როგორ აღვნიშნოთ რელიგიური შობა?

  • An'na
  • დეკემბერი 28, 2015

შობა ამ სტატიაში გაეცნობით რელიგიური შობის აღნიშვნის თავისებურებებს, ადამიანთა უმრავლესობა ამ დროს დაკავებულია საკუთარი მუცლის ამოვსებით და განსაკუთრებით ცდილობენ მიირთვან ე.წ საშობაო ახლად დაკლული ღორი. ჩემს ერთ-ერთ წინა სტატიაში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ტრადიციული შობის აღნიშვნის ინსტრუქციასაც.

 

1. იფიქრეთ შობის მიზეზებზე.

თუ არ ხართ დარწმუნებულები, მაშინ ჩაატარეთ კვლევები. ბიბლიაში, ლუკასა და მათეს სახარებაში საუბარია შობაზე. აგრეთვე განიხილეთ ამ ამბების ხმამაღლა წაკითხვა ოჯახთან ერთად. კითხეთ ოჯახის წევრებს მათ შთაბეჭდილებებზე.

  • მოუყევით ბავშვებს შობის მნიშვნელობაზე. იპოვეთ ლამაზი ილუსტრაციები ბიბლიის მიხედვით, რათა გააღვივოთ მათი ინტერესი. გაითვალისწინეთ ისიც რომ თუ ძალიან დიდ ხანს ესაუბრებით, შეიძლება მათ მოიწყინონ. ეცადეთ რომ ეს სესიები იყოს ძალიან მოკლე.
  • გარდა ამისა, უამრავი წიგნი და გასაფერადებელი რვეული არსებობს, რომლებიც ძალიან გასაგებ და მარტივად წასაკითხ ენაზე გადმოსცემენ შობის ისტორიას. ზოგიერთი ამ ისტორიას ბიბლიის მიხედვით გვიყვება, ზოგიერთი კი განსხვავებულად.
  • ბევრ კულტურაში არის ისეთი ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ბავშვს აწვენენ აკვანში, ამ აკვანს კი დგამენ თავლაში, ქრისტეს შობის სცენის მსგავსად. თუ გადაათვალიერებთ ძველ წიგნებსა და ჟურნალებს, აღმოაჩენთ მრავალ საინტერესო ორნამენტსა და ფოტოს, რომელიც გამოდგება სახლის მოსართავად.
  • მორთეთ დაახლოებით 30-120 სმ სიმაღლის ნაძვის ხე  შობის სცენის ორნამენტებით, ანგელოზებით. ვარსკვლავი, ანგელოზი ან გვირგვინი შეგიძლიათ მოათავსოთ ხის წვერზე.
  • შეგიძლიათ შეართოთ რელიგიური ორნამენტები და ტრადიციული ნაძვის ხე ერთმანეთთან. არ შეგეშინდეთ ტრადიციული, ყოველდღური საახალწლო ნივთების გამოყენებისა. ცხოველები, ყვავილები, ხილი, ზარები, სახლები კარგი მაგალითია.
  • საკმეველი ან მურის ზეთი შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ მაღაზიაში და გამოიყენოთ ის არომატისთვის, ჩვეულებრივი საშობაო სურნელებისგან განსხვავებით.

2. ილოცეთ და მოიწვიეთ ღმერთი თქვენთან ერთად დღესასწაულის აღსანიშნავად.

ზოგიერთი ადამიანი ირჩევს რომ დაესწროს საშობაო დღის სერვისებს. ზოგს კი ურჩევნია იჯდეს წყნარად და ისე მოიწვიოს ღმერთი. თუმცა რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, ყოველი ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანია ამ დღის ღმერთთან ერთად გატარება.

ლოცვა

3.აირჩიეთ ისეთი საქმიანობა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს ოჯახს სიამოვნების განცდაში და ამავდროულად მოერგება შობის დღესასწაულის მნიშვნელობას.

არაჩვეულებრივი იქნება თუ მოამზადებთ საკვებს გაჭირვებულთათვის, მოინახულებთ ავადმყოფებს, ესტუმრებით ხალხს ვისაც არ ყავთ ოჯახი. შეგიძლიათ აჩუქოთ ხელნაკეთი ნივთები იმ ადამიანებს, რომლებმაც წელს საკმარისი სითბო ვერ მიიღეს.

საჩუქრბეი

4. აღნიშნეთ სხვა ხალხთან ერთად.

შეიკრიბეთ სახლში ერთად მეგობრები და ოჯახის წევრები. გაატარეთ დრო ახლობლებთან ერთად.

ოჯახი

5. აჩუქეთ სხვებს.

გაატარეთ შობა თქვენი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის, ან გაჭირვებულებისათვის საჩუქრების ჩუქებაში. ჩვენ ვჩუქნით საჩუქრებს სამახსოვროდ.

6. ჩუმად გადაუხადეთ მადლობა ქრისტეს რომ მსოფლიო ზეიმობს ამ დღეს.

ეს არის დღე, როდესაც ქრისტიანები აღნიშნავენ საუკეთესო საჩუქარს, რაც კი კაცობრიობას ოდესმე მიუღია. მადლიერი გულით შობის შეხვედრა უმნიშვნელოვანესია.

მადლიერება

7. შექმენით შობის საკუთარი სცენა.

მშვენიერი გზა შობის აღსანიშნავად არის საკუთარი შობის სცენის მოწყობა სახლში ან ეზოში. თუ გყავთ ბავშვები, სთხოვეთ მათ დახმარება. მათ ძალიან მოეწონებათ ანგელოზებისა და პატარა ფიგურების გაკეთება.

შობა

8. სარკმელში დანთებული საშობაო სანთელი

საქართველოში ყველა მართმადიდებლურ ოჯახში შობის დადგომისას (ღამის 12 საათზე) უკვე ტრადიციად არის ქცეული სანთლის დანთება, რაც უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის კურთხევით ხორციელდება. საშობაო სანთლის დანთება სარკმელში ერთგვარი სიმბოლოა იმისა, რომ მაცხოვარი ჩვენს სახლებშიც იბადება.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.