როგორ გადავაჩვიოთ ლეკვი კბენას?

  • commail.comedyin
  • May 8, 2014
  • 0

კბენალეკვი უდაოდ უსაყვარლესი არსებაა, მაგრამ როგორც ყველა ბავშს მათაც ამოსდით კბილები. კბილების ამოსვლის პროცესში მათ ეფხანებათ ღრძილები და აბსოლუტურად ყველაფერს ღეჭავენ მათ შორის პატრონსაც. მთავარია თავის დროზე გადააჩვიოთ ლეკვი კბენას თორემ მერე ეს ჩვევა დარჩება.

გახდით ავტორიტეტი შინაური ცხოველისთვის

ლეკვი აღიქვამს ოჯახს როგოც ჯოგს და ამ ჯოგს უნდა ყავდეს ბელადი. იმისათვის, რომ მან დაგიჯეროთ ზუსტად ეს ბელადი უნდა გახდეთ მის თვალში. მოიფიქრეთ შექების და გაბრაზების სისტემა. არ ეცადოთ ძაღლის ტკბილი სიტყვით მითითება შეცდომებზე მას ეგონება, რომ ყველაფერს კარგად აკეთებს და გააგრძლებს ცელქობას. დასჯა არ უნდა იყოს მძიმე თქვენი ბელადი უნდა იყოთ და არა ტირანი.

ყოველთვის დასაჯეთ კბენის მცდელობისას

ლეკვის დასჯაყოველთვის შეიძება გაარჩიო ლეკვი თამაშობს თუ სხვა მიზნით იკბინება. მეორე შემთხვევაში მაშინვე დასაჯეთ იმისათვის, რომ მიხვდეს თავის დანაშაულს. დასჯა ცემას არ ნიშნავს ჯერერთი ეს ამორალურია (თქვენ ბავშვს ხომ არ სცემთ?! იმედია არ სცემთ?) ეს უარყოფით ეფექტსაც მოგცემთ. გამოიყენეთ ბრძანება არ შეიძლება (ან “ფუუ” ან რაიმე მსგავსი). როდესაც ძაღლი კბენას შეწყვეტს შეაქეთ და გაუმასპინძლდით გემრიელობებით.

არ მოახდინოთ პროვოცირება

ლეკვთან თამაშიარის შემთხვევები როდესაც პატრონი თვითონ პროვოცირებს ლეკვს კბენაზე თამაშის დროს. გამოდის, რომ მან მოახდინა კბენის პროვოცირება და მერე ამის გამო დასაჯა. ლეკვი ვერ გაიგებს ეს ცუდია თუ კარგი. საერთოდ ძაღლის აღზრდა როგორც ადამიანის უნდა იყოს მუდმივი. ისეთი შესვენებების გარეშე როგორიცაა “აუ მეზარება” “ხვალ ვიზამ” და ასე შემდეგ. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული როგორი იქნება ძაღლი. დასჯის დროს არ გადაამეტოთ და არ დაუზიანოთ ძაღლს ფსიქიკა.

წინა «
შემდეგი »