როგორ გადავიხადოთ კომუნალური გადასახადები ინტერნეტით?

  • ihow.ge
  • ნოემბერი 17, 2016

კომუნალური გადასახადებიიმ კატეგორიის ადამიანთათვის, რომლებიც ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობენ, ეს სტატია შეიძლება უინტერესო იყოს, რადგან უკვე საკმაოდ კარგად იციან თუ როგორ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, პატრულის ჯარიმა, სითი-პარკის ჯარიმა, სწრაფი სესხები და ა.შ თუმცა ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი ერთ-ერთ წინა სტატიაში დავალიანების გადახდაზე ინტერნეტის მეშვეობით, რამაც საკმაოდ დიდი ინტერესი და ამავდროულად კითხვები გამოიწვია მომხმარებელთა მხრიდან.

აქიდან გამომდინარე აღნიშნულ სტატიაში შედარებით უფრო დაწვრილებით აგიხსნით თუ როგორ შეგიძლიათ კომუნალური გადასახადებისა და პატრულის ჯარიმის გადახდა, მობილური თუ სახლის ტელეფონის ბალანსის შევსება, ნუ მოკლედ ნებისმიერი მომსახურების მიღება სახლიდან გაუსვლელად, რომელიც რაღაც სახის გადასახადთან არის დაკავშირებული.

ყველაზე გავრცელებული ვარიანტია ე.წ შუამავალი საიტების და საკრედიტო/სადებეტო ბარათების დახმარებით გადავიხადოთ ესა თუ ის დავალიანება, ისინი იგივე როლს ასრულებენ რასაც ე.წ ჩასარიცხი აპარატები ან ბანკის მოლარე-ოპერატორები. კომუნალური გადასახადების, პატრულის ჯარიმის და სხვა დავალიანებების გადახდა შესაძლებელია შემდეგი საიტების მეშვეობით:

TBC Pay – თიბისი ბანკის ონლაინ გადახდები;

EPAY.GE – საქართველოს ბანკის ონლაინ გადახდები;

PAY.GE – ლიბერთი ბანკის ონლაინ გადახდები;

Paybox.ge – ფეიბოქსების ონლაინ გადახდები;

GADAIXADE.GE – osmp-ს ონლაინ გადახდები.

ამ საიტების მეშვეობით თქვენ შეძლებთ გაიგოთ თქვენი დავალიანებების შესახებ და ასევე შეძლებთ სურვილისამებრ მათ გადახდას, ის სერვისები კი რისი მიღებაც ამ აპარატების მეშვეობით შეგიძლიათ არის შემდეგი:

მობილურზე ჩარიცხვა – შეძლებთ ნებისმიერ საქართველოში არსებული მობილური ოპერატორის ბალანსის შევშებას;

ბანკები დაზღვევა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები – შეძლებთ გადაიხადოთ როგორც სესხის თანხა ასევე, განვადებისა და საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების დაფარვას, ასევე შეგიძლიათ დაზღვევისა და სწრაფი სესხების დაფარვა.

ტოტალიზატორი და აზარტული თამაშები – შეძლებთ თანხა შეიტანოთ ტოტალიზატორებისა და სხვა აზარტული თამაშების ბალანსზე.

ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტი – ტელეფონი, ტელევიზია და ინტერნეტის ყოველთვიური სააბონენტოს გადახდაც ასევე უპრობლემოდ არის შესაძლებელი.

კომუნალური გადასახადები – დენი, წყალი, გაზი, დასუფთავება შეგიძლიათ ძალიან მარტივად გადაიხადოთ.

სახელმწიფო მოსაკრებელი და ჯარიმები – აქ ასევე შეგიძლიათ გადაიხადოთ პატრული ჯარიმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქონების მართვის სააგენტოს და სხვა სახლემწიფო სერვისებზე გადასახადი თანხები.

ამ საიტების მეშვეობით შეგიძლიათ კიდევ სხვა მრავალი გადასახადის გადახდა, მათ შორის პარკირების გადასახადის, სხვადასხვა ონლაინ თამაშებისა თუ ელექტრონული საფულეების ანგარიშზე თანხის შეტანა, ფასდაკლების საიტების ბალანსზე თანხის შეტანა და ა.შ

მოკლედ რომ ვთქვათ თუ რაიმე გადასახადი გაქვთ და არ იცით სად შეიძლება მისი გადახდა შედით ამ საიტებზე და თქვენ აუცილებლად იპოვნით თქვენთვის სასურველ სერვისს.

ყველგან არის გადახდის ერთი და იმავე პრინციპი:

  • შედიხართ ზემოთ ჩამოტვლილი საიტებიდან ერთ-ერთზე, შესაბამის კატეგორიაში პოულობთ თქვენთვის სასურველ სერვისს;
  • შეგყავთ იდენტიფიკატორი (ტელეფონის ნომერი/აბონენტის ნომერი/პირადი ნომერი/დოკუმენტის ნომერი/ხელშეკრულების ნომერი – გააჩნია რას იხდით და შესაბამისად შეგყავთ იდენტიფიკატორიც);
  • შეგყავთ ბარათის მონაცემები და ახდენთ დავალიანების გადახდას.

ამ მეთოდით კომუნალური გადასახადების, პატრულის ჯარიმის თუ სხვა ნებისმიერი მომსახურების მიღება თქვენ შეგიძლიათ დამატებითი ხარჯების გარეშე (ეს იქნება ტრანსპორტირება თუ დროითი დანახარჯები).

დამატებითი ინფორმაცია:

თელასი – http://www.telasi.ge/ – ცხელი ხაზი 277 99 99

ყაზტრანსგაზი – https://www.ktg-tbilisi.ge/ – ცხელი ხაზი 240 40 04

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი – http://www.gwp.ge/ka/ – ცხელი ხაზი 293 11 11

ენერგო პრო ჯორჯია – http://www.energo-pro.ge/ka/ – ცხელი ხაზი 247 17 07

სოკარ ჯორჯია გაზი – http://www.socargas.ge/ ცხელი ხაზი 16 114

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია – http://water.gov.ge/ – ცხელი ხაზი 293 00 00

დასუფთავების საქალაქო სამსახური – ცხელი ხაზი 237 84 54; 245 20 23; 237 84 55

შინაგან საქმეთა სამინისტრო – http://police.ge/ – ცხელი ხაზი 112; გენ.ინსპექცია 126

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.