელ ფიწლის გამოყენებით.
  • კომპოსტი გახდება მდიდარი, ყავისფერი მიწა რამდენიმე თვის შემდეგ.

23. იფიქრეთ ნახშირბადის ბალანსის ყიდვაზე. ისინი დამზადებულია იმ სათბურის ეფექტის ბალანსირებისთვის, რომელსაც დანარჩენი 364 დღის განმავლობაში ვტოვებთ. ნახშირბადის ბალანსი ამცირებს სათბურის ეფექტს ისეთ ადგილებში, როგორიცაა ქარის წისქვილები, რომელიც აძევებს ენერგიას მიწისქვეშა საწვავიდან.

24. იარეთ ველოსიპედით. სკოლაში ან სამსახურში წასასვლელად გამოიყენეთ ველოსიპედი ან ტრანსპორტის ისეთი ფორმები, რომლებიც ადამიანის ძალას საჭიროებს. ეს ბევრად უფრო კარგია გარემოსთვის, ვიდრე მანქანით გადაადგიკება ნებისმიერ ადგილას.

  • თუ თქვენი სკოლა ან სამსახური ძალიან შორსაა ველოსიპედით მისასვლელად, მაშინ იმგზავრეთ ისეთი საჯარო ტრასპორტით, როგორიცაა მაგალითად ავტობუსი, მატარებელი.
  • ან შეგიძლიათ წახვიდეთ მეგობრებთან ერთად ერთი მანქანით, თუ ისინიც იმ მიმართულებით მიდიან.

ველოსიპედი

25. დაზოგეთ წყალი სახლში. დილაობით, სანამ თქვენს ყოველდღიურ რუტინას შეუდგებით, იმაზე მეტ წყალს ხარჯავთ, ვიდრე გჭირდებათ. თუმცა არის რამდენიმე ხერხი, რომლის საშუალებითაც წყლის დიდ დანაზოგს გააკეთებთ. გარდა ამისა, ეს დიდ შემცირებას გამოიწვევს წყლის გადასახადშიც. სცადეთ აითვისოთ შემდეგი ჩვევები:

  • კბილების გახეხვისას ან ხელების დაბანისას, დაკეტეთ ონკანი, როდესაც არ გჭირდებათ. დაკეტეთ ონკანი, როდესაც იხეხავთ.
  • როდესაც ხელებს საპნით იბანთ, დაკეტეთ ონკანი.
  • დილაობით მიიღეთ შხაპი ცოტა ხნით.
  • მანქანა გარეცხეთ ვედროთი, სარწყავის მაგივრად. მანქანა გასარეცხად გადაიყვანეთ ბალახზე და მასზე დასხმული წყალი იმავდროულად ბალახსაც მორწყავს.

26. დაზოგეთ ელექტროობა. ეს ერთ-ერთი გზაა, რომელსაც ხშირად გვასწავლიან ეკოლოგიასთან დასაახლოებლად, თუმცა ჩვენ მაინც გვჭირდება შეხსენება თუ რა მნიშვნელოვანია ისეთი მარტივი რამეების კეთება, როგორიცაა ოთახიდან გასვლისას შუქის ჩაქრობა. უამრავი გზა არსებობს ენერგიის ყოველდღიურად დასაზოგად:

  • გამოიყენეთ ნაკლები კონდინციონერი ზაფხულში და ნაკლები სითბო ზამთარში.
  • გამორთეთ ყველა ხელსაწყო და შუქი, როდესაც მათ არ იყენებთ.
  • გამოიყენეთ ეკონომიური  ნათურები.

ნათურა

წინა «
შემდეგი »