როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი ნივთების ღრღნას?

  • commail.comedyin
  • მარტი 12, 2014

ძაღლითუ ძაღლი ყველაფერს ღრღნის მაშინ მის ცხოვრებაში ყველაფერი დალაგებული არ არის, რადგან კმაყოფილი ძაღლი ცუდად არ მოიქცევა. შეიძლება თქვენ მას არ ასეირნებთ ან ის მარტოობას განიცდის. საერთოდ ძაღლი ბუნებით მტაცებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ის უმართავია.

 

 

სათამაშოები ძაღლისთვის                                                                             ეს ძალიან ადვილია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაითვალისწინოთ “ბრძნული რჩევა” იმის შესახებ რომ ის ნივთები რომლებსაც ის ღრღნის წიწაკა წაუსვათ. ეს ყოვლად მიუღებელია. იყიდეთ “საღეჭი სათამაშოები” რომლებიც არ უქმნიან საფრთხეს შინაური ცხოველის ჯანმრთელობას ან მიეცით მკვრივი თოკი რომლითაც გაერთობა.

 

ძაღლის გასეირნება                                                                                        კარგი იქნება თუ ძაღლს ხშირად გაასეირნებთ. ლეკვებს 10-ჯერ გასეირნება ჭირდებათ. ზრდასრულ ძაღლს კი 3 გასეირნებაც ეყოფა. ეცადეთ მას ეთამაშოთ სხვადასხვა თამაშები, რომ ის დაიღალოს. დაღლილი ძაღლი უკვე აღარ შეიწუხებს თავს ნივთების ღრღნით.

 

აღზრდა                                                                                                            კიდევ ერთი მეთოდია მისი შესწორება. როდესაც ის დაიწყებს ღრღნას დაიწყეთ ღიღინი ან სიმღერა. ეს მიიქცევს მის ყურადღებას შემდეგ კი გაკიცხეთ. ოღონდ არ უყვიროთ, რადგან ისინი ვერ იტანენ ყვირილს. ეს მათ აღიზიანებთ, ამიტომ ამან შეიძლება აგრესია გამოიწვიოს. ხშირად პატრონი ძაღლს ძველ ჩუსტებს და სხვადასხვა ნივთებს ესვრის, მაგრამ ძაღლმა რა იცის სად არის საზღვარი კარგსა და ცუდს შორის. ძაღლის გადაჩვევა უფრო ძნელია ვიდრე ამის გაკეთების არ დაშვება ანუ თუ ვერ გადააჩვევთ ძაღლს უბრალოდ გაასეირნეთ ის და მიეცით საღეჭი სათამაშოები.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.