როგორ აღვნიშნოთ შობა ირლანდიურად?

  • An'na
  • December 24, 2017
  • 0

გსურთ, რომ შობა განსხვავებულად აღნიშნოთ? მაშინ ეს სტატია თქვენ დაგეხმარებათ!

1.ისწავლეთ რა ხდება ღონისძიებებზე. ირლანდიაში შობა ძალიან ბევრ ღონისძიებას მოიცავს, როგორიცაა შუაღამის შეკრებები და დოღი. ზოგიერთი ადამიანი მიზნადაც კი ისახავს რომ ყველა მათგანს დაესწროს და შენც ასე მოგიწევს!

2.დაესწარით შეკრებებს. ირლანდიაში,ძალიან ბევრი საშობაო შეკრებაა.

  • ეკლესიების უმეტესობაში შობის წინა ღამით არის წირვა, სადაც ოჯახები და მეგობრები იკრიბებიან, რომ ერთად შეხვდნენ შობას.
  • შობის დღის შეკრებები ხშირად ქაოსურიც კია, რადგან აქ ხალხი ბავშვებით მოდის. ასე რომ, სიგიჟეს მხოლოდ გადატენილი ეკლესიები კი არა, ბავშვების ხმაურიც იწვევს.

3.დაესწარით წმინდა სტეფანე პირველმოწამის დღის დოღს. წმინდა სტეფანე პირველმოწამე ცხენების მფარველად ითვლება, ამიტომ ყველაზე დიდი დოღი დუბლინში სწორედ მისი ხსენების დღეს, 26 დეკემბერს იმართება. ამ დღესასწაულს ყოველ წელს 20,000მდე ადამიანი ესწრება.

4.აღნიშნეთ ქალების შობა. 6 იანვარს, საშობაო დღესასწაულები ირლანდიაში სრულდება. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ქალებს დასვენების დღე აქვთ და მთელი დღით სახლის საქმეებს კაცები აკეთებენ. ბევრი ქალი გადის სახლიდან საშოპინგოდ ან მეგობრებთან დროის გასატარებლად. ეს ტრადიცია სათავეს იღებს ნეტარი დედოფალი თეოფანიას ხსენების დღიდან, რომელიც 6 იანვარსაა.

  • ქალების შობას ირლანდიურად Nollaig na mBan.

                                                                                 დეკორაციები:

1.მხედველობაში მიიღეთ ირლანდიური დეკორაციების გამოყენება. ძალიან ბევრი ტრადიციული დეკორაცია სათავეს სწორედ ირლანდიიდან იღებს.

2.დატოვეთ სანთელი ფანჯარაზე. შობის ღამეს,სანამ დასაძინებლად წახვალთ, ანთებული სანთელი ფანჯარაზე დატოვეთ. ეს სანთელი არის სიმბოლო იმისა, რომ მარიამ ღვთისმშობელი და იოსები თქვენს სახლში მიღებული არიან. გარდა ამისა, როდესაც ირლანდიაში ქრისტიანების დევნა იყო, სანთლით მორწმუნეები სცნობდნენ სახლებს,სადაც მათ შეკრება შეეძლოთ.

  • სანთელი ოჯახის ყველაზე უმცროსმა წევრმა უნდა აანთოს. ადრე, მისი ანთება მხოლოდ გოგონას, სახელად მარიამს შეეძლო.

3.გააწყვეთ სუფრა. როდესაც საშობაო ვახშამს დაასრულებთ, სუფრა გააწყვეთ.

  • დადეთ კვლიავის მარცვლებით და ქიშმიშით გატენილი პურის ყუა, დოქით რძე და დიდი ანთებული სანთელი.
  • დატოვეთ თქვენი სამზარეულოს კარი ღია იმის ნიშნად, რომ წმინდა მარიამ ღვთისმშობელსა და იოსებს შეუძლიათ ნადიმით სარგებლობა.

4.დაკიდეთ საშობაო გვირგვინი. არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის,რომ საშობაო გვირგვინი სათავეს სწორედ ირლანდიიდან იღებს. ტრადიციას საფუძველი ძალიან ადრე ჩაეყარა, როდესაც ღარიბი ხალხი კარებზე გვირგვინს კიდებდა.

  • გვირგვინი კარებზე დაკიდეთ, რითაც ხაზს გაუსვამთ იმას,რომ თქვენ ახალ წელს აღნიშნავთ/
  • გვირგვინი მორთეთ ცირცელით.

5.დეკორაციები 6 იანვარს ჩამოხსენით, რადგან ეს დღე შობის დასასრულად ითვლება.

წინა «
შემდეგი »