როგორ გადავურჩეთ სადღესასწაულო სუფრას?

  • tatatatusi
  • მაისი 15, 2014

სუფრაგასტრიტი, ქოლეცისტიტი, კოლიტი, წყლულოვანი დაავადება – ეს იმ სნეულებათა არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამწვავებაც სადღესასწაულო ტრაპეზს ჩაროზად მოსდევს. საკმარისია ცხიმიან კერძს გავკრათ კბილი, რომ ან ნაღვლის ბუშტი გააპროტესტებს, ან კუჭი. და იწყება ქოლესტეროლის მისამართით უხამსი გამოთქმების მოშველიება (თუმცა ამ ცხიმს ჩვენში ჯერ კიდევ ”ქოლესტერინის” სახელით იხენიებენ…)

 

უსაფრთხო ტრაპეზი

სადღესასწაულო დღეებში გერიელი და ამავე დროს ნოყიერი საკვებით ყელი თუ არ ჩავიკოკლოზინეთ, რაღა გამოვა? მოდი პატარ-პატარა ხრიკები მოვიშველიოთ და სადღესასწაულო განწყობა არ გავიფუჭოთ.

ვიქცევით ასე:

>> თუ სადღესასწაულო სუფრა შემწვარი თევზისა და ქათმის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, ვიდრე სუფრასთან მიიტანდეთ და გარნირს შემოუწყობდეთ. გაფცქვენით – სწორედ კანია გაჯერებული ცხიმით.

>> კერძს ცხიმით უხვად ნუ შევაზავებთ. ერიდეთ ხორცის (მათ შორის – ფრინველისა და თევზის) მოხრაკვას. უმჯობესია საკუთარ ცხიმში მოშუშოთ ან ღუმელში უცხიმოდ შეწვათ. თევზი, ჯობს, ძალიან ცოტა წყალში მოხარშოთ და ლიმონის წვენი მოასხათ.

>> ვინეგრეტის მოსამზადებლად სამარხვო მაიონეზი ან უცხიმო იოგურტი გამოიყენეთ.

>> ყველა კერძს შეძლებისდაგვარად დააკელით მარილი. სანაცვლოდ უხვად შეაზავეთ სუნელებით და მწვანილით.

>> თუ თქვენს სუფრას ხიზილალა ამშვენებს, ის უკარაქოდ, პურის პატარა ნაჭერთან ერთად მიირთვით, წითელ თევზს კი პურს საერთოდ ნუ მიატანთ.

>> ხილის წვენი, მით უმეტეს – თუ კუჭნაწლავი გაწუხებთ, გირჩევთ, მინერალური წყლით გაზავებული მიირთვათ.

>> უპირატესობა მშრალ ღვინოებს მიანიჭეთ, შამპანური კი უმჯობესია ბრუტი შეიძინოთ – ის გაცილებით დაბალ კალორიულია, ოღონდ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი მადას აღძრავს.

>> ეცადეთ, ნაკლებ ცხიმიანი ნამცხვარი გამოაცხოთ. საუკეთეზო ჩაროზია გოზინაყი, ხილი, ჩურჩხელა, თხილი. ისინი მალე დაგანაყრებთ და კალორიული კრემით გაჯერებული ნამცხვრის ჭამის სურვილსაც დაგიკარგავთ.

>> საღამოს სტუმრად მიდიხართ? ეჭვგარეშეა, დიასახლისი უხვი და ნოყიერი სუფრით მოიწონებს თავს. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, გამოძღომით განცდილი დისკომფორტი აიცილოდ თავიდან.

>> დღის განმავლობაში, როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოთ, აიძულეთ თავი, თითო-ოროლა ლუკმა მაინც გადაყლაპოთ.

>> ვიდრე სუფრას მიუსხდებოდეთ, ნახევარი საათით ადრე რაიმე  ტკბილი მიირთვით, თუნდაც ერთი ცალი კანფეტი. ასე მადას იოლად დაიცხრობთ.

>> თეფშზე კერძი მციერ ულუფად გადაიღეთ, დანაყრებაზე ნუ იფიქრებთ, უბრალოდ, გემო გაუსინჯეთ.

>> უპირატესობა იმ კერძებს მიანიჭეთ, რომლებიც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. თუ სულმა წაგძლიათ და ცხიმიანი კერძი ჭარბად მიირთვით, უთუოდ დააყოლეთ ლიმონი, ანანასი ან პაპია. ისინი მდიდარია ფერმენტებით, რომლებიც ცხიმის დაშლაში მონაწილეობს.
და ბოლოს: სუფრასთან რაც შეიძლება მეტი ისაუბრეთ, ეგებ საჭმელად ნაკლები დრო დაგრჩეთ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.