როგორ გადავიდეთ მეგობრობიდან ახალ ეტაპზე?

  • An'na
  • იანვარი 15, 2018

მეგობრობა_სიყვარულითუ თქვენი გრძნობები იმაზე მეტად ვნებიანი და ძლიერი ხდება, ვიდრე ეს ჩვეულებრივი მეგობრობის დროს უნდა იყოს, მაშინ ცვლილების დროა. თუმცა ამ ცვლილების მიმართულების დადგენა არც თუ ისე მარტივია. ამიტომ, თუ ბუნებრივად მოიქცევით და პატივს სცემთ თქვენ მეგობარს, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობას ჩაუყრით საფუძველს.

1. დაფიქრდით რა საფეხურზეა თქვენი მეგობრობა ამჟამად. არ არსებობს სწორი პასუხი კითხვაზე უნდა გადახვიდეთ თუ არა ურთიერთობის ახალ დონეზე. ძლიერი მეგობრობა ხშირად ყველაზე ძლიერ ურთიერთობას უყრის საფუძველს. ადამიანს კარგად იცნობთ, მასთან დროის გატარებაც მოგწონთ. ნიშნები, რომლითაც მიხვდებით რომ ორივე მზად ხართ სხვანაირი ურთიერთობისთვის:

  • სურვილი, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ საიდუმლოები, ოცნებები და ფიქრები.
  • ხშირი და გულახდილი კომუნიკაცია, კვირაში 1-2 ჯერ მაინც.
  • მშვიდი და სასიამოვნო საუბარი
  • ინტერესები და იდეები, რომლებსაც ორივე იზიარებთ.
  1. მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს მტკივნეულ მომენტებში. აჩვენეთ ერთმანეთს ზრუნვა და სიყვარული. თუ ვინმეს თქვენ საიდუმლოს და პრობლემას ვერ ანდობთ, მაშინ მას ვერც თქვენი გული ენდობა.
  • ნდობის მოპოვების საუკეთესო გზა მისი გაცემაა. ესაუბრეთ მას თქვენს ოჯახზე, ოცნებებზე და მიზნებზე, შიშებზე.
  • როდესაც საჭირო იქნება დაეყრდენით მას, ხოლო როდესაც თვითონ დასჭირდება, გვერდში დაუდექით.
  1. ჰკითხეთ სანდო საერთო მეგობარს რას ფიქრობენ ამ საკითხზე. ხშირად უცხო თვალით დანახული სიტუაცია განსხვავებულია. დასვით სპეციფიკური კითხვა. თუ ეტყვით „შენი აზრით ვინმე მოსწონს“, პასუხი ბოლომდე არ დაგაკმაყოფილებთ. ამის ნაცვლად ჰკითხეთ „შენი აზრით ერთად კარგად ვიქნებით?“
  • დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ ამ ადამიანს ენდოთ და ის ჭორებს არ გაგივრცელებთ.
  1. არ ისაუბროთ ძველ ურთიერთობებზე გადაჭარბებულად. ეს არ ნიშნავს, რომ თავიდან უნდა აირიდოთ ნებისმიერი სახის საუბარი ამ თემაზე, რადგან ამ გზით ადამიანის წარსულზე მეტს შეიტყობთ.
  • თუ ის მუდმივად გესაუბრებათ თავის შეყვარებულებზე, ყოფილებზე, შეიძლება არ იყოს მზად სხვა ურთიერთობისთვის.
  1. გახსოვდეთ, რომ ასეთ ურთიერთობას უბრალო ფიზიკურ ლტოლვაზე მეტი სჭირდება. სერიოზული ურთიერთობა მხოლოდ ფიზიკურ კავშირს არ ეყრდნობა. ეს ნიშნავს ორი ადამიანის კავშირს ყველა ასპექტში – ემოციურ, სოციალურ თუ ფიზიკურ საკითხებში. თუ უბრალოდ გსურთ ვინმესთან ფიზიკური კავშირი, ამისთვის მეგობრობას ნუ გააფუჭებთ.
  2. გაატარეთ დრო ცალკე. არაფერია ცუდი დროის მეგობრებთან ერთად გატარებაში, მაგრამ ურთიერთობის დროს ადამიანთან მარტო დარჩენაც უნდა შეგეძლოთ. სანამ პირდაპირ პაემანზე წახვალთ, ნახეთ თუ შეიძლება მასთან დროის მარტო გატარება.

  • სთხოვეთ მას მოგატანინოთ წვეულებისთვის საჭმელი, სასმელი და ა.შ.
  • მაგიდასთან დაჯექით მის წინ ან გვერდით.
  • დაპატიჟეთ „უბრალო“ პაემნებზე: ივარჯიშეთ ერთად, დაეხმარეთ დავალების შესრულებაში.
  1. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ვეღარ იქნება „უბრალოდ მეგობარი“ მას შემდეგ, რაც მეორე ნაბიჯს გადადგამს. ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა სცადოთ. უბრალოდ დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ მეგობრობის გარისკვა რაღაც უფრო მეტისთვის.

  2. გამოიყენეთ პირდაპირი, რომანტიკული სხეულის ენა. სხეულის ენა ფლირტაობის მოძველებული მეთოდია, თუმცა კარგი გზაა გრძნობების გამოსახატად.

  • დაამყარეთ მტკიცე მზერითი კონტაქტი.
  • თმით თამაში
  • მისკენ ახლოს გადახრა.
  1. ჯდომა და იმაზე ფიქრი, შეიძლება თუ არა ნაბიჯის გადადგმა, არამხოლოდ დამღლელია, არამედ შანსებს ამცირებს. როდესაც დარწმუნდებით რომ ეს ნამდვილად გსურთ, დაპატიჟეთ ის სადმე. აუცილებელი არაა ეს ადგილი რამე გრანდიოზული ან რომანტიკული იყოს. უთხარით:
  • „ ჩვენი მეგობრობით ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ მინდა რაღაცეები შევცვალო. არ გინდა რამდენიმე პაემანზე წავიდეთ?“
  • ჩვენ არაჩვეულებრივი მეგობრები ვართ, მაგრამ მე შენს მიმართ მეგობრობაზე მეტს ვგრძნობ. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ შანსს მომცემ.
  1. თავიდან აირიდეთ სიყვარულის გრანდიოზული ახსნა. არ აქვს მნიშვნელობა რას გრძნობთ, თუ მას ეტყვით „ერთადერთი ხარ“, „შენ მე მავსებ“, ძალიან შეაშინებთ. ლაპარაკისას იყავით მშვიდი და მოკრძალებული, მაგრამ გულწრფელი.

  2. თუ ისიც იმავეს გრძნობს, მაშინ სულ მალე ერთად ახალ ურთიერთობას დაიწყებთ. მაგრამ თუ უარყოფენ, დავიწყების პროცესი ძალიან ხანგრძლივი იქნება. ხშირად შეხსენება, შანსის თხოვნა მეგობრობის შანსებს შეამცირებს.

  3. მეგობართან შეხვედრა ფანტასტიკური იქნება: თქვენ უკვე იცნობთ ერთმანეთს, გყავთ საერთო მეგობრები და თავს უხერხულად არ გრძნობთ ერთმანეთთან.

  4. გაატარეთ დრო საერთო მეგობრებთან ერთად. ნამდვილად ცუდი საქციელია, თუ შეყვარებულის გაჩენისთანავე მეგობრებს დაივიწყებთ.

  • გამონახეთ დრო ჯგუფური აქტივობებისთვის.
  1. ის, რომ დრო უნდა გამონახოთ მეგობრებისთვის, არ ნიშნავს რომ მარტოებმა დრო არ უნდა გაატაროთ. იფიქრეთ, რისი კეთება მოგწონთ ორივეს და დაუთმეთ მას დრო.

  2. გაიაზრეთ, რომ თუ ურთიერთობა კარგად ვერ აეწყობა, „უბრალოდ მეგობრობას“ ვეღარ დაუბრუნდებით.

როდესაც ადამიანს რომანტიკულად გაიცნობთ, წარმოუდგენლად რთულად მოგეჩვენებათ ისევ მეგობრებად ყოფნა.

გაიხსენეთ ბედნიერი მომენტები და საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ ორივემ სცადეთ.

წინა «
შემდეგი »