როგორ აღვნიშნოთ საზოგადო შობა?

  • An'na
  • დეკემბერი 25, 2015

შობაშობის დღეები გამორჩეულია გასაოცრებით დაა სიხარულით. არ აქვს მნიშვნელობა, რელიგიურ შობას აღნიშნავთ თუ საზოგადოს, თქვენი დღე მაინც ბედნიერებით იქნება სავსე, მითუმეტეს ihow.ge-ს მცირე დახმარებით. გაიგეთ როგორ აღნიშნოთ რელიგიური, საზოგადო თუ სხვა სახის შობა.

 

მეთოდი 1: საზოგადო შობის აღნიშვნა.

1. იყავი ბედნიერი.

როდესაც გაიგებ საშობაო სიმღერას, პირქუში სახით ყოფის ნაცვლად, გაიღიმე და აყევი სიმღერას. შობის დროს მხიარულად ყოფნა დაეხმარებათ საშობაო სულისკვეთების შეგრძნებაში თქვენს ირგვლივ მყოფ ხალხს და ამასთანავე დაგეხმარებათ რომ მეტად იგრძნოთ ის.

  • თუ ზუსტად არ იცით აღნიშნავს თუ არა ადამიანი შობას, მაშინ უსურვეთ მას ბედნიერი არდადეგები.

ბედნიერება

2. შეურთდით თქვენი ქვეყნის ტრადიციებს.

მიეცით თქვენს თავს უფლება დაბრუნდეთ ბავშვობაში. დაუტოვეთ პეჩენიები თოვლის ბაბუას, ან უყურეთ მას ფანჯრიდან, დატოვეთ თქვენი წინდები ბუხართან. მოკლედ, მიყევით ტრადიციებს  და გახადეთ ეს დღე მაგიური. გამოაცხვეთ თაფლაკვერის პეჩენიები და მორთეთ ლამაზად თქვენს მეგობართან ერთად.

  • გამოიკვლიეთ და იპოვეთ უცხოური ტრადიციების შესახებ. მრავალი წიგნი და ვებ-გვერდი არაჩვეულებრივად აღწერს სხვა ქვეყნის ტრადიციებს. ამ ინფორმაციიდან შეგიძლიათ ამოიღოთ უცხო რეცეპტები.
  • შეიარეთ მუზეუმებში და ბიბლიოთეკებში. ბევრ მუზეუმს სპეციალური ივენთები აქვთ სხვადასხვა ქვეყნის წეს-ჩვეულებების შესახებ. ზოგიერთ ფესტივალზე ნაძვის ხეები განსაკუთრებული სათამაშოებითაა მორთული.
  • იმოგზაურეთ საშობაოდ ! გადადით უკან დროში, გადაიკითხეთ ძველი ტრადიციების შესახებ. ზოგიერთი დაკარგული ტრადიცია არაჩვეულებრივია.

რძე

3.მორთეთ სახლი საშობაოდ.

დეკორაციის შესაძლებლობები ამოუწურავია. დაკიდეთ საშობაო ნათურები მთელ სახლში, ჩამოკიდეთ ფითრი ოთახის შესასვლელში, კარებთან დაკიდეთ თქვენი ხელით გაკეთებული გვირგვინი ან დადეთ თაროებზე სათამაშო ფიგურები როგორიცაა რუდოლფი, სანტა კლაუსი. მორთეთ საახაწლო ნაძვის ხე. მას შემდეგ რაც შეიძენთ ნაძვის ხეს და მოარგებთ სახლს, დაკიდეთ საშობაო ნათურები და დაიწყეთ ორნამენტების ჩამოკიდება.

  • გამოიყენეთ თქვენი ოჯახის რელიქვიები ნაძვის ხის მოსართავად.მორთეთ ნაძვის ხე დისნეის პერსონაჟების სათამაშოებით, დაადგით ვარსკვლავი. მოკლედ, მორთეთ ნაძვის ხე თქვენი გემოვნების მიხედვით.

ნაძვის ხე

4. შეურთდით მეგობრებს და ოჯახს.

ბევრი ადამიანისთვის საშობაო  ბედნიერება ოჯახთან და მეგობრებთან შეკრებაში მდგომარეობს. მეგობრების და ოჯახის ისევ გაერთიანების დროა! შექმენით საკუთარი ტრადიციები, ან განაახლეთ წარსული ტრადიციები. შეგიძლიათ მოაწყოთ ფურშეტი თუ ერიდებით ზედმეტ ხარჯებს. მთავარი ურთიერთობებია, რომელიც ზამთარს უფრო თბილს გახდის. ცადეთ ტრადიციული ინდაური, ან შექმენით საკუთარი ტრადიციები.

ოჯახი

5. იმღერეთ საშობაო სიმღერები.

არ აქვს მნიშვნელობა სახლში იმღერებთ, კარდაკარ ჩამოივლით თუ მიხვალთ საშობაო ჯგუფებში, უბრალოდ ისწავლეთ რამდენიმე საშობაო ან სეზონური სიმღერა. არაუშავს თუ კარგად ვერ მღერით, აუცილებლად გეყოლებათ ისეთი მეგობარი ვინც კარგად მღერის და ის თქვენ ხმას დაფარავს, მთავარი მხიარულებაა.

6. უყურეთ საშობაო ფილმებს.

შეკრიბე რამდენიმე მეგობარი ან ოჯახი და უყურეთ რამე საშობაო ფილმს ცხელი ვაშლის სიდრთან და ბატიბუტთან ერთად. ასეთი ფილმებია “როგორ მოიპარა გრინჩმა შობა”, “ცხოვრება მშვენიერია”, და ა.შ.

ფილმი

7. ჩაიდინეთ კეთილშობილი საქციელი.

ეს არის სიკეთის, მშვენიერების, სიყვარულის, ბედნიერების სულისკვეთება. შეგიძლიათ დაეხმაროთ უსახლკარო ხალხს, აჩუქოთ გამოუყენებელი ნივთები ან შეიძინოთ ახალი. აჩუქეთ ნივთები თავშესაფრებს.

8. საჩუქრები შეფუთეთ ლამაზ შესაფუთ ყუთებში.

არ ხართ ვალდებულნი რომ დახარჯოთ ძალიან ბევრი ფული საჩუქრებზე. ზოგიერთი ოჯახი ერთმანეთს იმიტომ ჩუქნის საჩუქრებს, რომ გამოვლინონ ერთმანეთისადმი პატივისცემა. შეგიძლიათ შეიძინოთ მცირე საჩუქრები და თქვენ თვითონ გააფორმოთ ისინი.

  • შეიკრიბეთ ნაძვის ხის გარშემო და გაცვალეთ საჩუქრები, ან დასხედით თბილად ბუხრის წინ საყვარელ ადამიანებთან ერთად.

საჩუქარი

9. გააკეთეთ რაიმე სახალისო თქვენს ოჯახთან ერთად გარეთ.

არაფერია ისეთი სასიამოვნო, როგორც საღამოს  გარეთ სეირნობა და ადგილობრივი დეკორაციების დათვალიერება. წადით პარკში, სანაპიროზე, სადაც თოვლია. ააწყვეთ თოვლის ბაბუა. თუ არ არის თოვლი, მაშინ უბრალოდ ისეირნეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. სუფთა ჰაერი ყოველთვის ძალიან კარგია!

10. მოეპყარით “სქრუჯებს” ლოიალურად.

თუ ადამიანი იტყვის რამე ასეთს “გააუქმეთ შობა” ან რაიმე ძალიან ნეგატიურს, თქვენ უბრალოდ განაიარაღეთ ის “ვწუხვარ რომ ცუდი არდადეგები გქონდათ, თუმცა მაინც შეგიძლიათ გვესტუმროთ, თუ არ გაქვთ წასასვლელი”. არ აქვს მნიშვნელობა მათ რეაქციას, უბრალოდ აირიდეთ ისინი ზრდილობიანად და განაგრძეთ შობით ტკბობა. ასევე გადმოიხედეთ მათი გადმოსახედიდან, იქნებ რაიმე სერიოზული პრობლემა აქვთ. არ შეაფასოთ ერთი შეხედით.scrooge

  • ნებისმიერ არდადეგებზე შეყვარებულს შეუძლია გახდეს სქრუჯი. გახსოვდეთ რომ ნებისმიერი უბედურება შეიძლება მოხდეს თუნდაც არდადეგებზე. ეს პრობლემა შეიძლება იყოს ურთიერთობაში, ან სამსახურში. თინეიჯერები კი ნამდვილი ემოციური ბომბები არიან. შეიძლება ვინმე დაიღუპა ოჯახში, ან სანაცნობოში. უბრალოდ წარმოიდგინეთ როგორია ცხოვრება მათ ადგილას.

 

 

შემდეგ სტატიაში იხილავთ როგორ შეხვდეთ რელიგიურ შობას!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.