როგორ გადავაგდოთ სიგარეტი სამუდამოდ 6 კვირაში

  • article
  • მაისი 8, 2013

sigareti_iHOW.GEსიგარეტი ზოგადად დიდი პრობლემა ქართული საზოგადოებისათვის, რაც უფრო განუვითარებელია ერი მით უფრო მძლავრია მსგავს მავნე ჩვევებთან ბრძოლა, შესაბამისად საქართველოში ძალიან რთულია ამ მავნე ჩვევაზე დამოკიდებულ ადამიანთა შემცირება, ზოგი სიგარეტით ვითომ ნერვებს იწყნარებს, ზოგს ეს მაღალი კლასის შემადგენელი ნაწილი ჰგონია, ზოგიც უსაქმურობის ჟამს, რომ არ იცის რა აკეთოს ასე ვთქვათ საქმდება სიგარეტის მოწევით, ხოლო ზოგიც პირიქით საქმეს წყდება და ისვენებს სიგარეტით.

ეს ყველაფერი ერთად აღებული მავნე ჩვევაა და მეტი არაფერი, ამიტომ თუ თქვენ გსურთ სიგარეტს თავი რეალურად დაანებოთ ამ შემთხვევაში უმთავრესი განწყობაა, სიგარეტზე თავის დასანებებლად საჭიროა პირველ რიგში რაც შეიძება საფუძვლიანი განწყობა, რომ აღარ მოწევთ სიგარეტს და შემდეგ საჭიროა ოდნავი ნებისყოფა, ზოგს ჰგონია რომ ნებისყოფა ღალატობს იმ დონემდე უნდება სიგარეტი, მაგრამ ნებისყოფა ამ შემთხვევაში მიზერ როლს თამაშობს, მთავარი ფსიქოლოგიაა.

ამ სტატიაში კი ძალიან პრიმიტიულ რჩევას მოგცემთ როგორ დაანებოთ თავი სიგარეტის მოწევას თუ ეს თქვენ მართლაც გსურთ, ხოლო თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მოდი იქნებ მართლა შევეშვა სიგარეტს ამ სტატიის წაკითხვის მერე განწყობით ხართ, გირჩევთ ნუ გააგრძელებთ სტატიის კითხვას.

დასაწყისისთვის უნდა განვეწყოთ, უნდა შევამციროთ მოწეული სიგარეტის რაოდენობა, ან გადავიდეთ შედარებით ნაკლები შემცველობის ნიკოტინის მქონე სიგარეტზე.

მეთოდი მდგომარეობს შემდეგში, კვირაში ერთი დღე არ მოვწიოთ საერთოდ, ამას შეძლებს ნებისმიერი მონდომებული ადამიანი. ყოველ შემდეგ კვირაში ვამატებთ ერთ ასეთ დღეს.

სიგარეტი_iHOW.GE

მაგალითი:

პირველი კვირა – არ ვეწევით 1 დღე
მეორე კვირა – არ ვეწევით 2 დღე
მესამე კვირა – არ ვეწევით 3 დღე
მეოთხე კვირა – არ ვეწევით 4 დღე
მეხუთე კვირა – არ ვეწევით 5დღე
ბოლო კვირა – არ ვეწევით 6 დღე

ამ 6 კვირის დამთავრების შემდეგ საერთოდ აღარ მოგვინდება სიგარეტისკენ გახედვა, ეს შეიძლება ცოტა რთული სისტემა იყოს მწეველი ადამიანისათვის მაგრამ თქვენ ეს სისტემა შეგიძლიათ დროში გაწელოთ და ნელ-ნელა გადაეჩვიოთ სიგარეტს. მაგ: ერთი კვირის ნაცვლად 2 კვირა აიღოთ ინტერვალად და ყოველ ორ კვირაში გაზარდოთ არამწეველი დღეები.

ასევე აღსანიშნავია და ძალიან კარგია თუ ამ მავნე ჩვევას სხვა ნაკლებად მავნებელი ან საერთოდ სასარგებლო ჩვევით ჩაანაცვლებთ, როდესაც სიგარეტი მოგინდებათ, დაღეჭეთ საღეჭი რეზინი, ან ჭამეთ ვაშლი, ან გააკეთეთ აზიდვები ან რაიმე ისეთი ჩვევა შეარჩიეთ რაც თქვენთვის გარკვეული სიამოვნების მომნიჭებელია.

პ.ს დათრობისა და სექსის მერე ჭეშმარიტ ქართველ მამრს სიგარეტს ხომ ვერ აუკრძალავ ეს ხომ გარკვეულწილად ტრადიციაა, ასე რომ ეს რჩევები ზემოთ აღნიშნულ ორ ფაქტზე არ ვრცელდება.

 

წინა «
შემდეგი »