როგორ გადავურჩეთ გაციებას?

  • tatatatusi
  • იანვარი 11, 2015

გაციებამწველი ზაფხული დიდი ხანია მიიწურა და უკვე საგძნობლადაც აცივდა, სეზონის ცვალებადობას თან ახლავს სხვადასხვა ვირუსული დაავადებები, როგორიცაა: ტემპერატურის ცვალებადობა, ორგანიზმის სისუსტე, გრიპი და სხვა – მრავალ ჩვენგანს, განსაკუთრებით ბავშვებს, მოხუცებს და მათ, ვინც მანამდე შეუძლოდ იყო, გაციებამ დარია ხელი.

საბედნიეროდ, ხალხური მედიცინას გრიპისა და რესპირაციული დაავადებების საწინააღმდეგო უამრაავი საშუალება მოეპოვება.

1. მომინანქრებულ ქვაბში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაასხით 1,3 ლიტრი წყალი, სახურავი მჭიდროდ დაახურეთ და 1,5 საათი ნელ ცეცხლზე აადუღეთ. შემდეგ დაუმატეთ ერთი ჭიქა შაქარი და თითო სუფრის კოვზი თავშავა, კრაზანა, ბეგქონდარა, ფარსმანდუკი, კულმუხოს ფესვი, ცაცხვისა და გვირილის ყვავილი, ვირისტერფას და პიტნის ფოთლები. კარგად ამოურიეთ და ნახევაარი საათი კიდევ ადუღეთ. ბოლო დაამატეთ ერთი ჭიქა თაფლი, ნახევარი საათით დადგით, გაწურეთ და ბოთლებში ჩაასხით. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 4-6 ჯერ, თბილი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ნაყენის მაცივარში შენახვა კვირაზე მეტ ხანს არ შეიძლება.

2. ჟოლოს ტოტები წვრილად დაჭერით, ერთ სუფრის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და 10 წუთი ადუღეთ, მერე კი 1,5 საათი დააყენეთ. მიიღეთ თითი ჭიქა სამჯერ დღეში.

3. 0,5 ლიტრ წყალში ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი მარილი და ჩაასხით 40-50 გ 10%-იანი ნიშადურის სპირტი. ცალკე ჭურჭელში 0,5 ლიტრ წყალში გახსენით 10 გრამი ქაფური სპირტი.
შემდეგ ორივე ნაზავი ერთმანეთში აურიეთ და კარგად შეანჯღრიეთ, რათა წარმოქმნილი ფიფქები დაიშალოს. ამ ნარევით დაიზილეთ ზურგი და გულმკერდი. ეს ნარევი შეგიძლიათ დალიოთ კიდევაც, ოღონდ – წყალში გახსნილი. ერთ წლამდე ასაკის პატარებს მისცეთ ერთი წვეთი ერთ სუფრის კოვზ წყალზე, ამაზე დიდებს კი ერთი ჭიქა წყალში გაუხსენით იმდენი წვეთი, რამდენი წლისაცაა ბავშვი. მოზრდილებისთვის რეკომენდებულია ერთი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.